ნიურნბერგი - შობის დედაქალაქი, ანუ დაბრუნება ბავშვობაში - კვირის პალიტრა

ნიურნბერგი - შობის დედაქალაქი, ანუ დაბრუნება ბავშვობაში

გერმანიაში შობის დღესასწაული  ბავშვობაში დაგაბრუნებთ, ჰოფმანისა და ძმები გრიმების ზღაპრებში, მოჯადოვებული მაკნატუნასა და თოვლის დედოფლის სამყაროში. ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და საყვარელი დღესასწაულის შესახვედრად, გერმანელები საფუძვლიანად ემზადებიან. სწორედ მათ აჩუქეს სამყაროს საშობაო ნაძვის ხის მორთვის მხიარული და ნათელი ტრადიცია. უფრო სწორედ, ერთ-ერთმა გერმანელმა - მარტინ ლუთერმა, უდიდესმა პროტესტანტმა და რელიგიურმა რეფორმატორმა.

 

 

 

 

 

2

 

ევროპას  შობის დედაქალაქი აქვს. ეს გახლავთ გერმანული ნიურნბერგი. ყოველ წელს, 1 დეკემბერს, ნიურნბერგში სადღესასწაულოდ იხსნება საშობაო ბაზრობა, რომელიც გრძელდება 24 დეკემბრის შუადღის 12 საათამდე.

 

 

3

 

”ჩვილი ქრისტე ყველას გიხმობთ თავის საშობაო ბაზრობაზე, იჩქარეთ მასთან შესახვედრად, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!” - ტრადიციულად გადმოსცემს ჩვილი ქრისტეს მისალმებას ოქროსფრთებიანი ანგელოზი, მისი დაბადებისადმი მიძღვნილი დღესასწაულს გახსნილად აცხადებს.

 

4

 

ამ სიტყვების მოსასმენად, დღესასწაულის ატმოსფეროს შესაგრძნობად და ზღაპრული სანახაობით დასატკბობად, ნიურნბერგში მსოფლიოდან 2 მილიონამდე ტურისტი ჩამოდის. ქუჩებში არღნის ჰანგები ჟღერს, ტონობით წაბლი და ბავარიული სოსისი იწვება. და, რა თქმა უნდა, ყოველ ნაბიჯზე იყიდება ცხელი გლინტვეინი - ტრადიციული საშობაო სასმელი.

 

 

5

 

8

 

სხვათა შორის, გლინტვეინის კერამიკული ჭიქები ურიცხვი ტურისტისთვის დიდი ხანია, საკოლექციო ობიექტი გახდა. ყოველ წელს ნიურნბერგში საშობაო ჭიქებს უშვებენ ახალი სადღესასწაულო მოტივით, და ამ ჭიქების თითქმის 80% ტურისტებს სუვენირის სახით შინ მიაქვთ პლანეტის სხვადასხვა კუთხეში.

 

9

 

6

 

ნიურნბერგის საშობაო ბაზარი ერთ-ერთი უძველესია გერმანიაში და დამსახურებულად  ყველაზე პოპულარულად მიიჩნევა.

 

10

 

ბაზრის მახლობლად, ნიურნბერგის რატუშაში იმართება საშობაო ბაზრობის ისტორიის გამოფენა. ყოველ წელს მუდმივ ექსპოზიციასთან ერთად ჩნდება ახალი საშობაო თემა: იქნება ეს სხვადასხხვა ეპოქის საშობაო კალენდრები თუ ნაძვის ხის ძველებური სათამაშოები ან საფოსტო ეტლები.

 

11

 

ფოსტის მუზეუმი უკვე 50 წელია, აწყობს ქალაქის ისტორიულ ცენტრში ეტლზე გასეირნების ორგანიზებას. 1938 წელს, ბიდერმაიერის სტილში დამზადებული ეტლი და ამ სტილშივე შემოსილი მეეტლე დიდებსა თუ პატარებში აღფრთოვანებას იწვევს.

 

15

 

1952 წლიდან სკოლის 2000-ზე მეტი მოსწავლე აწყობს სადღესასწაულო მსვლელობას საღამოს ქალაქში ხელნაკეთი ფარნებით. ამ შესანიშნავი სანახაობის ხილვა დეკემბრის მეორე ხუთშაბათს არის შესაძლებელი.

 

16

 

ყველაზე პატარებისთვის კი ”დიდების” ბაზრობის გვერდით, ჰანს-ზაკს-პლატცზე სპეციალური საშობაო სამოთხეა მოწყობილი. პატარა მყუდრო სახლებში ბავშვებს თავად შეუძლიათ მშობლებისთვის საშობაო საჩუქარი დაამზადონ, მაგალითად, სანთლები ან ნამცხვრები.

 

12

 

წმინდა ნიკოლაუსი თავის სახლში პატარა სტუმრების მიღებას აწყობს, იღებს მათთან ერთად სურათებს, ”საბავშვო” ფოსტით კი პატარებს შეუძლიათ ჩვილ ქრისტეს წერილი გაუგზავნონ, რომელიც ასევე სტუმრობს ბავშვებს ყოველ სამშაბათს 14,30-ზე, ”დიდების” ბაზარში კი 15,00-ზე მიემართება.

 

13

 

ნიურნბერგის ბაზრობა 350 წელზე მეტს ითვლის, მიუხედავად ამისა, მან შეინარჩუნა ძველი ტრადიციები. აქ არ არის ადგილი იაფფასიანი გირლიანდებისთვის და პლასტმასის სათამაშოებისთვის.

 

14

 

17

 

როგორც ასობით წლების წინ, ბაზრობის უამრავ პავილიონში ხელნაკეთი სუვენირები, სანთლები და სათამაშოები იყიდება.

 

19

 

18

 

 

ასევე, ქლიავის ჩირისგან და თხილისგან დამზადებული  კაცუნები, შეუდარებელი თაფლაკვერები და, რა თქმა უნდა, ცნობილი ნიურნბერგული სოსისები. გლინტვეინის პირველივე ჭიქის შემდეგ ყველას, სტრესისგან გათანგულ სტუმრებსაც კი სული და გული უთბება.