”ოქროს ადელი” - ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული პორტრეტის არაჩვეულებრივი ისტორია
”ოქროს ადელი” - ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული პორტრეტის არაჩვეულებრივი ისტორია
ეს გახლავთ ისტორია, რომელშიც არის სიყვარული და სიძულვილი, ღალატი და შურისძიება, დევნა და მსხვერპლშეწირვა. ამ ისტორიას მორალი არ გააჩნია - რა მორალი უნდა ჰქონდეს ისტორიას, სადაც მონაწილეობს გენიოსი გუსტავ კლიმტი, საბედისწერო ქალი ადელ ბლოხ-ბაუერი, 135 მილიონი დოლარის ღირებულების ტილო, ადოლფ ჰიტლერი, ჯორჯ ბუში-უმცროსი, აშშ-ის მთავრობა და ავსტრიელი ხალხი? საუბარია გუსტავ კლიმტის ტილოზე ”ადელი ბლოხ-ბაუერის პორტრეტი”, ან ”ოქროს ადელი”.

 

 

 

 

 

ყველაფერი კი ასე დაიწყო:

 

1904 წელი. ფერდინანდ ბლოხ-ბაუერი მოკირწყლულ ტროტუარზე სეირნობდა, მხიარულ მელოდიას სტვენდა,

ხანდახან ჩერდებოდა და თავაზიანად ესალმებოდა შემხვედრებს.

 

1

 

ფერდინანდს უკვე ყველაფერი გადაწყვეტილი ჰქონდა. თავიდან, რა თქმა უნდა, მისი მოკვლა სურდა, მაგრამ ებრაულ ოჯახებში არ არის მიღებული ცოლების მოკვლა ღალატისთვის. განქორწინებაც არ შეეძლო - ებრაულ ოჯახებში არ არის მიღებული განქორწინება. განსაკუთრებით ისეთ ოჯახებში, როგორიც ფერდინანდსა და ადელს ჰქონდათ -

ავსტრიის ებრაული დიასპორის ელიტურ ოჯახებში. ასეთ ოჯახებში სამუდამოდ ქორწინდებიან. ფული ფულთან მიდის, კაპიტალი - კაპიტალთან. ეს ქორწინება ორივე მხარის მშობლებმა აკურთხა. ადელის მამა, მორიც ბაუერი, მსხვილი ბანკირი, ავსტრიის ბანკირების ასოციაციის თავმჯდომარე, დიდ ხანს ეძებდა თავისი ქალიშვილებისთვის შესაფერის სასიძოებს, და შეარჩია ძმები, ფერდინანდი და გუსტავ ბლოხები, რომლებიც შაქრის წარმოებით იყვნენ დაკავებული და რამდენიმე საწარმოს ფლობდნენ.

 

2

ქორწილში მთელი ვენა დაპატიჟეს, კაპიტალების შერწყმის შემდეგ კი ორივე ოჯახი ბლოხ-ბაუერი გახდა. ახლა ევროპაში შაქრის უმსხვილესი მწარმოებელი, ფერდინანდ ბლოხ-ბაუერი ქუჩაში მისეირნობდა და გრძნობდა, თუ როგორ ეზრდებოდა თავზე მდიდრული ატლასის ცილინდრის ქვეშ რქები. მთელი ქალაქი მისი ცოლისა და მხატვარ გუსტავ კლიმტის რომანს განიხილავდა. ფერდინანდს რამდენიმე ღამე არ ეძინა, სანამ არ მოიფიქრა, თუ როგორ ეძია შური.

 

3

ადელ ბლოხ-ბაუერი

 

მიუხედავად იმისა, რომ ადელივით განათლებული და ნაკითხი არ იყო, ფერდინანდმაც იცოდა რაღაც. მაგალითად ის, რომ ძველმა ინდიელებმა შეყვარებულების დასაშორებლად ერთმანეთს მიაჯაჭვეს ისინი და იქამდე გააჩერეს, სანამ ერთმანეთი არ შესძულდათ ისევე ძლიერ, როგორც უყვარდათ.

ეს იდეა ძილში მოუვიდა. დაესიზმრა, რომ მისი შაქრის იმპერია დაიმსხვრა  შაქრის  პატარა ნატეხებად,  პატარა კაცუნებმა ყველაფერი დაიტაცეს, ფერდინანდს კი მხოლოდ მისი ცოლის პორტრეტი შერჩა.

ის კლიმტს ადელის პორტრეტს შეუკვეთავს! დაე, 100 ესკიზი გააკეთოს, სანამ გული არ აერევა ადელიზე! დიდ ხანს ვერ გაძლებს - მას მენატურეებისა და საყვარლების ხშირად გამოცვლა სჭირდება, სხვაგვარად დაიხრჩობა. 14 უკანონო შვილი ჰაერიდან კი არ მოსულა! დაე, ხატოს ეს პორტრეტი რამდენიმე წელი! დაინახოს ადელიმ, თუ როგორ ქრება კლიმტის გრძნობა. მიხვდეს, ვისზე გაცვალა ფერდინანდ ბლოხ-ბაუერი!

განშორებასაც ვერ შეძლებენ. კონტრაქტი - სერიოზული საქმეა. მასში კი ჯარიმაა, რომელიც კონტრაქტის თანხას ათეულობით აღემატება. ფერდინანდი იოლად გააკოტრებს კლიმტს.

 

4

საკოლექციო მონეტა ”ადელის” ფრანგემტებით, ნომინალი  - 50 ევრო, საბაზრო ღირებულება - 505 ევრო

 

ფერდინანდმა ადელის პორტრეტის შეკვეთა გადაწყვიტა და სახელიც შეურჩია ”ადელი ბლოხ-ბაუერის პორტრეტი”. ხელისუფლებისგან განებივრებული კლიმტი ძალიან მოდური და მოთხოვნადი მხატვარი იყო, მისი ტილოები კაპიტალდაბანდების სარფიანი საშუალება გახლდათ, ფერდინანდს ეს ძალიან კარგად ესმოდა.

 

5

გუსტავ კლიმტი

 

გულდასმით ამზადებდა კონტრაქტს კლიმტთან, ამ საკითხით მისი საუკეთესო იურისტები იყვნენ დაკავებული, ახლა მთავარი იყო, კლიმტს ქაღალდებზე ხელი მოეწერა.

როდესაც ფერდინანდი შინ დაბრუნდა, ადელი მისაღებ ოთახში სავარძელზე წამოწოლილი დახვდა. მიჩვეული იყო ბედნიერ უსაქმურობას.

ძალიან მდიდარ ოჯახში გაიზარდა, მოახლეების არმია ეხვია გარს. იმ დროს მიღებული არ იყო, გოგონებს უნივერსიტეტში ესწავლათ, მაგრამ ადელის მშობლებმა კარგი შინაური განათლება მისცეს. ადელი რომანტიკული ქალბატონი გახლდათ, ოთხ ენაზე კითხულობდა კლასიკას. გათხოვების შემდეგ მოდური სალონი შექმნა, სადაც  პოეტები, მწერლები და ვენის მაღალი საზოგადოების წარმომადგენლები იყრიდნენ თავს. სწორედ ამ სალონში გაიცნო გუსტავ კლიმტი.

 

6

 

ფერდინანდმა ადელის ტანსაცმლის გამოცვლა შესთავაზა, რადგან კლიმტი მიიწვია სადილზე. კლიმტის ხსენებაზე ადელის სახე შეეფაკლა, და ეს არ გამოჰპარვია მეუღლის თვალს. გუსტავ კლიმტი დათქმულ დროს მოვიდა, ყოველი შემთხვევისთვის ნახატის ჩარჩო გამოაყოლა ხელს.

 

7

ფერდინანდ ბლოხ-ბაუერი

 

ძალიან საინტერესოა, რომ ის სწორედ ჩარჩოთი იწყებდა საქმეს. მისი ძმა ლამაზ ჩარჩოს ამზადებდა, გუსტავი კი მასში ათავსებდა თავის შედევრებს. სადილმა მშვიდად ჩაიარა, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ გუსტავი და ადელი ერთმანეთს თვალს ვერ უსწორებდნენ. ფერდინანდი კი პირიქით, ხუმრობის ხასიათზე იყო.

სადილის შემდეგ სამივეს შორის დაახლოებით ასეთი დიალოგი შედგა:

 

 

ფერდინანდი: ბატონო კლიმტ! ალბათ, მიხვდით, თუ რატომ მოგიწვიეთ, ჩარჩოც სწორედ ამიტომ წამოგიღიათ. ჩემი მეუღლის უჩვეულო პორტრეტის შეკვეთა მსურს.

კლიმტი: უჩვეულოში რას გულისხმობთ?

ფერდინანდი: ამ ნახატმა მინიმუმ რამდენიმე საუკუნე უნდა იარსებოს!

კლიმტი: საინტერესოა, საინტერესოა… რამდენიმე საუკუნე. არ ვიცი, მე ადამიანის ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტები მაინტერესებს: ჩასახვა, ფეხმძიმობა, დაბადება, სიყრმე, ახალგაზრდობა, სიბერე…

ფერდინანდი: მაგრამ ბიბლია ადამიანებმა დაწერეს, სიქსტეს მადონა ადამიანმა დახატა და ეს ნაწარმოებები საუკუნეების მანძილზე ცოცხლობს! აი, თქვენც შექმენით ჩემი მეუღლის პორტრეტი, როგორც ავსტრო-უნგრული იმპერიის მადონა და დაე, იცოცხლოს ამ პორტრეტმა მრავალი საუკუნე!

კლიმტი: ძალიან რთული ამოცანის წინ მაყენებთ!

ფერდინანდი: არსად გვეჩქარება. ძალიან კარგ ავანსს გადაგიხდით, რათა ფულზე არც იფიქროთ.

კლიმტი: მსგავსმა ნახატმა შესაძლოა, დამატებითი ხარჯი მოითხოვოს.

ფერდინანდი: მაგალითად?

კლიმტი: მაგალითად, მოვისურვებდი, კაბა ოქროს ფირფიტებით მომერთო…

ფერდინანდი: თუ ჩემი ცოლის კაბის ოქროთი მორთვას აპირებთ და ამით ნახატის ქვედა ნაწილზე გსურთ ყურადღების გამახვილება, შევიძენ კოლიეს და ამით ვეცდები, ნახატის ზედა ნაწილს მიექცეს ყურადღება.

ადელი: აი, უკვე მთლიანად გამიყავით. ისღა დამრჩენია, გულზე ხელი დავიკრიფო, რათა ნახატის შუა ნაწილისკენ მივიპყრო ყურადღება.

ფერდინანდი: მოვისურვებდი, რომ ჩემი ცოლის პორტრეტზე სიშიშვლე არ იყოს, როგორც ეს იუდითის პორტრეტზეა.

კლიმტი: რა თქმა უნდა, ჯერ ესკიზს გავაკეთებ, და მხოლოდ ამის შემდეგ შევუდგები ძირითად სამუშაოს.

 

კონტრაქტის თანხის დანახვაზე, გუსტავ კლიმტმა წაუკითხავად მოაწერა ხელი. ეჭვი კი ჰქონდა, რომ გენიალური მხატვარი იყო, მაგრამ შემოთავაზებულმა თანხამ უბრალოდ გააოგნა.

 

8

კლიმტმა პორტრეტის დაახლოებით 100 ესკიზი შექმნა და მუშაობა 4 წლის შემდეგ დაასრულა.

ფერდინანდი კმაყოფილი იყო. ნახატი დასრულდა, იგი სრულიად პასუხობდა მის ჩანაფიქრს. პორტრეტი ვენის სახლის მისაღები ოთახის კედელზე ჩამოკიდეს.

 

9

 

ცხადია, კლიმტისა და ადელის გრძნობები თანდათანობით განელდა. სამუშაოს დაწყებიდან რამდენიმე ხანში ადელი ავად გახდა და კლიმტს ხანგრძლივი შესვენების გაკეთება უწევდა.

ადელი ავადმყოფობდა, ამასთან, ბევრს ეწეოდა, მთელ დღეებს ლოგინში ატარებდა. ბედმა დედობა არ არგუნა - სამჯერ იმშობიარა და სამივე შვილი მოუკვდა. მთელი მისი დედობრივი სიყვარული დისშვილებზე გადაიტანა, ერთ-ერთ მათგანს, მარიას, განსაკუთრებით აღმერთებდა. საათობით განიხილავდნენ მოდას,  კაბების ახალ ფასონებს, ასევე, კლიმტის ნახატებს, რომლებიც ადელის სახლში უკვე ათზე მეტი დაგროვდა.

ფერდინანდი მთელ დროს სამუშაოს უთმობდა. არასოდეს გაუმხელია ადელისთვის, რომ გუსტავთან ურთიერთობის შესახებ მისთვის ცნობილი იყო.

 

10

 

დრო გადიოდა, ახლოვდებოდა პირველი მსოფლიო ომი. კლიმტის ცხოვრების ”ოქროს ხანა” დასრულდა, და ადგილი სიკვდილისა და სამყაროს დასასრულის დამთრგუნველ გამოსახულებებს დაეთმო. კლიმტი მტკივნეულად განიცდიდა მსოფლიო მოვლენებს. ომმა მასზე დამღუპველი გავლენა იქონია. 1918 წელს, 52 წლის ასაკში კლიმტი მოულოდნელად გარდაიცვალა თავის სახელოსნოში,  მუდმივი თანამგზავრის, ემილია ფლეგეს კალთაში.

 

11

 

ადელი , 1925 წელს, მენინგიტის შედეგად გარდაიცვალა. სიკვდილის წინ ფერდინანდს სთხოვა, სამი ნახატი ვენის ბელვედერის მუზეუმისთვის გადაეცა, მათ შორის ”ადელი ბლოხ-ბაუერის პორტრეტიც”. ფერდინანდი მარტო დარჩა, მისი ცხოვრება სულ უფრო მძიმდებოდა, 1938 წელს ავსტრია გერმანიის შემადგენლობაში შევიდა, ნაცისტებმა კი ავსტრიელ ებრაელებზე ნადირობა დაიწყეს. იმავე წელს ფერდინანდმა მოახერხა შვეიცარიაში გაქცევა, ქონება კი ძმის ოჯახს დაუტოვა.

 

Auch Innsbruck atmete nach fьnfjдhriger Unterdrьckung befreit auf. Im Laufe des Sonnabenvormittags wurde in Innsbruck bekannt, dass die deutschen Soldaten einmarschieren wьrden. Im Nu waren die Strassen mit begeisterten Menschenmassen angefьllt, um den Tag der Freiheit und Freude zu feiern. UBz die freudig erregte Menschenmenge in der Maria-Theresiastrasse in Innsbruck. 13.3.1938 [Herausgabedatum] Scherl Bilderdienst, Berlin

ნახატი მისაღების კედელზე რჩებოდა. ახლოვდებოდა მეორე მსოფლიო ომი.

ამ მომენტიდან თხრობა მარია ბლოხ-ბაუერზე იწყება (გათხოვების შემდეგ - მარია ალტმანი), - ქალზე, რომელმაც ”ადელი ბლოხ-ბაუერის პორტრეტის” ისტორიაში ესტაფეტა ჩაიბარა.

 

13

მარია ალტმანი

 

გუსტავ ბლოხ-ბაუერი - ფერდინანდის ძმა, ადელის დის ქმარი გახლდათ. წყვილს 5 შვილი ჰყავდა, მათ შორის მარია, ყველაზე უმცროსი, რომელიც ასე ძალიან უყვარდა ადელის. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ოჯახი საკმაოდ მოკრძალებულად ცხოვრობდა. მარიას მამა არც თუ ისე ცუდი მუსიკოსი იყო, როტშილდთან მეგობრობდა, რომელსაც გუსტავთან სტრადივარიუსის ვიოლონჩელი მიჰქონდა და იმ დროს სახლში მაღალი ხელოვნების მოყვარული საზოგადოება იყრიდა თავს.

სიყრმის ასაკში მარია ალოის კუნსტთან მეგობრობდა, გიმნაზიის მოსწავლე ბიჭუნასთან. ხშირად იწვევდა დეიდა ადელის სახლში და ათვალიერებინებდა ნახატს. მარიამ მის პირველ მეჯლისზეც კი მიიწვია ბიჭი, რაც იმას ნიშნავდა, რომ მშობლები ამ ურთიერთობას არ ეწინააღმდეგებოდნენ, ალოისს კულტურულ და კარგად აღზრდილ ახალგაზრდად მიიჩნევდნენ. დეიდა ადელიმ ამ შემთხვევისთვის თავისი ბრილიანტის კოლიე ათხოვა, რომლითაც გუსტავ კლიმტს პოზირებდა. მარიას ეს მეჯლისი სამუდამოდ დაამახსოვრდა. მან და ალოისმა იცოდნენ, რომ ნახატი რაღაც საიდუმლოს ინახავს. თუ მას გარკვეული კუთხიდან შეხედავ და სურვილს ჩაიფიქრებ, ტუჩის კუთხის მიხედვით შეგიძლია გამოავლინო, იღიმის ადელი თუ არა. თუ იღიმის - სურვილი აგიხდება.

 

14

გუსტავ კლიმტი, მოცეკვავე (1916-1918)



მაგრამ ცოლად მარია მაინც სხვას გაჰყვა. ფრედერიკ ალტმანი, მსხვილი მეწარმის ვაჟი, საოპერო მომღერალი იყო. ფული ფულთან, კაპიტალი - კაპიტალთან. მისი მშობლები უფრო მდიდრები აღმოჩნდნენ. წყვილი 1938 წელს დაქორწინდა. მიუხედავად გარიგებისა, მარიას ძალიან უყვარდა ქმარი და მასთან მთელი ცხოვრება გაატარა. ბრილიანტის ცნობილი კოლიე ბიძია ფერდინანდმა მარიას ქორწილის დღეს აჩუქა.

როდესაც ნაცისტებმა ავსტრიელ ებრაელებზე ნადირობა დაიწყეს, ფერდინანდი შვეიცარიაში გაიქცა, ფრედერიკი კი დაიჭირეს და გესტაპოში გაამწესეს. მოგვიანებით ის დახაუს საკონცენტრაციო ბანაკში აღმოჩნდა, სადაც ათასობით ებრაელი შავ კვამლად იქცეოდა მას შემდეგ, რაც მთელ ქონებას გერმანულ ხელისუფლებას გადასცემდა. გესტაპოელები მარიას სახლში შეიჭრნენ და წაიღეს მთელი ძვირფასეულობა და სტრადივარიუსის ვიოლონჩელო. ბრილიანტის კოლიე კი უბრალოდ ტომარაში ჩააგდეს (მას შემდეგ უამრავმა თვითმხილველმა შენიშნა ეს კოლიე ჰენრიხ გიმპლერის მეუღლის ყელზე). მარიამ დაუფიქრებლად მოაწერა ყველა ქაღალდს ხელი და ჩააბარა მთელი უძრავი თუ მოძრავი ქონება. ის ყველაფრისთვის იყო მზად ქმრის დასახსნელად.

 

15

 

მარია ელოდა, რომ დღეს თუ ხვალ ”ოქროს ადელისაც” წაიღებდნენ. თითქმის არ გაჰკვირვებია, როდესაც ნახატს გესტაპოელებთან ერთად ძველმა მეგობარმა, ალოის კუნსტმა მოაკითხა. კუნსტი ფაშისტებთან თანამშრომლობდა, მათთვის ფერწერის კოლექციას აგროვებდა, რომელთა ნაწილი მესამე რაიხის საიდუმლო სარდაფებში ინახებოდა. როდესაც მარიამ ჰკითხა, როგორ შეუძლია მას ასეთი მოღალატე იყოს, კუნსტმა მიუგო, რომ ამგვარად ავსტრიისთვის გაცილებით მეტის გაკეთება შეეძლო.

ადოლფ ჰიტლერს გუსტავ კლიმტის შემოქმედება მოსწონდა. ისინი ერთმანეთს შეხვდნენ, როცა ჰიტლერი ვენის სახვითი ხელოვნების აკადებიაში ჩაბარებას ცდილობდა. იმ დროს კლიმტი აკადემიის საპატიო პროფესორი გახლდათ. ჰიტლერი კი საფოსტო მარკებისა და ღია ბარათების შექმნით ირჩენდა თავს. ჰიტლერი კლიმტთან მივიდა, რათა თავისი ნამუშევრები ეჩვენებინა და ეთხოვა, რამდენიმე გაკვეთილი ჩაეტარებინა მისთვის. კლიმტმა განუცხადა, რომ ის გენიოსი იყო და გაკვეთილებს არ საჭიროებდა. ჰიტლერი ძალიან კმაყოფილი დარჩა, უყვებოდა მეგობრებს, თუ როგორ აღიარა იგი თავად კლიმტმა. აკადემიაში კი მაინც ვერ მოხვდა, მის ნაცვლად ებრაელი ოსკარ კოკოშკა მიიღეს. შესაძლოა, სწორედ ამიტომ განაცხადა ჰიტლერმა ერთხელ, რომ მისი ებრაელებისადმი დამოკიდებულება ძალიან პირადულია.

16

 

 

ადოლფ ჰიტლერის ნახატები

აი, კლიმტის ტილოებს კი ეს სიძულვილი არ შეხებია. მათი მოფრთხილების ბრძანება გაიცა, მიხედავად ავტორის ებრაული წარმოშობისა.

როდესაც ”ოქროს ადელიმ” მშობლიური სახლი დატოვა, ფიურერმა იგი საკუთარ კოლექციაში არ მიიღო. ადელი ებრაელი იყო, და ძნელი მისახვედრი არ არის, რომ ამ პორტრეტს რაიხსტაგში და ვერც დანარჩენ ფაშისტურ გერმანიაში ვერ ჩამოჰკიდებდნენ. ნახატი გაქრა. არავინ იცოდა, სად იმალება ადელის პორტრეტი ომის დროს.

 

17

 

სათუთად მოფრთხილებული… ალოის კუნსტის მიერ, იდეალურ მდგომარეობაში, იგი ამოტივტივდა ომის დასრულების შემდეგ და ვენის ბელვედერის მუზეუმში დაიდო ბინა. ალოის კუნსტი მუზეუმის დირექტორი გახდა და საყვარელი რელიკვიის შენახვას განაგრძობდა.

 

18

ბელვედერის მუზეუმი

ფერდინანდ ბლოხ-ბაუერი 1945 წლის ნოემბერში სრულ სიმარტოვეში გარდაიცვალა. ვერცერთმა ნათესავმა ვერ მოახერხა, გაეცილებინა იგი უკანასკნელ გზაზე. მარიას და მის ქმარს გაუმართლათ: გესტაპოს გამომძიებელი ალტმანის ნაცნობი აღმოჩნდა, რომელთანაც ფრედერიკი ალპინიზმით იყო დაკავებული და რომელიც ერთხელ სიკვდილს იხნა. წყვილი გაყალბებული დოკუმენტებით გაიქცა. მათ გესტაპო მისდევდა. მარია იხსენებდა, თუ როგორ გაეთიშა ძრავები უკვე ასაფრენად გამზადებულ თვითმფრინავს, რომელიც ვენიდან ლონდონში მიფრინავდა. სალონში გესტაპოელები შემოიჭრნენ. ალტმანები შიშით სავარძელს ჩაებღაუჭნენ, მაგრამ ამჯერად გადარჩნენ - მათ ნაცვლად სხვები გაიყვანეს.

მარია ალტმანი სათუთად ინახავდა ქალის წინდებს, რომლებიც მავთულხლართზე გადასვლისას დაეხა. ამ წინდებს თავისუფლების სიმბოლოდ მიიჩნევდა. წყვილი ჯერ ინგლისში გაიქცა, შემდეგ კი აშშ-ში მოახერხა გამგზავრება. რამდენიმე ხნის შემდეგ მარიამ ამერიკის მოქალაქეობა მიიღო. ყველაფერი მშვიდად მიმდინარეობდა იქამდე, სანამ ჟურნალისტმა, ჰუბერტუს ჩერნინმა ფერდინანდ ბლოხ-ბაუერის ანდერძი არ ამოქექა, რომელიც მან შვეიცარიაში გაქცევამდე დაწერა. ანდერძში ნათქვამი იყო, რომ ფერდინანდმა მთელი ქონება ძმისშვილებს დაუტოვა. იმ მომენტისთვის მათგან მხოლოდ მარია დარჩა ცოცხალი, ისიც 80 წლის იყო. ჰუბერტუსი მიხვდა, რომ ეს შანსი ხელისან არ უნდა გაეშვა. დიდგვაროვანი წარმოშობის მიუხედავად, ღარიბი იყო და ფუფუნებაში ცხოვრებაზე ოცნებობდა. ესმოდა, რომ ამერიკელი მილიონერი ქალი ამ ინფორმაციისთვის კარგად გადაუხდიდა. ასეც მოხდა…

 

19

მარია ალტმანი ადვოკატთან ერთად



მთელი ავსტრია ფეხზე დადგა. ავსტრიული გაზეთების გარეკნები აჭრელებული იყო სათაურებით ”ავსტრია კარგავს თავის რელიკვიას!”, ”არ დავუთმობთ ამერიკას ჩვენს ეროვნულ განძს!”. პოლიციაში შემოდიოდა მუქარები, რომ გაანადგურებენ ნახატს, მაგრამ არ გადასცემენ ამერიკას. ბოლოს და ბოლოს, მუზეუმის დირექციამ გადაწყვიტა, გადაემალა ნახატი. საოცარია, მაგრამ ჯორჯ ბუში-უმცროსი, რაღაც ბერკეტებს იყენებდა, რათა ეს საქმე შეეჩერებინა. არ სურდა ავსტრიასთან საქმის გაფუჭება. მარია ალტმანი საკუთარი ქონებისთვის 7 წლის განმავლობაში იბრძოდა. სასამართლო უამრავ მიზეზს პოულობდა, რათა ეს საქმე არ განეხილა. მაგრამ მარიას ადვოკატებმა გამოძიება ჩაატარეს და აღმოაჩინეს, რომ ფერდინანდ ბლოხ-ბაუერს ჩეხეთის მოქალაქეობა ჰქონდა. ამგვარად, საქმის განხილვა ამერიკის ტერიტორიაზე გადაიტანეს, რადგან ქაღალდებზე ამერიკის მოქალაქე ქალი ითხოვდა ჩეხეთის მოქალაქის ანდერძის აღსრულებას. ”რა შუაშია ავსტრია?” - ამბობდა მარია და მართლაც, ავსტრია არაფერ შუაში იყო. აშშ-ის უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებით ავსტრიას დაეკისრა გუსტავ კლიმტის 5 ნახატის კანონიერი მფლობელისთვის დაბრუნება. მათ შორის ”ადელი ბლოხ-ბაუერის პორტრეტიც” იყო.

 

20

 

მარია არ მოითხოვდა დაჟინებით, რომ ნახატებს აუცილებლად უნდა დაეტოვებინა ავსტრიის საზღვრები. იგი მათ საბაზრო ღირებულების გადახდას ითხოვდა, რამაც 155 მილიონი დოლარი შეადგინა. ავსტრიის კულტურის სამინისტროს ასეთი უზარმაზარი თანხა არ აღმოაჩნდა.

მთელი ავსტრია დადგა ”ოქროს ადელის” დასაცავად. სახელმწიფოს ისტორიაში უპრეცედენტო ზომები იქნა მიღებული. იწარმოებოდა მოლაპარაკებები ბანკებთან სესხის თაობაზე, მთავრობამ მოსახლეობას მიმართა დასახმარებლად, ”კლიმტის ობლიგაციის” გამოშვებაც კი დააპირეს. საზოგადოებამ თანხების შეგროვება დაიყო. ფულს ავსტრიელების გარდა, უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც სწირავდნენ. ავსტრიის მთავრობამ თითქმის შეაგროვა საჭირო თანხა.

 

21

 

მაგრამ ნახატების ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟის გამო მათი საბაზრო ღირებულება საგრძნობლად გაიზარდა. მარია ალტმანს იშვიათი შანსი ჰქონდა, გამოეჩინა კეთილშობილება და შესულიყო ავსტრიის ისტორიაში. მაგრამ ასე არ მოხდა. მარიამ უკვე 300 მილიონი მოითხოვა…

 

22

 

”ოქროს ადელის” გასაცილებლად ათიათასობით ავსტრიელი გამოვიდა. ადამიანები იმ ქუჩებზე ჩამწკრივდნენ, რომლებზეც რელიკვიით დატვირთულ ბრონირებულ ავტომობილებს უნდა გაევლო. ზოგიერთი ცრემლებს ვერ იკავებდა. სახუმარო საქმე ხომ არაა, ადელის პორტრეტი ავსტრიის სიმბოლო გახლდათ თითქმის ასი წლის განმავლობაში…

რამდენიმე ხნის შემდეგ მარია ალტმანმა ”ოქროს ადელი”  135 მილიონ დოლარად რონალდ ლაუდერს მიჰყიდა , პარფიუმერული კონცერნის ”ესტე ლაუდერის” მფლობელს. რონალდ ლაუდერმა ოქროს ადელისთვის სპეციალური სახლი ააშენა, რომელსაც ”ავსტრიული და გერმანული ხელოვნების სახლი” ეწოდა.

ჟურნალისტმა, ჰუბერტუს ჩერნინმა ვერ მოახერხა მარიასგან მიღებული თანხის გამოყენება, რადგან კლიმტის ნახატების ავსტრიიდან გატანის შემდეგ 4 თვეში გარდაიცვალა. ოფიციალური ვერსიით, გულის შეტევა დაემართა.

მარია ალტმანი 2011 წელს 94 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მაგრამ ოქროს ადელი დღემდე ძალიან პოპულარულია მსოფლიოში. მას ლექსებს უძღვნიან, ახდენენ ტირაჟირებას.

 

 

23

 

ამ მოვლენების არცერთი მონაწილე ცოცხალი აღარ არის, ოქროს ადელი კი ცოცხალია და კიდევ მრავალ საუკუნეს გაუძლებს, როგორც ეს ფერდინანდ ბლოხ-ბაუერს სურდა…

 

24

 

გუსტავ კლიმტის შედევრების რეპროდუქციები შეგიძლიათ შეიძინოთ ონლაინ

ხათუნა
18 ივლისი 2018 23:11
ბელა, გადაღებულია ფილმი , "ქალი ოქროში" ჰქვია, ძალიან საინტერესო ფილმია და ზოგადად ისტორია ძალიან ამაღელვებელია.
ბელა
12 იანვარი 2018 00:40
საოცრად ამაღელვებელი და შთამბეჭდავი ისტორია იმის შესახებ, თუ რა მაღლა დგას დიდი ხელოვნება თუნდაც ფულის მაგნატთა და პოლიტიკოსთა ვნებებზე... ეს საოცარი ნახატი საოცარი თავგადასავლით ვერავის დატოვებს გულგრილს... გმადლობთ!... რა კარგი იქნებოდა ფილმად გადაეღოთ...
ლია
11 იანვარი 2018 23:02
დიდი მადლობა სიამოვნებით წავიკითხე მართლა საინტერესო იყო

რუბრიკის სხვა სიახლეები
რომელი საარჩევნო სისტემაა თქვენთვის მისაღები ყველაზე მეტად?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
რომელი საარჩევნო სისტემაა თქვენთვის მისაღები ყველაზე მეტად?
თვის კითხვადი სტატიები