სლოვენია – ქვეყანა, ერთი ნახვით რომ შეგიყვარდება
სლოვენია – ქვეყანა, ერთი ნახვით რომ შეგიყვარდება
სლოვენია – კულტურული, ბუნებრივი და ისტორიული ღირსშესანიშნაობებით მდიდარი პატარა ქვეყანაა, რომელიც ერთი ნახვით შეგიყვარდება. ის ალპების აღმოსავლეთით, ანუ მზიან მხარეს მდებარეობს და  იტალიას, უნგრეთს, ავსტრიასა და ხორვატიას ესაზღვრება.

 

 

 

 

 

4

შეუძლებელია, გულგრილი დარჩე იმ თვალწარმტაცი ბუნების მიმართ, რომელიც ალპებიდან ადრიატიკის ზღვამდეა გადაჭიმული – ალპური მთები,  მდინარეები, თერმული წყლები, საზღვაო კურორტები – სადაც გამოცდილი მოგზაურიც კი აღმოაჩენს თავისთვის საინტერესოს და ახალს.

 

2

 

სლოვენიამ დამოუკიდებლობა  1991 წლის 25 ივნისს მოიპოვა. მანამდე იუგოსლავიის შემადგენლობაში შედიოდა და ყველაზე მაღალგანვითარებულ

რესპუბლიკად მიიჩნეოდა.

ბალკანეთის საომარი კონფლიქტი მას არ შეხებია, შეინარჩუნა სიმშვიდე და სტაბილურობა.

 

3

 

სლოვენია ხმელთაშუა ზღვის, ალპებისა და ცენტრალური ევროპის  გეოგრაფიულ და კულტურულ თავისებურებებს ითავსებს. საოცარია პეიზაჟების კონტრასტი და კლიმატური ზონების მრავალფეროვნება: ერთ საათზე ნაკლებ დროში შეგიძლიათ იულიუსის ალპებიდან ვენახებსა და ზეთისხილის ბაღებში აღმოჩნდეთ.

 

600-01717629 © Jeremy Woodhouse Model Release: No Property Release: No Town of Izola, Slovenia

განსხვავებული კულტურების ნაზავი შეინიშნება არქიტექტურაში,

სამზარეულოში, მუსიკაში. სლოვენიის ჩრდილოეთ ნაწილს ავსტრიული ზეგავლენა ეტყობა, ხოლო სამხრეთ ნაწილს – იტალიის. უძველეს ციხესიმაგრეებსა და შუა საუკუნეების ვიწრო ქუჩებს უწინდებური ხიბლი აქვს შენარჩუნებული. არქიტექტურა გამოირჩევა გოტიკისა და ბაროკოს განსაკუთრებული სტილით.

 

ლიუბლიანა

6

 

ლიუბლიანა, რომლის პოვნასაც რუკაზე ვერავინ ახერხებს,  ევროპის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარული ქალაქი ხდება. აქ არის ყველაფერი, რაც კლასიკური  დასვენებისთვისაა საჭირო: ლამაზი ისტორიული ცენტრი, კარგი რესტორნები, არქიტექტურული ძეგლები.

 

7

 

ლიუბლიანა ძველ და ახალ ქალაქებად იყოფა. ძველი ქალაქი მდინარე ლიუბლიანიცეს მარჯვენა მხარეს მდებარეობს. აუცილებლად იხილეთ ლიუბლიანის ცნობილი ციხესიმაგრე, რომლიდანაც ქალაქის არაჩვეულებრივი ხედები იშლება.

DSCI0048.JPG

ცნობილი სლოვენიელი პოეტის, ფრანცე პრეშერნის სახელობის მოედანზე  ბაროკოს სტილის დიდი ეკლესიაა აღმართული. პრეშერნის მოედანი ქალაქის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა.

 

10

კიდევ ერთი ადგილი, რომელიც არ უნდა გამოგვრჩეს – სამი, დრაკონებგამოსახული ხიდია ლიუბლიანიცეზე.

 

ქალაქის სახელმწიფო მუზეუმში არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ნივთები ინახება. აქ გაეცნობით ძველი სლოვენიელების ყოფას, მუზეუმში იხილავთ სხვადასხვა პერიოდის სამკაულებს.

 

8

ისტორიის მოყვარულებს სლოვენიური ეთნოგრაფიული მუზეუმი დააინტერესებს. მხატვრებს, არქიტექტორებსა და დიზაინერებს კი ლიუბლიანის არქიტექტურული  და მეტელკოვის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმები დააინტერესებთ.

ლიუბლიანაში ასევე თამბაქოსა და ლუდის მუზეუმსაც აღმოაჩენთ.

 

მარიბორი

11

 

სლოვენიის სიდიდით მეორე ქალაქი, მარიბორი,  ქვემო შტირიის ოლქის ისტორიულ ცენტრს წარმოადგენს. მე-13 საუკუნიდან ქალაქი ინტენსიურად ვითარდებოდა და თანდათან რეგიონის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სავაჭრო ცენტრად იქცა.

 

15

მარიბორის მახლობლად სლოვენიის ერთ-ერთი უდიდესი სამთო-სათხილამურო კურორტი Mariborsko Pohorje მდებარეობს კარგად განვითარებული ინფრასტრუქტურით, სადაც საშუალება გეძლევათ არა მხოლოდ დაკავდეთ სპორტით, არამედ კარგად დაისვენოთ და გაერთოთ კიდეც. კურორტის წყალობით 2000 წელს მარიბორმა ალპური ქალაქის სტატუსი მოიპოვა.

 

13

 

12

 

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნაობა გახლავთ მარიბორის ციხესიმაგრე, რომელიც ფრიდრიხ III-მ მე-15 საუკუნეში ააშენა. ციხესიმაგრე ყველა მხრიდან გარშემორტყმულია თავისუფლების, გენერალ მაისტრესა და ციხესიმაგრის მოედნებით.

14

აქ მუდამ ხალხმრავლობაა, გარდა იმისა, რომ  ისტორიული უბანია, აქ შეხვდებით უამრავ მაღაზიას, კაფეს, რესტორანსა თუ სუვენირების დახლს, რომლებიც ტურისტებს იზიდავს.

 

პორტოროჟი

16

 

პორტოროჟი სლოვენიური რივიერის ყველაზე ცნობილი კურორტია, სადაც დასვენებასთან თერმულ აუზებში გამაჯანსაღებელ პროცედურებსაც ჩაიტარებთ.

 

17

 

სახელწოდება ”ვარდების პორტისგან” მოდის, თუმცა, ადგილობრივები კურორტს ხუმრობით Portobeton-ს (ბეტონის პორტს) უწოდებენ.

 

18

 

ივლისსა და აგვისტოში კურორტს უამრავი სლოვენიელი, იტალიელი და ავსტრიელი ტურისტი სტუმრობს. პორტოროჟი პოპულარული ადგილია როგორც ოჯახური დასვენებისთვის, ასევე ახალგაზრდებისთვისაც.

 

19

 

აქაურობა  ნებისმიერი გემოვნების ადამიანს აკმაყოფილებს: ცოცხალი მუსიკით, სათამაშო აპარატებით, პლიაჟის ანიმაციით, კაზინოებით, ზღვის პროდუქტების შესანიშნავი  რესტორნებითა თუ ღამის კლუბებით.

 

პირანი

20

პორტოროჟის მახლობლად მდებარე უძველესი პატარა ქალაქი პირანი ერთ დროს ვენეციის რესპუბლიკას ეკუთვნოდა, რაზეც მისი დღევანდელი იერსახე მეტყველებს. შუასაუკუნეების კოლორიტი  უამრავი არქიტექტურული ძეგლის წყალობითაა შენარჩუნებული.

 

21

 

იტალიის ზეგავლენა ქალაქის არქიტექტურის ნებისმიერ დეტალშია შესამჩნევი. 923 წელს ვენეციის რესპუბლიკასა და პირანს შორის ხელშეკრულება დაიდო. ვენეცია დაინტერესებული იყო პირანის მარილის საბადოებით, პირანი კი, თავის მხრივ, ვენეციის სახით ძლიერ მფარველს საჭიროებდა.

 

22

თანამშრომლობა ხანგრძლივი და ყველასათვის ხელსაყრელი გამოდგა, ეს გახლდათ პირანის აყვავების ხანა.

 

23

ქალაქში დღემდე ორი ენაა გაბატონებული –  სლოვენიური და იტალიური.

 

ბლედი

 

24

 

ბლედი – სამთო-სათხილამურო კურორტი მისივე სახელობის ტბის სანაპიროზე, რომელიც ეროვნული ტყე-პარკის, ტრიგლავის ტერიტორიაზეა განთავსებული და ყველა მხრიდან მთებითა და ტყეებითაა გარშემორტყმული. აქ განსაკუთრებული მიკროკლიმატია: მთელი ზაფხულის განმავლობაში მზიანი, თბილი ამინდია, ტბის წყალი 24 გრადუსამდე თბება, შემოდგომასა და ზამთარში კი წვიმა და ნისლი იშვიათია.

 

25

ბლედი გახლავთ კურორტი, რომელსაც წლის ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ესტუმროთ. აქ ძალზედ პოპულარულია ველოსპორტი. ტურისტებისთვის საველოსიპედო ექსკურსიები ეწყობა ინსტრუქტორების თანხლებით.

გარდა ამისა, ჩოგბურთის, გოლფის, რაფტინგის, საპარაშუტო და საცხენოსნო სპორტის მოყვარულთათვის ბლედი ნამდვილი სამოთხეა.

 

26

ორი ძირითადი ღირსშესანიშნაობა ბლედის სიმბოლო გახდა: ტბის თავზე, მთაზე აღმართული მე-13 საუკუნის ციხესიმაგრე და კუნძული ტბის შუაში პატარა სამრეკლოთი. სამრეკლოს ლამაზი ლეგენდა უკავშირდება – თუ მისი გუმბათის ქვეშ დადგებით და სურვილს ჩაიფიქრებთ – აუცილებლად აგისრულდებათ.

 

27

ბლედი ბუნების შესანიშნავი და ჰარმონიული კუთხეა, რომელსაც თითქოსდა ცივილიზაცია არ შეხებია, ამავდროულად კი ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ინფრასტრუქტურულად გამართული კურორტია. თქვენს განკარგულებაშია ხელმისაწვდომი აპარტამენტები, რესტორნები, თანამედროვე სპორტული დარბაზები, სასუვენირო დახლები და რა თქმა უნდა, ულამაზესი ბუნება.

 

სოჩა

 

28

სოჩა – ევროპის ერთ-ერთი ულამაზესი მდინარე, სლოვენიისა და იტალიის ტერიტორიაზე მიედინება, იტალიაში მას იზონცოს უწოდებენ.

 

29

138 კილომეტრზე გადაჭიმული მდინარე ტურისტებს  ულამაზესი ნაპირებით იზიდავს, რომლებზეც უამრავი ღირსშესანიშნაობაა განლაგებული, თავბრუდამხვევი დაკიდებული ხიდებით და ზურმუხტისფერი წყლით, რომლის წყალობითაც მას სლოვენიელები ”ზურმუხტის ლამაზმანს” უწოდებენ.

 

32

სოჩა სათავეს ტრიგლავის მწვერვალიდან იწყებს და იულიუსის ალპებში მიედინება. კლდოვანი სანაპიროები და  ღრმა ხეობა თვალწარმტაცი ხედებით ტურისტების ყურადღებას უდავოდ იპყრობს..

 

31

 

სოჩას სანახავად გაემგზვრეთ სლოვენიის რომელიმე ქალაქში – კაბარიდი, ბოვეცი, ნოვა-გორიცა ან ტოლმინში, ასევე იტალიურ გორიციაში ან მონფალკონეში.

 

30

აუცილებლად სანახავია სოლკანის ხიდი ნოვო-გორიცასთან, რომელიც 220 მეტრზეა გადაჭიმული. ასევე, შეგიძლიათ ეწვიოთ ”იზონცოს 12 შეტაკებას” მიძღვნილ მემორიალურ მუზეუმს კობარიდში,  რომელიც მდინარის ხეობაში პირველი მსოფლიო ომის დროს მიმდინარეობდა.

 

ღვინო

 

33

სლოვენია დამსახურებულად ამაყობს თავისი მეღვინეობის ტრადიციებით, რომლის ისტორიაც 2000 წელს ითვლის. შემთხვევითი არ არის, რომ ჩ.წ.ა/ I საუკუნეში რომის იმპერატორმა თავისი ქვეყნის გარეთ ვენახის გაშენება აკრძალა, რათა იტალიელი მეღვინეებისთვის კონკურენტები აერიდებინა. აწ უკვე არსებული ვენახების, მათ შორის სლოვენიის ამჟამინდელ ტერიტორიაზე, განადგურება უბრძანა.

 

34

დღეს სლოვენიის ვენახები დაახლოებით იმავე განედზე მდებარეობს, როგორც ფრანგული პროვინცია ბორდო, და უმაღლესი ხარისხის პროდუქციას იძლევა.

 

35

მეზობელი-მეღვინეების (იტალია, ავსტრია, უნგრეთი) გეოგრაფიულმა სიახლოვემ განაპირობა  ტექნოლოგიური ტრადიციების მსგავსება. მართლაც, სლოვენიის ზღვისპირა ვენახების ღვინო ძალიან ჰგავს იტალიურს. ლიუბლანიდან საკურორტო პორტოროჟამდე ზღვისპირა სერპანტინიდან იტალიური ქალაქი ტრიესტე მოჩანს.

 

36

თავად იტალიელებს უყვართ მეზობლების სტუმრობა, მათი ჩრდილოეთის ხმაურიანი ქალაქების ცენტრიდან სლოვენიამდე სულ რაღაც ორი საათის სავალი გზაა,  სიამოვნებით სხედან პირანის მყუდრო რესტორნების ტერასებზე და მიირთმევენ სლოვენიურ ღვინოს.

ბეტა
17 მაისი 2017 17:55
როგორ ეტყობა ქვეყანას, რომ არ შეხებია ომი... საქართველოც ასე იქნებოდა უბრალოდ მომენტით სარგებლობა იყო საჭირო, ჩვენ ის შანსი გავუშვით და რუსეთი რომც შესუსტდეს მომავალში ვერც იმ შანსს გამოვიყენებთ... საგარეო პოლიტიკური სამოქმედო გეგმა უნდა არსებობდეს აფხაზეთის და სამაჩაბლოს მიმართებაში.

რუბრიკის სხვა სიახლეები