პატარძალი საკურთხევლამდე იმ მამაკაცმა მიიყვანა, რომელსაც მამამისის გული გადაუნერგეს
პატარძალი საკურთხევლამდე იმ მამაკაცმა მიიყვანა, რომელსაც მამამისის გული გადაუნერგეს
ეს ისტორია დიდი ხნის წინ დაიწყო: 10 წლის წინ, ქალაქ სუისველის (პენსილვანიის შტატი, აშშ) მცხოვრებელ ჯენი სტეპიენის მამა მოკლეს, მისი გული კი ნიუ-ჯერსელ პაციენტს გადაუნერგეს. ახლა კი, ართურ თომასი, თავისი დონორის ქალიშვილის ქორწილში ჩამოვიდა, რათა საკურთხევლამდე მიეცილებინა ის.

 

 

 

2

 

2006 წელს, შინ მიმავალ მაიკლ სტეპიენს 16 წლის მძარცველი დაესხა თავს და სიცოცხლეს გამოასალმა. ყაჩაღს 40 წელი მიუსაჯეს, გარდაცვლილის ოჯახმა კი გადაწყვიტა, რომ მაიკლის გული გადაეცა სიკვდილის პირას მყოფი ადამიანისთვის – ართურ თომასისთვის.

 

 

3

 

 

"საჭირო
ორგანოს დალოდება არც თუ ისე ადვილია, ამიტომაც, როდესაც გული გადამინერგეს, გადავწყვიტე, მადლიერება გამომეხატა მაიკლის ოჯახის მიმართ". დონორული ორგანიზაციის წესების მიხედვით, დონორის ოჯახს რეციპიენტთან ურთიერთობის ნებას რთავენ. ამიტომაც, სტეპიენის ოჯახი ართურს დაუმეგობრდა.

4

 

 

გავიდა ათი წელი, და ჯენიმ თავის საქმროსთან დაქორწინება გადაწყვიტა. "კარგი იქნებოდა, ჩემს ქორწილში მამის
რაღაც ნაწილი იმყოფებოდეს ფიზიკურად!"- ფიქრობდა ის. საქმროს შეთავაზების გათვალისწინებით, ჯენიმ ართურს დაურეკა და საკურთხეველთან მიცილება სთხოვა.

"ვიფიქრე, რომ ეს იდეა ჯენისთვის საუკეთესო საშუალება იყო, მამის სიახლოვე რომ შეეგრძნო. სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, შეეგრძნო, თუ როგორ სცემს მამის გული"- ამბობს ართური.

 

Ani
15 აგვისტო 2016 09:19
Mainc chavikitxe, imitom rom im dackevlil amerikashi vcxovrob... Da icit ras getkvit kartvelebo?? Ertmanets gayprtxildit da mieperet, pativi ecit kartvels, da moeshvit am ucxoelebis da ucxoetis gapetishebas( chveni mtavrobis mxridan ki monur kmedebebs). Kvelam tavis tavs mixedos, chven chvens ulamazes sakartvelos kartvelebiturt!!
ხათუნა ბრეგაძე
13 აგვისტო 2016 18:36
მარიამი- რატომ ირთულებთ ასე ცხოვრებას :(
P.S. მეც ვიქნებოდი დონორი, როგორც კი ჩვენს ქვეყანაში ეს ნებადართული იქნება აუცილებლად დავრეგისტრირდები
nino burashvili
13 აგვისტო 2016 12:52
Am statiis uemociod wakitxva,xeibari gonebisa da momakvdinebeli gulis patrons sheudzlia mxolod,ase rom nu geshiniat!tqveni guli aravis daschirdeba...winaswar bodishs vixdi,ARA koreqtiulobistvis, magram sxva porma, am azris gamosaxatavad banaluri momechvena.

რუბრიკის სხვა სიახლეები