ტოკიო – ქალაქი, რომლის სტუმრობის შემდეგ თქვენი ცხოვრება უწინდებური არასდროს იქნება
ტოკიო – ქალაქი, რომლის სტუმრობის შემდეგ თქვენი ცხოვრება უწინდებური არასდროს იქნება

ტოკიო – გიგანტური ულტრათანამედროვე მეგაპოლისია, რომელშიც რამდენიმე თვე მაინც უნდა იცხოვრო, მისი ღირსშესანიშნაობების ნახევარს რომ გაეცნო. ეს ქალაქი ურბანული მონაცემებით მეორეა მსოფლიოში და  37 მილიონ კაცს იტევს. ტოკიოს სიღრმისეული აღქმა და აღწერა შეუძლებელია. ის განაცვიფრებს სტუმარს უმალვე, მოუმზადებლად. თავისი მრავალრიცხოვანი უბნებით, წარმოუდგენლად რთული ქალაქის დაგეგმარებით, სადაც პოლიციელების დახმარების გარეშე ვერ გაერკვევი, მეტროს დამოუკიდებელი ხაზებით, სადაც დღეში რამდენჯერმე იკარგები…

 

 

 

 

 

2

 

პიკის საათებში ტოკიო ადამიანებით გადაჭედილ უზარმაზარ მასას ემსგავსება, ზაფხულში კი გახურებულ ტაფას. კეთილი

რჩევა ახალბედა ტურისტებისთვის: ძალიანაც ნუ მიეჯაჭვებით აუცილებლად სანახავი ადგილების სიას. აქ თქვენ ისეთ ადგილებში მოხვდებით, რომლებზეც წარმოდგენაც კი არ გქონდათ.

 

ტრადიცილული იაპონური კულტურა

3

 

ტოკიოს ღირსშესანიშნაობები არ შემოიფარგლება არქიტექტურული საოცრებებითა და ისტორიული ობიექტებით. დედაქალაქში მოგზაურობისას ჩაეფლობით იაპონიის ტრადიციულ კულტურაში: დაესწრებით ლეგენდარულ ჩაის ცერემონიალს ან სუმოისტების ვარჯიშს, ივახშმებთ

გეიშების მუზიცირების თანხლებით, მოდუნდებით შიატსუს მასაჟის სეანსზე ან გაისეირნებთ ქალაქში ნაქირავებ კიმონოში.

 

ბაღები და პარკები

4

 

იაპონური კულტურის უნიკალური მემკვიდრეობა გახლავთ თვალწარმტაცი ბაღები და პარკები, რომლების უმეტესობა მონასტრული კომპლექსების ნაწილს შეადგენდა. მათ გარეშე თანამედროვე ტოკიო წარმოუდგენელია. მათგან ყველაზე პოპულარულია – Ueno-koen, Kitanomaru-koen (იმპერატორის სასახლის ჩრდილოეთ კარიბჭის პარკი), Yoyogi-koen და Shinjuku-gyoen. აპრილი – საკურის ფესტივალის ტრადიციული თვეა ქალაქის პარკებში. ტოკიოს ბაღები ხელით შექმნილი სივრცეებია საგულდაგულოდ შერჩეული მცენარეებითა და კარგად გათვლილი ლანდშაფტებით.

 

ტოკიოს ტაძრები

5

 

ტოკიოში უამრავი სინტოისტური და ბუდისტური ტაძარია. იმპერატორის სასახლის მახლობლად 1869 წელს აგებული სინტოირტური ტაძარი Yasukuni-jinja მდებარეობს. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ტაძარი ომში დაღუპული თანამემამულეების სახელობის გახდა. ტაძრის კომპლექსში შემავალი მუზეუმი Yushukan დაწვრილებით მოგვითხრობს იმ წლების მოვლენებზე. ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე მონუმენტალური ტაძარი გახლავთ მე-14 საუკუნეში აშენებული ბუდისტური Zojo-ji.

 

იმპერატორის სასახლე

6

 

ტოკიოს ცენტრში, სიმწვანეში ჩაფლული, არხებითა და უძველესი კედლებით გარშემორტყმული იმპერატორის სასახლე მდებარეობს. სასახლის კომპლექსი 7,5 კვ.მეტრზეა გადაჭიმული. წვდომა შეზღუდულია, თუმცა, 1968 წლიდან აღმოსავლეთის პარკი ღიაა პუბლიკისთვის გარკვეულ დღეებში.

 

Tokyo, Japan.

 

პირველი სასახლე – ედო , მე-15 საუკუნეში ააგეს, მე-17 საუკუნიდან მე-19-მდე იგი ტოკიგავას დინასტიას ეკუთვნოდა. დედაქალაქის კიოტოდან ტოკიოში გადატანის შემდეგ სასახლე იმპერატორის მუდმივ რეზიდენციად იქცა, 1888 წელს კი მისი რეკონსტრუქცია დასრულდა და იმპერატორის სასახლე გახდა.

 

ვინაიდან, იაპონური ტრადიციის მიხედვით ნაგებობები ხისგან შენდებოდა, ხშირი იყო ხანძრები. ასე დაიწვა მე-19 საუკუნეში სასახლის კომპლექსის დომინანტა, 5-სართულიანი კოშკი. ასევე, სასახლის კომპლექსს უდიდესი ზიანი მიადგა მეორე მსოფლიო ომის დროს დაბომბვებმა.

ომის შემდეგ აღდგენილმა კომპლექსმა ძირითადად იაპონური სტილი შეინარჩუნა, მაგრამ ზოგიერთმა ნაგებობამ ევროპული იერსახე მიიღო.

 

მუზეუმი სიტამატი

8

 

მუზეუმი სიტამატი ჩვენი გაგებით – ყველაზე აღმოსავლური, ყველაზე კოლორიტული, ყველაზე იაპონურია. ეს სწორედ ის ამომავალი მზის ქვეყანაა, რომლის ხილვაც გვწყურია, და რომელიც, სამწუხაროდ, იაპონიაში პრაქტიკულად შენარჩუნებული არ არის.

 

9

 

თვალწარმტაც პარკ უენოში განლაგებული მუზეუმი  მეიძის რესტავრაციისა (1868—1912) და ტაისეს (1912—1925) პერიოდს შორის ეპოქაში უბრალო ღარიბი იაპონელების ცხოვრებაზე მოგვითხრობს. სანამ სიტამატის მუზეუმს ეწვევით, უნდა გაეცნოთ მისი შექმნის ისტორიას.

მუზეუმის ექსპოზიცია ორსართულიანია. პირველი მეიძის პერიოდის ქუჩას წარმოადგენს რეკონსტრუირებული მაღაზიებით, სახლებითა და სახელოსნოებით. მეორე სართულზე ადგილობრივი მცხოვრებლების ყოფას ასახავს თავისი ინტერიერით.

 

გინძას უბანი

10

 

ტოკიოს ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა, ხმაურიანი და მხიარული უბნის, გინძას სახელი უამრავი მოგზაურისთვისაა ცნობილი. გინძა იაპონურად მონეტას ნიშნავს. თუ ერთხელ მაინც ეწვევით მას, მიხვდებით, რატომ ეწოდა ასეთი სახელი. უამრავი მაღაზია, სავაჭრო ცენტრი, კაფე-ბარი, რესტორანი და ღამის კლუბი – აქ ყველაფერია საიმისოდ, რომ სიამოვნებით დახარჯო ფული, ან პირიქით – გამოიმუშავო. სინამდვილეში, უბანს სახელწოდება სამონეტო ეზოს გამო ეწოდა, რომლიც აქ მე-17 – მე-19 საუკუნეებში ფუნქციონირებდა. ნებისმიერ შემთხვევაში, ტოკიოში ყოფნისას, აუცილებლად ეწვიეთ ამ კოლორიტულ ადგილს.

 

11

 

გინძა ქალაქის ყველაზე ძვირად ღირებული უბანია, აქ კვ.მეტრის ღირებულება 100 ათას დოლარს შეადგენს, რაც ადგილობრივ უძრავ ქონებას ნამდვილ ”ოქროდ” აქცევს. უბანში უამრავი ბრენდული მაღაზიაა, ფასები კი – ასტრონომიული.

 

თეატრი კაბუკი-ძა

12

 

ტოკიოს მთავარი თეატრი, კაბუკი-ძა გინძას უბნის ცეტრშია განლაგებული.  მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე უჩვეულო მელპომენას ტაძარი იაპონელებისთვის ეროვნულ სიამაყეს რამოადგენს, მას უბრალოდ აღმერთებენ.

 

13

 

რთული სათქმელია, რა უფრო აღაფრთოვანებს ასე ძალიან ჭკვიან ერს: მდიდრული კოსტიუმები, არანორმალური გრიმი, თუ აზრობრივი დატვირთვა – ფაქტია, რომ ეს გახლავთ თავიანთი კულტურისა და ტრადიციების სიგიჟემდე მოყვარული ერის სათაყვანებელი კუმირი, ღმერთი.

 

თევზის ბაზარი ცუკიძი

15

 

არ არის აუცილებელი, იყო გურმანი ან მსოფლიოს კულინარიული ტრადიციების დიდი მცოდნე, იმის წარმოსადგენად, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს კუნძულზე მდებარე სახელმწიფოსთვის ზღვის ნობათს, და რამდენად გემრიელი და მრავალფეროვანია იგი.

 

16

 

ამიტომ, იაპონიის დედაქალაქში ყოფნისას, აუცილებლად უნდა ეწვიოთ მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი და ცნობილი თევზის ბაზარ ცუკიძის. აქ ზღვის პროდუქტებისა და თევზის აღურიცხავი რაოდენობისგან დახლები იზნიქება, მრავალფეროვნებისგან კი თავბრუ გეხვევა. სასიამოვნო ბონუსი კი გახლავთ ის, რომ ბაზრის ტერიტორიაზე უამრავი კაფე და რესტორანია.

 

ტოკიოს სამზარეულო

 

17

 

აზიისთვის მოუმზადებელი ტურისტისთვის ტოკიოს ტრადიციული სამზარეულო შოკისმომგვრელია: უცნაური წყალმცენარეები, უმი თევზი და ზღვის სხვადასხვა ბინადარი, რომლებიც ცოცხლად უნდა მიირთვა – სუსტი ნერვებისა და კუჭის მქონე ადამიანისთვის ნამდვილად არ არის.

 

18

 

19

 

თუმცა, არის რაღაც, რასაც უკვე დიდი ხანია მივეჩვიეთ – სუშის, როლებისა და საშიმის თემაზე უამრავი ვარიაცია. ამიტომ, ტოკიოში საშუალება გეძლევათ, დააგემოვნოთ ნამდვილი იაპონური კერძები, რათა შემდგომ სამშობლოში გაიბრწყინოთ კულინარული ცოდნებით.

უფრო მომთხოვნ მოგზაურებს დააინტერესებს ”მონზია-იაკი” – კომბოსტოს, ტკბილი სიმინდისა და გამხმარი კალმარების ნაზავი, რომელსაც თხელ ცომს ასხამენ გახურებულ ტაფაზე და ბლინისა და პიცის მსგავსი კერძი გამოდის.

 

კაფეები და რესტორნები

 

20

 

პატარა მაღაზიებში სახელად ”კონბინი”, რომლებიც ყოველ ნაბიჯზე შეგხვდებათ, შესანიშნავად არის წარდგენილი ადგილობრივი სამზარეულო: ბრინჯის ბურთულები ”ონიგირი”, სენდვიჩ-როლები, სალათები და ბუტერბროდები.

 

21

 

ტრადიციული იაპონური კერძების დასაგემოვნებლად უნდა ეწვიოთ კაფეებსა და რესტორნებს, რომლებზეც გამოკრულია აბრები Matsuya, Yoshinoya ან Ootoya.

 

2013 Japan trip with Omri. iPhone

დაბოლოს, გურმანებისთვის, რომლებიც ფინანსებში შეზღუდული არ არიან, ტოკიოში უამრავი რესტორანია, რომელიც მიშლენის ვარსკვლავით დაიკვეხნის. Tsukiji, Ginza, Akasaka Roppongi Hills გვთავაზობს ტრადიციული იაპონური სამზარეულოს შესანიშნავ არჩევანს, თუმცა, ეს სიამოვნება საკმაოდ ძვირი დაგიჯდებათ.

 

გავაზელი
14 ნოემბერი 2016 08:50
შესანიშნავია, როგორც ყოველთვის
Dato
25 ოქტომბერი 2016 16:56
კარგი და ინფორმაციული სტატიაა ძალიან, თუმცა შიბუიას გზაჯვარედინის მითითება ნამდვილად გამოგრჩათ. საოცრებაა, განსაკუთრებით პიკის საათებში.

რუბრიკის სხვა სიახლეები