ბჰუტანი - ერთადერთი ქვეყანა მსოფლიოში, სადაც ბედნიერების სამინისტრო არსებობს
ბჰუტანი - ერთადერთი ქვეყანა მსოფლიოში, სადაც ბედნიერების სამინისტრო არსებობს
ბჰუტანი - მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანაა, რომლის ოფიციალურ რელიგიად, ”სულიერ მემკვიდრეობად” ბუდიზმის ტანტრული მიმართულებაა აღიარებული. ამიტომაც, ხელისუფლების მთავარ მიზანს ქვეყნის თითოეული მოქალაქის გაბედნიერება წარმოადგენს, ეს კონსტიტუციის მე-9 მუხლშია გაწერილი.

 

 

 

 

 

3

 

2008 წელს შეიქმნა ”საყოველთაო ბედნიერების სახელმწიფო კომისია” (Gross National Happiness Commission) რომელსაც თავად პრემიერი ხელმძღვანელობს. მოსახლეობის აღწერისას მოქალაქეებს კითხვას უსვამენ: ” ხართ თუ არა ბედნიერი?” 2005 წელს, უკანასკნელი აღწერისას მოსახლეობის 45.2%-მა ამ კითხვას გასცა პასუხი ” ძალიან ბედნიერი ვარ”, 51.6%-მა - ”ბედნიერი ვარ”,

და მხოლოდ 3.3%-მა - ”არც თუ ისე ბედნიერი ვარ”.

 

5

 

ბჰუტანში მთლიანი შიდა პროდუქტის ცნება შეცვლილია უფრო შესაფერისი ინდიკატორით - ”მთლიანი ეროვნული ბედნიერებით”. ეს გახლავთ ერთადერთი სახელმწიფო მსოფლიოში, სა

დაც ბედნიერების სამინისტრო არსებობს, ამგვარად, ადამიანების გაბედნიერება ეროვნული პოლიტიკის მთავარ მიზანს წარმოადგენს.

 

8

 

11

 

ბჰუტანი მართლაც საოცარი ქვეყანაა, სადაც არ არის შიმშილი და კრიმინალი, სადაც ხალხი ლაღად ცხოვრობს და არ იცის, რა არის ომი და სიღარიბე. ბჰუტანელები ძალიან სტუმართმოყვარეები და გახსნილები არიან და უფრთხილდებიან თავიანთ უნიკალურ კულტურას.

 

15

 

 

აქ ცხოველების დახოცვა აკრძალულია, ამიტომ, თითქმის ყველა ვეგეტარიანელია. იკრძალება ქიმიური სასუქის შეტანა, ამიტომ, რასაც კი ამ მიწაზე აწარმოებენ, ყველაფერი ეკოლოგიურად სუფთაა. არ იჩეხება ტყეები, პირიქით, ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი ხე დაირგოს.

 

4

 

14

 

ქვეყანა დღემდე ბოლომდე შესწავლილი არ არის, სამხრეთი და ცენტრალური ნაწილები  აუთვისებელ ტერიტორიას წარმოადგენს უზარმაზარი ნაკრძალებით, ფლორითა და ფაუნით. ბჰუტანმა ეს ყველაფერი ერთი მარტივი მიზეზის გამო შეინარჩუნა - აკრძალულია ნადირობა და ფაქტობრივად, არ იჩეხება ტყეები.

 

6

 

სამეფო სრულად უზრუნველყოფს საკუთარ თავს საკვები პროდუქტებითა და ტანსაცმლით. ამასთან, მთლიანი მოსახლეობა ეროვნულ სამოსს - კხოს ატარებს.

 

9

 

17

ბჰუტანის მეფე დრუკ გიალჰო და დედოფალი ჯეცუნ პემა

 

THIMPHU, BHUTAN - APRIL 14: The Duke and Duchess of Cambridge arrive into Paro International Airport for the first day of a two day visit to Bhutan on April 14, 2016 in Paro, Bhutan. The Royal couple are visiting Bhutan as part of a week long visit to India and Bhutan that has taken in cities such as Mumbai, Delhi, Kaziranga, Bhutan and Agra. (Photo by Chris Jackson/Getty Images)

პრინცი უილიამი და პრინცესა ქეითი ბჰუტანში ვიზიტისას

 

 

 

18

 

16

 

12

 

 

2

 

marine
03 აპრილი 2017 20:43
მაგარი ქვეყანაა
გიო
27 თებერვალი 2017 16:04
ნეტა რა არის ამ ქვეყანაში ბედნიერების "საზომი"?
ეთო
26 იანვარი 2017 18:32
გამადეპორტეთ ბჰუტანში! ოღონდ ერთი 50-60 თანმხლებ პირთან ერთად...ტყემლის და აჯიკის წაღება ხომ შეიძლება? ისე ჩხავერი და ოჯალეშიც აუცილებელია გაცნობის სუფრისთვის...პრასი ექნებათ, ალბათ...
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები