ლონდონი – მოგზაურობა შერლოკ ჰოლმსის სამყაროში - კვირის პალიტრა

ლონდონი – მოგზაურობა შერლოკ ჰოლმსის სამყაროში

ლონდონის ისტორია თითქმის 2000 წელს ითვლის  – ეს გახლავთ დედამიწის ერთ-ერთი უძველესი ქალაქი. მისი წარმოშობის რამდენიმე თეორია არსებობს, თუმცა, ყველაზე პოპულარული გახლავთ თეორია, რომელიც ირწმუნება: ლონდონი ჩვენი წ.ა. 43 წელს რომაელებმა დააარსეს, ბრიტანეთში რომაელი იმპერატორის, კლაუდიუსის შეჭრის დროს.

 

 

 

 

 

 

2

 

სახელწოდება ”ლონდონის” ეთიმოლოგიაც ბოლომდე გარკვეული არ არის – რომაელები მას ”ლონდინიუმს” უწოდებდნენ, მაგრამ რას ნიშნავდა ის, დღემდე უცნობია. შესაძლოა, ქალაქის დასახელება კელტურ ტოპონიმს ”ლონდონიონს” უკავშირდებოდეს, რომელიც სიტყვისგან lond წარმოიშვა და ითარგმნება როგორც ”ველური”, თუმცა, ისტორიკოსები ამაში დარწმუნებული არ არიან.

 

3

 

დიდი ბრიტანეთის დედაქალაქი, ქალაქი-ღირსშესანიშნაობა, ინგლისური ტრადიციების მცველი, ლონდონი – ბრიტანეთში მოგზაურობისთვის ყველაზე პოპულარული მიმართულებაა.

 

5

 

იხილო სამეფო გვარდიელები, მოუსმინო ბიგ ბენის რეკვას, ”ლონდონის თვალიდან” გადმოხედო ქალაქს, პაბებში გადაჰკრა თითო-ორი ჭიქა  – ტურისტების აუცილებელი მარშრუტია ლონდონში.

 

4

 

ინგლისის დედაქალაქის მონახულება მხოლოდ იმიტომ ღირს, რომ ეს შერლოკ ჰოლმსის სამყაროა. არ არის საკმარისი? აი, კიდევ მიზეზი: უამრავი საინტერესო მუზეუმი, სადაც შესვლა უფასოა. ნუთუ ესეც ცოტაა? მაშინ, კიდევ ერთი არგუმენტი – ლონდონში მუდამ უხვადაა განსაკუთრებით გემრიელი ლუდი!

 

6

 

ლონდონის შესწავლა გზამკვლევის მიხედვით შეუძლებელია: ის ზუსტად ისეთივეა, როგორც მილიონობით ფოტოსურათზე, და ამავდროულად შოკისმომგვრელად სხვაგვარი, ცოცხალი, ჭრელი. ერთი მხრივ, ის ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მწვანე დედაქალაქია, სადაც თითოეულ უბანს თავისი პარკი აქვს, ზოგიერთს რამდენიმეც კი. თუმცა, როდესაც ღარიბ კვარტლებში ხვდები, ხედავ სოციალური დასახლებებით გაშენებულ არც თუ ისე სუფთა ქვის ჯუნგლებს.

 

7

 

აქ არაფერი გაოცებს. გზად ტრაფალგარის მოედნამდე შეიძლება მოხვდეთ ინდურ ან ჩინურ კვარტალში (ჩაინათაუნი სოჰოში). ქალაქის რუკაში თავჩარგულმა, უცებ ჰიპსტერულ ბაზრობაზე ამოყოთ თავი, სადაც უცნაური ტანსაცმელი და კომიქსები იყიდება. და ეს ყველაფერი თავს ტურისტულ ცენტრში გადაგხდებათ, სადმე ვესთმინსტერში ან სამხრეთ ქედმენში.

 

8

 

ლონდონის გული, რომელიც ქალაქის დასათვალიერებლად ათვლის წერტილად მიიჩნევა გახლავთ სითი – ერთგვარი ქალაქი ქალაქში, ცალკე ადმინისტრაციული ერთეული, თვითმმართველობით, რომელიც შუასაუკუნეებიდან დღემდე შემორჩა. დიდ ლონდონში 32 ადმინისტრაციული რაიონია: კიდევ ერთი სითი (city of Westminster), სამი royal borough – ისტორიული გარეუბნები, რომლებსაც მიეკუთვნება გრინვიჩი, კინგსთონ-აპონ-თემსი, ასევე კენსინგტონი და ჩელსი, დანარჩენი 28 გადის კატეგორიაში ”უბრალოდ borough”.

 

რეგლამენტის თანახმად, ლონდონი ორ ნაწილად იყოფა – შიდა და გარე. შიდა, მდინარე თემზით გაყოფილი, არსობრივად ქალაქის ცენტრს წარმოადგენს. ის ლონდონის ყოფილი საგრაფოს ტერიტორიაზეა, 12 რაიონის საზღვარზე.

 

LONDON, ENGLAND - MAY 18: A 37 meter wooden sailing freighter sails under Tower Bridge after sailing from Bordeaux in France on May 18, 2011 in London, England. The restored freighter carried 9000 bottles of limited edition Claret Wine from Laithwaites on the voyage, which will be sold at a private auction on May 19 to raise money for Macmillan Cancer support. (Photo by Dan Kitwood/Getty Images)

მაშ ასე, არის სამი ისტორიული ცენტრი შიდა ლონდონში. თემზის მარცხენა, ჩრდილოეთ სანაპიროზე – ვესთმინსტერი და სითი,

 

10

 

მარჯვენაზე კი – მათთან თაუერის ხიდით დაკავშირებული საუთვორკი.

 

ჩრდილოეთ სანაპიროზე ქალაქის ცენტრში 1666 წლამდე ძეგლები თითქმის არ არის შენარჩუნებული გრანდიოზული ხანძრის გამო, სამხრეთ სანაპირომ კი რამდენიმე ძველი ძეგლი შეინარჩუნა და უდიდესი მოგონებები დაიტოვა.

 

ღირსშესანიშნაობები

 

11

 

რა თქმა უნდა, როდესაც ლონდონის ღირსშესანიშნაობებზე ვსაუბრობთ, შეუძლებელია, არ გაგახსენდეს ბიგ ბენი. თითქმის ყველა ტურისტი, რომელიც ლონდონს სტუმრობს, ცდილობს საკულტო საათის კოშკის ფონზე გადაიღოს ფოტოსურათი, თუმცა ცოტა ვინმემ თუ იცის, რომ სახელწოდება ბიგ ბენი მთელ კოშკს კი არა, არამედ მის შიგნით განთავსებულ ზარს ეკუთვნის.

 

12

 

როგორც წესი, დედაქალაქის სტუმრები ბიგ ბენის დათვალიერებას ვესთმინსთერის სააბატოსა და

 

13

 

დიდი ბრიტანეთის დედოფლის ოფიციალური რეზიდენციის, ბუკინგების სასახლის  ვიზიტს უთავსებენ.

 

14

 

15

 

ხელოვნების მოყვარულები ცნობილი გალერეებისკენ – Tate Britain, ვიქტორიასა და ალბერტის მუზეუმსა და The British Museum-ისკენ მიაშურებენ, სადაც შესვლა ყველასათვის უფასოა.

 

16

 

გასამხიარულებლად და სელებრითებთან ეფექტური ფოტოების გადასაღებად, ესტუმრეთ მადამ ტიუსოს ცვილის ფიგურების მუზეუმს, ბონდიანის თაყვანისმცემლები კი მუზეუმის Bond in Motion ექსპონატებით დაინტერესდებიან.

 

17

 

18

 

არ დაგავიწყდეთ შერლოკ ჰოლმსის მუზეუმი საკულტო ბეიკერ-სთრითზე და გადაიღეთ კოლორიტული ფოტოები ადგილობრივ რეკვიზიტებთან.

 

Opening today (23rd November) The Height of Winter immersive experience created by Bompas & Parr at The Shard Viewing Gallery, 800ft above London. For more information contact Stacey Wright - Stacey.Wright@theviewfromtheshard.com  or 07741 262025

ქალაქის ხედების კარგად დანახვა სათვალთვალო  ბორბლიდან London Eye შეგიძლიათ, თუმცა მთელი ლონდონი უკეთ ჩანს სათვალთვალო მოედნიდან Sky Gardens ან ცათამბჯენის Shard 72-ე სართულიდან.

 

21

 

აუცილებლად გაისეირნეთ ლონდონის ულამაზეს პარკებსა და ბაღებში: მათგან ყველაზე შთამბეჭდავია  ცნობილი ჰაიდ-პარკი, რიჯენთს-პარკი, სამეფო ბოტანიკური ბაღი ქიუ, ასევე პატარა, მაგრამ თვალწარტმტაცი ჰოლანდ პარკი.

 

20

 

ახალგაზრდებს აუცილებლად მოეწონებათ არტისტული რაიონების, ქამდენისა და შორდიჩის ჰიპსტერული ატმოსფერო. ოჯახები კი სიამოვნებით გაატარებენ დროს ლონდონის უზარმაზარ ზოოპარკში, ბუნების ისტორიის მუზეუმსა და ტრანსპორტის მუზეუმში.

 

22

 

შთაბეჭდილებების გასაძლიერებლად, გაისეირნეთ თემზაზე მდინარის ტრამვაით, ან იმგზავრეთ საბაგირო გზით Emirates Air Line.

 

შოპინგი

 

23

 

24

 

შოპინგის თაყვანისმცემლებისთვის ლონდონი ნამდვილი სამოთხეა. ფულის დახარჯვის მსურველები უნდა ესტუმრონ ყველაზე ცნობილ სავაჭრო ქუჩებს – Oxford street, Regent Street, Carnaby Street, Bond Street и King’s Road.

 

25

 

ფუფუნების მოყვარულები სათანადოდ შეაფასებენ სავაჭრო ცენტრებს Harrods, Liberty, Selfridges და Harvey Nichols. საკულტო მაღაზიების უმეტესობა ლონდონის ცენტრშია განლაგებული, ამიტომ თამამად გაემართეთ რაიონებისკენ Soho, Knightsbridge ან Mayfair.

საყიდლებისთვის საუკეთესო დრო – შობის შემდგომი პერიოდი და ივნისის ბოლოა, როდესაც ლონდონში მსხვილი ფასდაკლებები იწყება.

ადგილობრივი სამზარეულო, პაბები და რესტორნები

 

OLYMPUS DIGITAL CAMERA

ლონდონში ნებისმიერი ჯიბისა და გემოვნებისთვის შესაფერისი უამრავი რესტორანი, კაფე თუ ბარია. ტრადიციული ინგლისური სამზარეულოსთვის პაბებს უნდა ეწვიოთ – მათ განსაკუთრებული ასკეტური ექსტერიერი გამოარჩევს.

 

28

 

ადრე პაბები მხოლოდ ზრდასრულებისთვის იყო განკუთვნილი, ამჟამად ბავშვებისთვისაც დაშვებულია, მხოლოდ საღამოს 7 საათამდე. პაბებში ლონდონელები არამხოლოდ დასალევად ან წასახემსებლად, არამედ, საურთიერთობოდ დადიან – მეგობრებთან ან ოჯახთან ერთად უყურებენ სპორტულ შეჯიბრებს, ან უბრალოდ სასიამოვნოდ ატარებენ დროს.

 

29

 

კერძებთან ერთად  შეუკვეთეთ ადგილობრივი ლუდი – ელი, რომლის გარეშეც თქვენი გაცნობა ინგლისურ სამზარეულოსთან ვერ შედგება. აუცილებლად შეუკვეთეთ ”მწყემსის ნამცხვარი” (shepherd’s pie) – ხორცისა და კარტოფილის პიურეს კერძი,

 

30

 

ასევე, ცნობილი fish and chips – თევზი კარტოფილით ფრი და ბოსტნეულით. ინგლისელები დესერტებში მოიკოჭლებენ, მაგრამ დიდი სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ დააგემოვნოთ კარამელის sticky toffee ფინიკისგან ან ფენოვანი ტორტი ტრაიფლი. ნუ გაგიკვირდებათ, თუ დესერტი ზედმეტად ტკბილი აღმოჩნდება – აქ შაქარს არ იშურებენ.

 

 

31

 

როდესაც ადგილობრივი სამზარეულო მოგბეზრდებათ, თქვენს განკარგულებაშია მსოფლიოს ნებისმიერი სამზარეულოს რესტორნები – ლონდონში მშიერი  არ დარჩებით. გაუგებრობაში რომ არ მოხვდეთ, უმჯობესია, ფასების დიაპაზონი წინასწარ გაარკვიოთ – გაეცანით  მენიუს. სადილი ორ ადამიანზე შეიძლება როგორც 15, ასევე 150 ფუნტიც დაგიჯდეთ რესტორნის კლასის შესაბამისად.

 

32

 

როგორც უკვე დარწმუნდით, დიდი ბრიტანეთის დედაქალაქს უამრავი რამის შემოთავაზება შეუძლია. აქ არავინ მოიწყენს – გასართობი  ყველასათვის მოიძებნება. ლონდონი არის ქალაქი, რომელსაც არასოდეს სძინავს, და როგორი კონსერვატიულიც არ უნდა ჩანდეს შორიდან, ის მყარად მიიწევს წინ და ეწყობა თანამედროვეობას. აქ ნებისმიერს შეუძლია გახდეს ”ადგილობრივი” და თავი კომფორტულად იგრძნოს.