ბავარიის შეშლილი მეფის ხორცშესხმული ფანტაზია – ნოიშვანშტაინის ჯადოსნური სასახლე
ბავარიის შეშლილი მეფის ხორცშესხმული ფანტაზია – ნოიშვანშტაინის ჯადოსნური სასახლე
მას პოეტი პოლ ვერლენი XIX საუკუნის ერთადერთ მეფედ მოიხსენიებდა, ქვეშემრდომები – ზღაპრების მეფეს, მინისტრები კი – შეშლილ მეფეს უწოდებდნენ. ყველა ეს ეპითეტი ბავარიის ექსცენტრიკულ მეფეს, ლუდვიგ II-ს ეკუთვნის, რომელსაც დღემდე ზოგი ადიდებს და ზოგი კი აკრიტიკებს.

 

 

 

 

2

თითოეული, ვინც ლუდვიგ II-ს ყველაზე ნატიფი ქმნილება – ნოიშვანშტაინის სასახლე ნანახი აქვს, დიდი ალბათობით მიიჩნევს, რომ მეფე სინამდვილეში შექებას უფრო იმსახურებს, ვიდრე კრიტიკას.

 

3

 

სწორედ ამ ფსევდოშუასაუკუნეების სტილის სასახლემ

You must have Flash Player installed in order to see this player.
შთააგონა უოლტ დისნეი ზღაპრების შესაქმნელად.

 

4

 

19 წლის ლუდვიგი ბავარიის მეფე 1864 წელს გახდა. ისტორიული ლეგენდებით, ვერსალის დიდებულებითა და ვაგნერის მუსიკით გატაცებულმა მეფემ, სწორედ ვაგნერის ოპერების საფუძვლად დადებული ლეგენდები გამოიყენა ნოიშვანშტაინის დარბაზების მოსართობად.

 

5

რიხარდ ვაგნერი

 

სამუშაოებს არქიტექტორები – რიდელი და დოლმანი ხელმძღვანელობდნენ, მშენებლობა 1869 წელს დაიწყო და 1886 წელს დასრულდა, როდესაც მეფე გარდაიცვალა. 1886 წლის ივნისში მინისტრებმა ლუდვიგს ექსცენტრიკულ და შეშლილ არქიტექტურულ იდეებზე სახელმწიფო თანხების გაფლანგვაში დასდეს ბრალი . ხელისუფლებამ ბავარიის მთავარი ფსიქიატრი აიძულა, ყოველგვარი შემოწმების

გარეშე მეფე შეურაცხადად და არაქმედითუნარიანად გამოეცხადებინა.

 

6

 

ნოიშვანშტაინიდან მეფე ლუდვიგი ტბა შტანბერგის პირას, ბერგის სასახლეში გადაიყვანეს დაცვის თანხლებით.

 

10

 

მეორე დღესვე მეფისა და მისი ექიმის ცხედრები ტბაში აღმოაჩინეს. ოფიციალური ვერსიის თანახმად, ექიმი ეცადა

გადაერჩინა მეფე თვითმკვლელობისგან, მაგრამ თავადვე დაიხრჩო მიუხედავად იმისა, რომ წყლის სიღრმე 1,2 მეტრს არ აღემატებოდა…

 

11

 

შუასაუკუნეებში, ბავარიის ოლქ ალგაუს დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა, სწორედ აქ გადაწყვიტა ლუდვიგმა თავისი ”ათქვეფილი ნაღების ნატიფი სათამაშო” აეშენებინა.

 

13

 

გაზაფხულიდან შემოდგომამდე აქ საოცარი რაოდენობით საშენი მასალა შემოჰქონდათ. ინტერიერების საბოლოო მოპირკეთებით არქიტექტორები იყვნენ დაკავებული, რომლებიც ასევე თეატრალურ დეკორაციებზეც მუშაობდნენ, ფერმწერები და კერამიკის სპეციალისტები.

 

15

 

17

 

სასახლის საერთო ღირებულებამ 6 მილიონ მარკას გადააჭარბა. მისი ოთახები მრავალფეროვანი და ძალიან მდიდრულია.

 

14

 

ოთახების უმეტესობას ნახატები ამშვენებს, რომლებზეც გერმანული საგების გმირები და გერმანიის მეფეები ცოხლდებიან. ავეჯი ნეოგოტიკურ სტილშია შესრულებული. გარდა ამისა, მეფის განკარგულებით, ტექნიკის უახლესი მიღწევებით: ელექტრონული ზარებითა და საკმაოდ ფუნქციონალური სამზარეულოთი იყო მოწყობილი.

 

18

 

19

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთნხმებოდეს
აღა გეურქა
24 მარტი 2017 09:30
ლუდვიგი გახლდათ არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანი, იხილეთ ლუკინო ვისკონტ9ის შედევრი ლუდვიგი მთავარ როლში ჰელმუტ ბერგერი. იგი იყო დიდი ესთეტი, ვაგნერის თაყვანისმცემელი და .შ
23 მარტი 2017 18:59
შეგვახარბა
უკომენტაროდ!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
23 მარტი 2017 17:27
ეს სასახლე რომ ვნახე ვტიროდი , ჯადოსნურ სამყაროში მეგონა თავი, არაამქვეყნიურია...
ლია
22 მარტი 2017 13:51
არქიტექტურას თარგმანი არ ჭირდება.

რას ერჩოდნენ?
რუბრიკის სხვა სიახლეები
მისაღებია თუ არა თქვენთვის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საარჩევნო ბარიერის გაუქმება (ე.წ. ბუნებრივი ბარიერის – დაახლოებით 1%-ის დაწესება)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
მისაღებია თუ არა თქვენთვის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საარჩევნო ბარიერის გაუქმება (ე.წ. ბუნებრივი ბარიერის – დაახლოებით 1%-ის დაწესება)?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა