ნიდერლანდების ციხეები, რომლებიც დამნაშავეების სიმცირის გამო მალე დაიხურება
ნიდერლანდების ციხეები, რომლებიც დამნაშავეების სიმცირის გამო მალე დაიხურება
2013 წელს 13 ჰოლანდიური ციხე დაიხურა, რადგანაც ქვეყანაში საკმარისი რაოდენობის დამნაშავე არ აღმოჩნდა. 2016 წლის ზაფხულის მიწურულს იგივე ბედი ელის კიდევ 5 ციხეს. ყველაფერი კი იმის გამო ხდება, რომ 2004 წლიდან ქვეყანაში დანაშაულის დონის სტაბილური შემცირება შეინიშნება. ანალიტიკოსების დათვლით, მომდევნო 5 წლის განმავლობაში მაჩვენებელი 90%-ით შემცირდება ყოველწლიურად.

 

 

პატარა ჰოლანდიისთვის ცარიელი ციხეების შენახვა ხელსაყრელი არ არის, მაგრამ მათი დახურვა გამოიწვევს დაახლოებით 2000-მდე თანამშრომლის გათავისუფლებას. ამიტომაც, პრობლემის გადაწყვეტა გასულ სექტემბერს სცადეს: ციხის რამდენიმე

საკანი ნორვეგიელ და ბელგიელ დამნაშავეებს ”მიაქირავეს”. თუმცა, ამ ორიგინალურმა მიდგომამ სიტუაცია ვერ იხსნა.

 

 

 

2

ნიდერლანდებში დანაშაულის დაბალი მაჩვენებებლის ძირითად მიზეზად ყოფილი გასამართლებულების ელექტრონული კონტროლის სისტემა მიიჩნევა: დამნაშავეს, რომელსაც  ქუსლზე სპეციალური მოწყობილობა აქვს მიმაგრებული, შეუძლია მშვიდად იცხოვროს საზოგადოებაში, მოეწყოს ნორმალურ სამსახურში და არ იყოს მოწყვეტილი ოჯახს.

 

1

ასეთმა მიდგომამ კრიმინალურ

წარსულთან დაბრუნების სიხშირე შეამცირა. ციხის საკანში უმიზნოდ დროის გატარებისა და სახელმწიფო ფულის ხარჯვის ნაცვლად, გასამართლებულს შანსი ეძლევა, გახდეს კანონმორჩილი საზოგადოების სრულფასოვანი წევრი.

ნიდერლანდებში თავად დასჯა კი არ მიიჩნევა მთავარ საქმედ, არამედ, ყოფილი ბოროტმოქმედების ნორმალური ცხოვრებისკენ დაბრუნებაში დახმარება.

mamuka
16 ოქტომბერი 2016 16:42
ისე ცოტა ჩვენი პატიმრები რომ ვათხოვოთ ან ვაჩუქოთ ნიდერლანდების ციხეს და გადავარჩინოთ დახურვას და 2000 კაცის უსამსახუროდ დარჩენას არ მოსულა?! ქართველები ხომ კეთილი ხალხი ვართ.

02 სექტემბერი 2016 09:34
NL-ს - შენც ფსიქიატრიულიდან ხარ გამოსული, ხო?
ვარანცოველ ნათიას!
31 აგვისტო 2016 17:30
"(ჰოლანდიაში) იქაურმა წესებმა გული გაუხეთქა ჩემს შვილს და მიცვალებული ჩამომიტანეს სახლში."
----------------------------------------------------------
.. და აქ ქუჩებში დაყრილმა ნაგავმა, მანქანების ჯირითმა, ტელევიზიებსა თუ ტრანსპორტში დედის გინებამ და მრავალმა სხვამ ასეთმა ""ქართველობის მომნიჭებელმა" მშობლიურმა სიომ გამოაცოცხლა და მკვდრეთით აღადგინა ხომ?!!

ოხ, ეს საზიზღარი, ჩვენს გადაგვარებაზე დღედაღამ მეოცნებე ევროპა!!!



რუბრიკის სხვა სიახლეები