ბრიტანელ სპორტსმენებს ერთნაირი ჩემოდნების ქონა უხაროდათ, სანამ აეროპორტში არ აღმოჩნდნენ - კვირის პალიტრა

ბრიტანელ სპორტსმენებს ერთნაირი ჩემოდნების ქონა უხაროდათ, სანამ აეროპორტში არ აღმოჩნდნენ

ბრიტანელმა სპორტსმენებმა ოლიმპიურ თამაშებზე უამრავი ჯილდო მოიპოვეს, თუმცა, შინ დაბრუნებულებს საფინალო გამოცდა ელოდათ. საქმე იმაშია, რომ ვიღაცას თავში მოუვიდა, ყველა სპორტსმენისთვის წითელი ფერის ჩემოდნები და ჩანთები დაერიგებინა. სოციალურ ქსელებში ათლეტების გონებამახვილური კომენტარებით თუ ვიმსჯელებთ, ისინი საქმეს იუმორით და ბრიტანული სიმშვიდით მიუდგნენ.

 

 

 

 

 

2

”ვინმეს ჩემი წითელი ჩანთა ხომ არ უნახავს?”

 

3

”უმალვე შევნიშნე ჩემი ჩემოდანი, ის ხომ წითელია!”

 

4

”ძალიან სახალისო იყო. ჩვენ ვმონაწილეობდით თამაშში სახელწოდებით ”იპოვე შენი ჩანთა””.

5

”მისი პოვნა უფრო რთული აღმოჩნდა, ვიდრე შეჯიბრში გამარჯვება, მაგრამ ჩვენ თავი გავართვით. დიდი მადლობა British Airways-ს მეფურად მოპყრობისთვის”.