სიყვარულის ისტორია: მონიკა ბელუჩი და ვენსან კასელი - კვირის პალიტრა

სიყვარულის ისტორია: მონიკა ბელუჩი და ვენსან კასელი

 

სამი ვერსია

ფოტოგალერეა

სხვადასხვა გამოცემებში ვენსან კასელისა და მონიკა ბელუჩის გაცნობის, მინიმუმ, 3 ვერსია არსებობს.

პირველი: ფილმის ”ბინა” გადაღება იმით დაიწყო, რომ გამოუცდელმა და აქედან გამომდინარე, მღელვარებაში მყოფმა მსახიობმა ქალმა პარტნიორს, იმ დროს ევროპული კინოს ამომავალ ვარსკვლავს ფეხზე დააბიჯა. როგორც ნამდვილმა ფრანგმა, ვენსანმა, ბოდიში მოუხადა, ხელზე ეამბორა მონიკას, ჩახედა თვალებში და… ჩაიძირა!

მეორე ვერსია: იგივე სურათი – აღელვებული მონიკა ფეხზე აბიჯებს ვენსანს. როგორც ნამდვილი ფრანგი ხეპრე, ის პარტნიორს ”ნაშას” უწოდებს, შემდეგ ყურადღებით აკვირდება და დასძენს: ”ლამაზი ნაშა!”. რაც პარიზელი ფლეიბოის ენაზე შემდეგს ნიშნავს: მე ის მომწონს და ჩემი გახდება!

 

 

 

 

2

 

მესამე, და სიმართლესთან ყველაზე მიახლოვებული ვერსია: 1996 წელი, პარიზი, ფილმის ”ბინა” გადაღების პირველი დღე, მთავარი როლის შემსრულებლები წრეზე დადიან და ცდილობენ, ერთმანეთი არ შეიმჩნიონ, მაგრამ ანტიპათიას მაინც ვერ მალავენ. მონიკა ბელუჩი: ”ჩვენს შორის არავითარ ნაპერწკალს არ გაუვლია. და ერთი ნახვით შეყვარებაზეც ნურაფერს მეტყვით, ესეც არ ყოფილა. ეს, უფრო, ერთი ნახვით სიძულვილი იყო. შევხედე ვენსანს და გავიფიქრე: ”ღმერთო, რა ქედმაღალია!”.

 

3

 

კასელი უცხოელი ქალის კასტინგში მონაწილეობას აპროტესტებდა : ”ფრანგი ქალები გადაშენდნენ, როგორც მივხვდი”. და როცა პარტნიორი დაინახა, კიდევ უფრო გაბრაზდა: ”მორიგი დიდმკერდიანი მოდელი, რომელსაც თავი მსახიობად წარმოუდგენია”.

 

4

 

მუშაობის დასრულების შემდეგ, ღამის ცხოვრებისა და შემთხვევითი სექსის მოყვარული კასელი ღამის კლუბებში გაეშურა. ერთ-ერთ მათგანში მისკენ ზურგით მდგარი მუქთმიანი ქალი შენიშნა და გასაცნობად მივიდა. გამოიცანით, ვინ აღმოჩნდა ეს უცნობი ქალი…

 

”ჯადოქრებზე თქმულებები გამახსენდა”

 

კინემატოგრაფი – უდიდესი მაჭანკალია. კამერის წინ უბრალო კოცნაც კი (გულახდილ სცენებზე რომ არაფერი ვთქვათ) ჯადოსნური გზით პარტნიორებს საყვარლებად აქცევს, რასაც მოსდევს დანგრეული ოჯახები,  გატეხილი გულები… ამ მხრივ მონიკასა და ვენსანს უპირატესობა ჰქონდათ: ორივე მარტოხელა იყო. ერთმანეთისადმი ანტიპათია კი დღითიდღე ქრებოდა, როგორც კი ფილმის გმირები სიყვარულისა და ვნების მორევში ეშვებოდნენ.

 

5

 

კასელი ბელუჩის გმირით შეპყრობილ მამაკაცს თამაშობდა. და ყველასათვის ნათელი იყო: მონიკა სწორედ ვენსანს ნუსხავს, და არა მის პერსონაჟს. ჯერ კიდევ კამერების ჩართვამდე, იშლიდა თმას და კატის გრაციით გადაადგილდებოდა გადასაღებ მოედანზე მაქმანებიან საცვლებში. მშვენივრად იცოდა, რას ფიქრობენ ამ მომენტში გარშემომყოფი მამაკაცები, მათ შორის, ვენსანიც.

თავად კასელმა, რომელიც პრესასთან გულახდილობით არ გამოირჩეოდა, საჭიროდ ჩათვალა, მოეთხრო  ამ ”იქს” მომენტის შესახებ: როდესაც მონიკამ თავისი პარტიის თამაში დაიწყო, ყველა დადუმდა. მე თითქოს წვდიადში, თბილ წყალში ჩავეფალი და ამოსვლა არ მინდოდა. გამახსენდა თქმულებები შუასაუკუნეების ჯადოქრებზე , რომლებიც მამაკაცებს მხოლოდ ერთი მზერით, ერთი ღიმილით და თეძოს ერთი მოძრაობით აჯადოვებდნენ.

და მამაკაცი იღუპებოდა! სამუდამოდ! მაშინ მეც მივხვდი, რომ დავიღუპე!”.

 

ერთი რამ, რაც ვენსანმა მაშინვე ვერ გაიაზრა, იყო ის, თუ რა საოცარ ქალთან შეახვედრა ბედმა.

 

თავისუფალი ურთიერთობა

 

7

 

”ჩვენი რომანის დასაწყისშივე ვენსანს პირობა წავუყენე: თითოეულს თავისი ცხოვრება აქვს და ნუ დავარღვევთ ერთმანეთის საზღვრებს”. კასელი ყველაფერს ელოდა, გარდა ამისა.

არტჰაუს ფილმების რეჟისორებისა და კინომანების ნებიერა, პარიზული ბოჰემური ოჯახის შთამომავალი გაოგნებული იყო: პროვინციელი იტალიელი, ნაკლებად ცნობილი ნახევრად მოდელი და ნახევრად მსახიობი, თუნდაც უღმერთოდ ლამაზი, უარს ეუბნება მას სერიოზული ურთიერთობების აგებაზე. ქორწინებაზე ხომ საერთოდ საუბარიც ზედმეტია! კასელი აქამდე მსგავსს არაფერს შეხვედრია ურთიერთობებში. როგორც წესი, თავად არიდებდა თავს ”მომავალზე” საუბრებს და პირველივე მოხერხებულ მომენტში უკვე მობეზრებული საყვარლის ცხოვრების ჰორიზონტიდან ქრებოდა.

 

8

 

და ვენსანს იმ ფაქტთან შეგუებამ მოუწია, რომ მისი საყვარელი ქალი რომში, ხანდახან კი ლონდონში განაგრძობს ცხოვრებას, თავად  კი – პარიზში. მისი ხშირად ნახვის საშუალება რომ ჰქონოდა, ბელუჩის აქტიურად სწევდა ფრანგულ კინობაზარზე, წყვილს პროექტებში იწვევდნენ. ”მიყვარს ვენსანთან მუშაობა. ჩვენთვის ეს ერთად ყოფნის კიდევ ერთი საშუალებაა”, – ამბობდა ბელუჩი.

 

მთელი 3 წლის განმავლობაში ეხვეწებოდა მას კასელი, ცოლად გაჰყოლოდა. შესაძლოა, ჭირვეულ იტალიელს კიდევ დიდი ხანი ეწვალებინა, რომ არა ავტოკატასტროფა, რომელშიც ვენსანი მოჰყვა. ”რაღაც მომენტში გადავწყვიტე, რომ ლოგიკურია, გერქვას ქვრივი, და არა ყოფილი საყვარელი. თანაც, შავი ფერი ყველა ქალს უხდება”, – განაცხადა ბელუჩიმ.

 

9

 

მაგრამ მასმედიისთვის რეალურად შოკისმომგვრელი გახდა ფაქტი, რომ ქორწინების ოფიციალური ცერემონიის დასრულებისთანავე ცოლ-ქმარი თავთავიანთ სახლებში გაემართა: მონიკა რომში გაემგზავრა, ვენსანი კი პარიზში დარჩა. აქ კი ნათელი მოეფინა სიმართლეს: ცნობისმოყვარე პუბლიკამ გაიგო, რომ ასეთი თავისუფალი ურთიერთობების ინიციატორი არა ვენსანი (როგორც ამაში დარწმუნებული იყო ყველა,  ვენსანის ხასიათის გათვალისწინებით), არამედ, მონიკა გახდა, რომელიც ოჯახის შექმნის იდეით შეპყრობილ იტალიელ ქალებთან ასოცირდებოდა.

 

10

 

”არასოდეს მაინტერესებდა ქორწინება. დიდი სახლის იდეა, სადაც საღამოობით ყველა სახლში ბრუნდება და ერთად ვახშმობს, უყურებს ტელევიზორს და დასაძინებლად წვება – საჩემო არ არის. რუტინა კლავს ვნებას. თუ მე და ვენსანს ერთმანეთი მოგვენატრება, საკმარისია, თვითმფრინავის ბილეთი ავიღოთ”, – ამბობდა ბელუჩი.

 

11

 

მოკლედ, მონიკამ თუ გულწრფელად აღიარა ოჯახისადმი დამოკიდებულება, ამ საკითხისადმი ვენსანის აზრის გაგება ჟურნალისტებმა მაინც ვერ მოახერხეს.

 

12

 

საერთოდ, მას არ უყვარს პირად თემებზე საუბარი. ხანდახან წამოსცდებოდა ხოლმე: ”დიახ, ჩვენ ერთმანეთს არ ვგავართ, მაგრამ ეს ხომ შესანიშნავია! საკუთარი თავი ხომ არ შემიყვარდებოდა! ის იტალიელია, მე – ფრანგი, ჩვენს შორის ყველაფერი ხდება. მიყვარს მონიკა და ბედნიერი ვარ, რომ ვცხოვრობ ადამიანთან, რომელიც ჩემსავით, ყველაზე მეტად თავისუფლებას აფასებს”.

 

13

 

ესე იგი, ყველაფერი შესანიშნავადაა? ურთიერთობები თითქმის იდეალურია? ნუთუ, მართლა ასეა, თუ გავითვალისწინებთ, რომ…

 

მონიკას არაფერი ჰყოფნიდა

 

”… დიახ, ეჭვიანი ვარ. ჩემი წინაპრები დედის მხრიდან კორსიკელები არიან, მათგან გიჟური ხასიათი მერგო. მაგრამ ვამჯობინებ, ეჭვებით თავი არ ავიტკიო”, – განაცხადა ერთხელ ვენსანმა. მაგრამ, დიდი ალბათობით, სწორედაც რომ, იტკიებდა: საყვარელი ქალისგან შორს მყოფ ემოციურ ფრანგს არ შეეძლო, არ წარმოედგინა ის სხვა მამაკაცის მკლავებში.

 

14

 

და, როგორ გინდა, არ წარმოიდგინო, როცა ტაბლოიდები აჭრელებულია ინფორმაციით, თუ როგორ დაკარგა ბელუჩიმ უმანკოება. მონიკას ყოფილი საყვარელი, ვალერიო ვარანი სიამოვნებით უყვებოდა რეპორტიორებს, თუ როგორ ჰქონდა პირველი სექსი მსახიობს მასთან.

”მონიკამ განმიცხადა, რომ ჩემთან ყოფნის სურვილს ვერ იოკებს. მაგრამ სად უნდა გაგვეკეთებინა ეს: ჩვენი დედები სახლში ისხდნენ, სასტუმროს მეპატრონე კი მშობლებთან ჩაგვიშვებდა. მოკლედ, პარკი შევარჩიეთ. ოდნავ შევეხე თუ არა, მონიკამ დამაგდო და გამაუპატიურა. გაუმაძღარი იყო, მოითხოვდა, რომ არ გავჩერებულიყავი, თუმცა ძალები უკვე ამომეწურა. მას კი არაფერი ჰყოფნიდა. დარწმუნებული ვარ, უამრავ ადამიანს ესმოდა მისი კვნესა ბუჩქებიდან. ვნებისგან გაგიჟებულ მონიკას კი ეს სულაც არ ადარდებდა”.

 

 

საბედნიეროდ, მომავალში მონიკას უფრო დელიკატური და კეთილშობილი მამაკაცები ხვდებოდა. ყოველ შემთხვევაში, მისი ინტიმური ცხოვრებიდან არაფერი პიკანტური არ გაჟღერებულა ჟურნალ-გაზეთებში. იყო ხანმოკლე ქორწინება ფოტოგრაფ კლაუდიო კარლოს ბასოსთან, იყო 6-წლიანი რომანი მსახიობ ნიკოლა ფარონთან, იყო ფლირტი კიანუ რივზთან…

შემდეგ კი – ვენსან კასელი. ფეთქებადი და არაპროგნოზირებადი ფრანგი, რომელიც ლამაზმანმა იტალიელმა აიძულა, საკუთარი წესებით ეცხოვრა. ძნელი მისახვედრი არ არის, რა აწუხებდა ვენსანს – შიში, რომ მონიკამ, შესაძლოა, მიატოვოს ნებისმიერ მომენტში.

 

15

 

ფილმის ”მალენა” დიდი წარმატების შემდეგ, კასელმა სიმწრით აღიარა: ”ძალისხმევა არ დავიშურე, საყვარელი ქალი ცნობილი მსახიობი რომ გამეხადა. მისი ოცნება ასრულდა. მე კი განზე გავდექი”.

 

რომანები სხვებთან

 

რა თქმა უნდა, ვენსანი აბუქებდა, მაგრამ როგორ გინდა, სიმშვიდე შეინარჩუნო, როცა ყველა ფრანგული ჟურნალი აჭრელებულია, მაგალითად, კინოფესტივალის ერთ-ერთი ეპიზოდით: ჯორჯ ქლუნის ღვთაებრივი მონიკა ბელუჩის დანახვისას ფეხი დაუცდა და მხოლოდ მეგობრების დახმარების წყალობით არ გაიშხლართა მიწაზე.

 

17

 

ან ჟერარ დეპარდიესთან ფლირტის მინიშნებები? ან ჰოლივუდის მთავარი მაჩოს, ბრიუს უილისის ხრიკები? მან ხომ ფილმისთვის ”მზის ცრემლები” მთავარი როლის შემსრულებლის ასობით კანდიდატიდან პროდიუსერი დაარწმუნა, რომ  სწორედ ბელუჩი შეერჩია. გადაღებები კი ქალაქში კი არა, ჰავაის კუნძულებზე მიმდინარეობდა, სადაც მთელ თავისუფალ დროს ვენსანის ცოლთან ატარებდა.

 

16

 

დაბოლოს, მონიკას ინტერვიუ: ”ვფიქრობ, იყო ვინმესთან – ეს სასწაულია, ამიტომ, დანამდვილებით ვერ ვიტყვი, სამუდამოდ ვართ მე და ვენსანი ერთად, თუ არა. ალბათ, დამეთანხმებით, ცხოვრებაში მხოლოდ ერთი პარტნიორის ყოლა ბუნებრივი არ არის, ჩვენ ყველანი ვიცვლით პარტნიორებს. უბრალოდ, როდესაც ამას ვაკეთებთ, გაჩუმებას ვამჯობინებთ. ასე არ არის?”

 

23

 

მოკლედ, ჭორები იმის თაობაზე, რომ ვენსანს ბრაზილიელ მოდელთან, რობერტა სუარეშთან და ჯენიფერ ენისტონთან აქვს რომანი, შეიძლება შურისძიებად ჩაითვალოს.

 

19

 

მონიკას რეაქცია? მშვიდი და ჭკვიანური, როგორც ყოველთვის. ”სხვა ქალი თქვენი მამაკაცის გვერდით საშიშია, თუნდაც ის საშინლად უშნო იყოს! მამაკაცს შეუძლია ღალატი, უბრალოდ, მრავალფეროვნებისთვის. მაგრამ მე არ მადარდებს სხვა ქალები ვენსანის ცხოვრებაში. არ ვეჭვიანობ. ეჭვიანობით სხვის თავისუფლებას ლახავ”.

 

18

 

მონიკას ამ გამონათქვამებში  ბანალური გულგრილობა ხომ არ იმალება? ეს კითხვა უამრავს გაუჩნდა. პირველ რიგში მათ, ვისაც თავისუფალი ქორწინების არ სწამს. რაღაც მომენტში, ამან ბელუჩი გააღიზიანა. ”ყოველთვის ვიცოდი, რომ შემიძლია დასასრული დავაჩქარო, თუ ერთხელ მაინც შევუზღუდავ ვენსანს თავისუფლებას. იცით, რა? არ ვაპირებ თავის მართლებას! მსახიობი რომ არ გავმხდარიყავი, გავყვებოდი ვინმეს ცოლად ჩიტა-დი-კასტელოში, გავუჩენდი სამ შვილს და მერე თავს მოვიკლავდი”.

 

და როდესაც წყვილის დაშორებაზე ჭორებმა პიკს მიაღწია, მათ გამოაცხადეს, რომ ბავშვს ელოდებიან.

 

21

 

” იმ ქალებს არ ვგავარ, ვინც მიიჩნევს, რომ მამაკაცის შეჩერება ბავშვით შეიძლება. მაგრამ დევა სწორედ იმ მომენტში გაჩნდა, როცა ეს ყველაზე ძალიან მინდოდა. ყოველთვის საკუთარი თავისთვის ვცხოვრობდი, მაგრამ ერთხელაც მივხვდი – საკმარისია!”. კასელს დიდი ხანია, სურდა, მონიკას ბავშვი გაეჩინა და ერთად ეცხოვრათ. მაგრამ ის არცერთზე არ თანხმდებოდა. დრომ კი ყველაფერი თავის ადგილზე დააყენა.

 

22

 

2004 წელს შვილის დაბადებამ თანდათანობით შეცვალა მონიკა – მისი ხასიათი და ქმრისადმი დამოკიდებულება. ყველაფერი წვრილმანებით დაიწყო: ”ადრე ვერ ვიტანდი სამზარეულოში ტრიალს, ახლა კი ახლადმომზადებული კერძების სურნელი შემიყვარდა”.

 

24

 

შემდეგ, ვენსანი კიდევ უფრო გააკვირვა და გაახარა ცოლის განცხადებამ: ”სადმე სამხრეთისკენ გადავბარგდებოდი ვენსანთან და დევასთან ერთად და კიდევ ერთ შვილს გავაჩენდი. კინოში თამაში მთელი ცხოვრების განმავლობაში შეგიძლია, შვილების გაჩენა კი – არა”.

 

25

 

ევროპაში ყველაზე ლამაზ წყვილად მიიჩნეოდა. 18-წლიანი თანაცხოვრების მანძილზე მონიკასა და ვენსანს ორი მშვენიერი ქალიშვილი გაუჩნდა – დევა და ლეონი. მიუხედავად იმისა, რომ მშობლების განრიგი დეტალურად იყო წინასწარ გაწერილი, ყოველთვის პოულობდნენ დროს ერთად ყოფნისთვის.

 

26

 

მაგრამ ამ ზღაპარს ბედნიერი დასასრული არ აქვს: 2013 წლის აგვისტოში წყვილი დაშორდა.

 

მონიკა ბელუჩი: ”ჩვენი ცხოვრების წესი  ჩვენი დაშორების მიზეზი გახდა, თუმცა, ერთმანეთი მუდამ გვეყვარება, მუდამ ახლობელ ადამიანებად დავრჩებით ერთმანეთისთვის. როდესაც ისტორია მთავრდება, ვცდილობ გზა განვაგრძო. არ ვიცი, რა იქნებოდა უფრო რთული – წასვლა თუ დარჩენა”.

 

იხილეთ ასევე: "მონიკა ბელუჩიმ გვითხრა, ქართული სიმღერა გულისა და სულის ნაწილიაო" - როგორ დაიპყრო ლამაზმანის გული - ქართულმა სიმღერამ, მზერა - ჩოხამ