ორიოდ სიტყვით შვეიცარიული მენტალიტეტის შესახებ - კვირის პალიტრა

ორიოდ სიტყვით შვეიცარიული მენტალიტეტის შესახებ

1. თქვენი მატარებელი 20 წუთში გადის. სადგურამდე 10 წუთის სავალი გზაა. თქვენ: ”დროა, გავიდეთ”. შვეიცარიელი: ”რას ამბობ! სადგურამდე, სინამდვილეში 9 წუთისა და 30 წამის სავალი გზაა. ბილეთის ყიდვას 90 წამი დასჭირდება. გზად ყავის ყიდვაც მინდა – ესეც შენი 1 წუთი და 40 წამი. გამოდის, რომ სახლიდან 7 წუთსა და 20 წამში უნდა გავიდეთ!”

 

2. წერთ 10 მეგობარს, რომ იწვევთ შინაურ წვეულებაზე 1 კვირაში. 9 მყისიერად გპასუხობს: მათ 3 კვირით ადრე აქვთ ყველაფერი დაგეგმილი. მაგრამ 3 კვირაში აქვთ თავისუფალი დრო (მაგრამ ყველას სხვადასხვა დროს – ერთს სამშაბათს 20:00-დან 22-10-მდე, მეორეს ოთხშაბათს 17:20-დან 19:30-მდე, მესამეს შაბათს დილის 10:30-დან 13-45-მდე და ა.შ.) ელოდებით მეათე მეგობრის პასუხს, რომელიც ინტროვერტია და თქვენს გარდა არავისთან მეგობრობს. 5 წუთში ის გპასუხობთ: ”გმადლობ მოწვევისთვის, მაგრამ მხოლოდ 2 კვირის შემდეგ ვარ თავისუფალი, პარასკევს 17:15-ზე. გაწყობს?”

 

2

3. ამერიკელი – მეზობელს მატარებლის კუპეში (შვეიცარიელს): ”შესანიშნავი ხედი იშლება ფანჯრიდან, არა?”. შვეიცარიელი გაოცებული უყურებს და ჩუმად არის. მის მზერაში იკითხება: ”რატომ დამელაპარაკეთ? გიცნობთ?”.

 

უცხოელი სტუდენტი ესპანეთში (აშშ-ში, იტალიაში, საფრანგეთში): ”ერთი წელია, აქ ვიმყოფები, უკვე სამი ახლო მეგობარი მყავს, ასევე ათობით ახლობელი და ასობით ნაცნობი”.

 

უცხოელი სტუდენტი შვეიცარიაში: ”ერთი შვეიცარიელი ნაცნობი მყავს. 2 წელია, ერთსა და იმავე ლექციებს ვესწრებით, ყოველ სემესტრში ვეხმარებით ერთმანეთს გამოცდისთვის მომზადებაში. დღეს მან პირველად მიმიწვია შინ. ალბათ, ჩემში მეგობარი დაინახა”.

 

4. ”ინგლისურად საუბრობთ?” შვეიცარიელი (მორცხვად): ”ცოტას”. (და იწყებს უზადო ინგლისურ ენაზე საუბარს, თითქმის უაქცენტოდ). ”ხატვა იცით?” – შვეიცარიელი (თვალდახრილი): ”არც თუ ისე კარგად” (3 წელი სამხატვრო სასწავლებელში სწავლობდა).

თუ შვეიცარიელს გიგანტური ნამცხვრის ნაჭერის ყიდვა სურს: ”მომეცით, გეთაყვა, აი იმ პატარა ნამცხვრის პატარა ნაჭერი”. თუ გარეთ ტემპერატურა -10-ია, შვეიცარიელი ამბობს: ”გარეთ ცოტათი ცივა”.

 

3

 

მაგრამ: ”შვეიცარია კარგი ქვეყანაა?” შვეიცარიელი: ”რა თქმა უნდა! შვეიცარიაში საუკეთესო პოლიტიკური სისტემაა, ყველაზე ლამაზი ბუნება, ყველაზე ჭკვიანური კანონები…” (ჩამონათვალი 20 წუთის განმავლობაში არ წყდება).

 

5. იღებთ მტვერსასრუტს, რათა გამოიყენოთ ერთადერთი თავისუფალი დღე – კვირა, სახლის დასალაგებლად. გაოცებული შვეიცარიელი: ”რას აკეთებ?! დღეს ხომ კვირაა?! ამ დროს არავის შეწუხება არ შეიძლება! {მტვერსასრუტის ხმაურით (!) }”.

თეთრეულის გარეცხვა გინდათ, მაგრამ თქვენი სახლის სარეცხი მანქანის გამოყენების რიგი წინა დღით არის შედგენილი. არის 30-წუთიანი ფანჯარა და ფიქრობთ, იქნებ მოკლე, 35-წუთიანი რეცხვა მაინც მოვასწროო. უკვე მოათავსეთ სარეცხის მანქანაში ნივთები, ამ დროს კი მეზობელი ბებო ჩნდება არსაიდან. ბებო: ”ახლა გარეცხვა არ შეიძლება, 30 წუთში ფრაუ შვიცის ჯერია!” თქვენ: ”მაგრამ მე მოკლე რეცხვის რეჟიმს ჩავრთავ”. ბებო: ”თქვენი რეცხვა 35 წუთი გაგრძელდება, ფანჯარა კი 30-წუთიანია. არა, რას ამბობთ, ასე არ შეიძლება!”.

 

შვეიცარიელი აწყობს წვეულებას: სადარბაზოს კედელზე აკრავს განცხადებას 2 კვირით ადრე, სადაც უამრავ ბოდიშს იხდის შესაძლო ხმაურის გამო. მაგრამ მაინც თიშავს ხმამაღალ მუსიკას 22:00-ზე.

 

6. მიირთვით იოგურტი და ჭიქის გადაგდებას აპირებთ. თქვენი შვეიცარიელი მეგობარი: ”იოგურტი ბოლომდე არ გიჭამია. ნახე, რამდენი დარჩა კედლებზე! ჩვენ, შვეიცარიაში პროდუქტებს ვუფრთხილდებით!”.

 

იაფფასიანი ბრინჯის ნარჩენების გადაყრა გადაწყვიტეთ, რადგან ვადაგასულია. შვეიცარიელი: ”რას აკეთებ? ეს ბრინჯი ჯერ კიდევ შესანიშნავ მდგომარეობაშია, რატომ უნდა გადაყარო?”

 

10

 

მაგრამ: მაღაზიაში გსურთ შესანიშნავი ესპანური მარწყვის ყიდვა, რომელიც შვეიცარიულზე 50%-ით იაფია. შვეიცარიელი: ”არ ღირს ესპანური მარწყვის ყიდვა. შვეიცარიული პროდუქტები გაცილებით ხარისხიანია, ასევე, ეკოლოგიურად სუფთა. გარდა ამისა, ადგილობრივ მწარმოებლებს უნდა დავუჭიროთ მხარი”.

 

9

 

7. დახლზე დევს ორი კონა ნიახური. ერთი – ჩვეულებრივ ფასად, მეორე – ნახევარ ფასად. წონა, ბრენდი – იდენტური. თქვენ: ”უკაცრავად, ფრაუ, ხომ ვერ მეტყვით, რატომ ღირს ეს ნიახური 50%-ით ნაკლები?”. ფრაუ დიდ ხანს ათვალიერებს ფასდაკლებულ ნიახურს, შემდეგ სახე უნათდება და გიჩვენებთ 3 ოდნავ შეყვითლებულ ფოთოლს კონის სიღრმეში.

 

მიდიხართ ბარში და ითხოვთ გარკვეული ბრენდის ლუდს. ბარმენი გისხამთ ონკანიდან, მაგრამ ლუდი მთავრდება და ოდნავ აკლდება კათხის ბოლომდე გავსებას. ”გთხოვთ, მაპატიოთ, მაგრამ ამ ლუდს ვერ მოგყიდით. ეს კათხა უფასოდ მიირთვით და მითხარით, თუ შემდეგ სხვა ბრენდის ლუდის დალევას მოისურვებთ”.

 

8

 

8. თქვენ: ”რაღაც, რაკლეტი მომინდა”. – შვეიცარიელი: ”რაკლეტი? მაგრამ ახლა ზაფხულია! ზაფხულში გრილზე უნდა მოამზადო!”.

 

ოთხშაბათს მიდიხართ მაღაზიაში და შვეიცარიული პურის ”ცოპფის” ყიდვა გსურთ. შვეიცარიელი: ”რატომ ყიდულობ ცოპფს კვირის შუა დღეებში? ეს საკვირაო პურია, მას კვირაობით, საუზმეზე მიირთმევენ!”.

 

მაგრამ: შეღებილი კვერცხები შვეიცარიაში მთელი წლის განმავლობაში იყიდება. აღდგომას მათ სააღდგომო კვერცხებს უწოდებენ, სხვა დროს კი – საპიკნიკო კვერცხებს.

 

5

 

9. ნახევარი საათის განმავლობაში ზიხართ ბანკში და აფორმებთ ანგარიშს. ყველა ქაღალდის ხელის მოწერის შემდეგ, ელოდებით, როდის გადმოგცემენ ბარათს და ინტერნეტ-ბანკინგის კოდს. შვეიცარიელი: ”უკაცრავად, მაგრამ არ შემიძლია ბარათისა და კოდის გადმოცემა. მათ ფოსტით მიიღებთ”. თქვენ: ”ეს უსაფრთხოა?” შვეიცარიელი: ”დიახ, რა თქმა უნდა. ბარათი ერთი წერილით მოგივათ. ბარათის კოდი კი მეორე წერილით, დღის სხვა მონაკვეთში. ინტერნეტ-ბანკინგის კოდს კი მომდევნო დღეს მიიღებთ”.

 

4

 

10. როდესაც შვეიცარიელი მატარებლის ვაგონში შედის, აუცილებლად იკითხავს: ”დაკავებული ხომ არ არის თქვენს გვერდით ( ან წინ) ადგილი?”, თუნდაც ცხადი იყოს, რომ ადამიანი მარტო მგზავრობს. სოფლებში ერთმანეთს აუცილებლად ესალმებიან, თუნდაც ერთმანეთს არ იცნობდნენ. ცარიელ ქუჩაში ან მაღაზიაში რომ დააცემინოთ, ახლომახლო მყოფი უცნობი ადამიანი აუცილებლად გისურვებთ ჯანმრთელობას.