სევილია: ანდალუსიის მომხიბლავი და კაშკაშა დედაქალაქი - კვირის პალიტრა

სევილია: ანდალუსიის მომხიბლავი და კაშკაშა დედაქალაქი

 

ანდალუსიის დედაქალაქი სევილია – თავისებური, მრავალფეროვანი და ლამაზი ქალაქია ყველაზე შთამბეჭდავი კორიდათი და ყველაზე ცეცხლოვანი ფლამენკოთი. ის, როგორც სხვა არცერთი ქალაქი, გამოხატავს ესპანური ხასიათის თავისებურებებს. სევილია – გაუთავებელი დღესასწაულების ადგილია.

 

 

 

 

 

 

2

 

მდინარე გვადალკვივირი ქალაქს ორად ჰყოფს: სევილიად და ტრიანად. რომაული იმპერიის დროს, ვაჭრობის წყალობით სევილია აყვავდა და ეს განვითარება მუსლიმანურმა მმართველობაც ვერ შეარყია.

 

3.

 

მე-19 საუკუნეში ქალაქმა მსოფლიოში დიდი პოპულარობა მოიპოვა თავისი არქიტექტურისა და კულტურის წყალობით. სევილიაში გაჩერება აუცილებელი პუნქტი გახდა დიდგვაროვნებისთვის, რომლებიც ევროპულ რომანტიკულ ”გრანდ ტურებს” აწყობდნენ.

 

4

 

მას შემდეგ აქ ტურისტულმა ინდუსტრიამ განვითარება დაიწყო და ამჟამად ქალაქი მოგზაურებისთვის ტოპ-მიმართულებად იქცა.

 

 

გირალდას კოშკი – სევილიის სიმბოლო

 

5

 

გირალდას კოშკი სევილიის ყველაზე ცნობილი სიმბოლოა და ძალიანაც რომ გინდოდეს, მას გვერდს ვერ აუვლი, რადგან ეს უზარმაზარი ნაგებობა ქალაქის ნებისმიერი წერტილიდან კარგად ჩანს.

 

აქ ყველაფერი უჩვეულოა: ისტორიაც, დანიშნულებაც, იერსახეც, და საერთოდაც რომ შენარჩუნდა, ეს უკვე სასწაულია: ეს გახლავთ ერთადერთი გადარჩენილი მინარეთი. დიახ, გირალდა თავდაპირველად მინარეთი გახლდათ.

 

6

 

იმ დროს, როცა ესპანეთს მავრები მართავდნენ, სევილიაში უმსხვილესი მეჩეთი იყო,  რომელიც მე-12 საუკუნეში ააგეს. იმ დროსვე აშენდა მინარეთი, მაგალითად კი მარაკეშის უდიდესი მეჩეთი აიღეს.

 

მე-13 საუკუნის ნახევარში, ესპანელებმა მავრები განდევნეს და მეჩეთი კათოლიკურ ტაძრად აქციეს, მინარეთისთვის კი ხელი არ უხლიათ, მხოლოდ ზარები და ჯვარი დაამატეს და ამგვარად სამრეკლოდ იქცა.

 

ალკაზარის სასახლე – ესპანეთის სახე

 

8

 

ალკაზარის სასახლე სევილიაში – ერთ-ერთი იმ ნაგებობათაგანია, რომელიც ქვეყნის სახეს განაპირობებს: გაზვიადების გარეშე, იგი ესპანეთის ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობების სიაში შედის.

 

9

 

 

ალკაზარი მავრებმა ააშენეს მათი მმართველობის დროს – ეს გახლავთ მსოფლიოში უძველესი მეფის სასახლე, რომელსაც დღემდე იყენებენ. მე-13 საუკუნეში რეგიონი ესპანელებმა დაიპყრეს და ყველა მავრიტანული ნაგებობა საკუთარი საჭიროებების მიხედვით გადააკეთეს.

 

7

 

ასე მოხდა ალკაზარის შემთხვევაშიც: იგი გაადიდეს და დაამატეს რამდენიმე გოტიკური შენობა. ამ დროიდან სასახლე მრავალი წლის განმავლობაში კასტილიის მეფეების რეზიდენცია გახლდათ, შემდეგ კი ესპანეთის მეფეების ერთ-ერთი რეზიდენცია. ეს მონარქები ერთ დროს ევროპულ სამეფო დინასტიებს შორის უმდიდრესი იყო (ამერიკის აღმოჩენისა და ოქროს მოპოვების წყალობით), ამიტომ სასახლეს სულ უფრო ალამაზებდნენ, ადიდებდნენ და კარგ მდგომარეობაში ინარჩუნებდნენ.

 

 

ესპანეთის მოედანი სევილიაში

 

10

 

სევილიის ესპანეთის მოედანი დასავლეთ ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე თანამედროვე და გამორჩეულ მოედნად მიიჩნევა, ეს გასაკვირიც არ არის – იგი სხვა არცერთ მოედანს არ ჰგავს.

 

11

 

მოედანი 1928 წელს ააშენეს იბერო-ამერიკული გამოფენისთვის. იგი ცნობილმა არქიტექტორმა, ანიბალ გონსალესმა დააპროექტა.

 

12

 

გამოფენის ორგანიზატორების სურვილით, მოედანი დიდი უნდა ყოფილიყო და აესახა ესპანეთის სწრაფი განვითარების უნიკალურობა.

 

13

 

საამისოდ, პარკი გადააკეთეს, ცალკე ნაწილში ეს დიდი, ნახევარწრის ფორმის მქონე მოედანი გააკეთეს, მის კუთხეებში კი ძალიან ორიგინალური შენობები ააგეს. ამჟამად, ესპანეთის მოედანი სევილიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობაა.

 

 

მარია-ლუიზას პარკი

 

14

 

მარია-ლუიზას პარკი – ძირითადი ქალაქის პარკია და ის სრულიად ასახავს ხმელთაშუაზღვის მზიან კლიმატს. საპარკო კომპლექსი მდინარე გვადალკვივირის გასწვრივაა გადაჭიმული და ესპანეთის მოედანიც მასშია განთავსებულია.

 

15

 

თავდაპირველად, პარკი სან-ტელმოს სასახლეს ეკუთვნოდა, ობლების თავშესაფარი იყო განთავსებული.

 

16

 

შემდეგ თავშესაფარი დაიხურა, სასახლე საცხოვრებელ სახლად იქცა, ახალმა მფლობელმა კი პარკი ქალაქს აჩუქა. ეს 1893 წელს მოხდა, მას მერე ეს ადგილი ბევრჯერ გადაკეთდა. ამჟამად, მარია-ლუიზას პარკი 34 ჰექტარს იკავებს და მასში უამრავი საინტერესო რამ არის სანახავი.

 

შოპინგი სევილიაში

 

 

21

 

ქალაქის მთავარი საფეხმავლო შოპინგ-არტერია გახლავთ Calle Sierpes, სადაც ცნობილი სავაჭრო მარკაების გარდა, სპეციფიკურებსაც  შეხვდებით. მაგალითად, ადგილობრივი ბრენდი Artesania Textil შესანიშნავი აბრეშუმის ხელნაკეთი თავსაბურავებით და Sombreria Maquedano მამაკაცის შლაპებით.

 

18

 

სევილიის სტილის ევოლუციით დასატკბობად, უნდა გაისეირნოთ Calle Cuna-ზე, სადაც ყველაფერი ცოცხლობს, სუნთქავს და ტკბება ფლამენკოთი – ძველებური კოსტუმებიდან დაწყებული, ულტრათანამედროვე ფეხსაცმლებით დამთავრებული ცეცხლოვანი ცეკვისთვის.

 

19

 

დაბოლოს, შეუძლებელია, ანდალუსიის დედაქალაქი ისე დატოვო, რომ კერამიკის რაიმე ნაწარმი არ შეიძინო. ყველაზე გავრცელებული და ავთენტური სუვენირი გახლავთ ზეთისხილის ლამბაქი.

რა დავაგემოვნოთ

 

22

 

ესპანური ტაპასის (ან უბრალოდ ხემსების) სამშობლოდ სწორედ სევილია მიიჩნევა. ქალაქის ცენტრში უამრავი ტაპას-ბარია განთავსებული, რომლებსაც გვერდი არ უნდა აუაროთ, რადგან დასაგემოვნებელი იქ ნამდვილად ბევრი რამაა.

 

23

 

მაგალითად, ტაპასი tortilla espanola (კარტოფილის ომლეტი), pulpo gallego (გალიური რვაფეხა), aceitunas (ზეთისხილი),patatas bravas (კარტოფილი სუნელებით), ან queso manchego (ლა მანჩას რეგიონის ცხვრის ყველი), და რა თქმა უნდა, ტაპასი ხამონით. ასეთი ხემსების ფასი 2-3 ევროა, ან შეგიძლიათ მიქს-ნაკრები შეუკვეთოთ 15-20 ევროდ.

 

24

 

სასმელებიდან უნდა დააგემოვნოთ არა სანგრია, არამედ, Tinto de Verano  – წითელი ღვინის, ლიმონის და სოდიანი წყლის ნარევი – უფრო ავთენტური, ხელმისაწვდომი და ნაკლებად ალკოჰოლური სასმელი.

 

სევილიის კაფეები და რესტორნები

 

25

 

სევილიაში უზარმაზარი რაოდენობის კაფე, ბარები და რესტორნებია. თუ გსურთ გემრიელად ისადილოთ, უმჯობესია იპოვოთ რესტორნები, რომლებიც მხოლოდ სადილისა და ვახშმის დროს იღება.

 

26

 

ასევე, მიაქციეთ ყურადღება ადგილობრივების რაოდენობას მაგიდებთან – რაც უფრო მეტი, მით უკეთესი. წასახემსებლად, უკვე აღნიშნულ ტაპას-ბარებს უნდა ეწვიოთ. დროის მხიარულად, ხმაურიანად და შესარხოშებულად გატარება კი ტრიანის უბანში შეიძლება. მაღალი სამზარეულოს რესტორნებს კი ნერვიონის კვარტალში აღმოაჩენთ.