როგორ დაამარცხა რასიზმი ”ბარსელონას” მცველმა - კვირის პალიტრა

როგორ დაამარცხა რასიზმი ”ბარსელონას” მცველმა

უსიამოვნო ინციდენტი მოხდა 2014 წლის 27 აპრილს, ესპანური პრიმერა დივიზიონის 35-ე ტურის  ”ვილიარეალი-ბარსელონა” მატჩის დროს.  თამაშის 76-წუთი მიმდინარეობდა, ბრაზილიის ნაკრებისა და ”ბარსელონას” მცველი, დანი ალვესი კუთხურის ჩასაწოდებლად ემზადებოდა, როდესაც მას ტრიბუნებიდან ბანანი ესროლეს. როგორც წესი, მსგავს შემთხვევებში, მოთამაშე უკმაყოფილებას გამოთქვამს, მსაჯი თამაშს აჩერებს. მაგრამ ალვესი სხვაგვარად მოიქცა: ჯერ ბანანი შეჭამა და მერე კი ჩააწოდა, თითქოს არაფერი მომხდარა.

 

 

 

 

11

 

მატჩის შემდეგ დანი ალვესმა ჟურნალისტებს თავისი პოზიცია აუხსნა: ”11 წელია ესპანეთში ვარ, 11!. ასეთ ადამიანებზე უნდა გაიცინო”. სამწუხაროდ, ესპანურ ფეხბურთში რასიზმი იშვიათობას არ წარმოადგენს.

 

2

 

თამაშის შემდეგ, ალვესს ”ბარსელონას” სხვა ფეხბურთელებმა მხარი დაუჭირეს. ასე მაგალითად, ”ბარსას” ფორვარდმა, ნეიმარმა ინსტაგრამში შვილთან ერთად ფოტო გამოაქვეყნა ჰეშთეგით #weareallmonkeys, ანუ ”ჩვენ ყველანი მაიმუნები ვართ”.

 

3

 

 

ფლეშმობი უამრავმა ადამიანმა აიტაცა,  მათ შორის, ვლადიმერ კლიჩკომ, იტალიის პრემიერ მინისტრმა მატეო რენციმ, ჩეზარე პრანდელიმ, რობერტო კარლოსმა, მარიო ბალოტელიმ და ჟივალინდუ ვიეირა დე სოუზამ, რომელმაც მთელ თავის ოჯახს აჭამა ბანანი.

 

5

 

6

 

4

 

3

 

7

 

ჰეშთეგით #somostodosmacacos (ჩვენ ყველანი მაიმუნები ვართ ესპ.) ინსტაგრამსა და ტვიტერში ასობით ათასი ფოტო გამოქვეყნდა.

 

8

 

ჰარი ლინეკერმა, ცნობილმა ინგლისელმა თავდამხსმელმა და ამჟამად BBC-ს მთავარი საფეხბურთო გადაცემის წამყვანმა თავის ტვიტერში დაწერა: ”ალვესის  ბრწყინვალე რეაქცია, რომელმაც დაგვანახა, რომ რასისტები და კრეტინები ზიზღს იმსახურებენ”.

 

 

9

 

სინამდვილეში, მიჩვეულნი ვართ, რომ ფეხბურთელები, რომლების მიმართაც ფანატები რასისტული გამონახტომების უფლებას აძლევენ თავს, სულ სხვაგვარად იქცევიან – აძლევენ უამრავ ინტერვიუს იმის თაობაზე, რომ ეს დაუშვებელია. რობერტო კარლოსი, საფეხბურთო კლუბ ”ანჟიში” თამაშის დროს ატირდა, როდესაც მას ბანანი ესროლეს.

 

10

 

დანი ალვესმა კი ყველაფერი ხუმრობად აქცია და გაიმარჯვა. მთლიანად რასიზმზე ვერა, მაგრამ პატარა გამარჯვება მაინც მოიპოვა, თუ გავითვალისწინებთ, რა რეაქცია მოჰყვა მსოფლიოში მის მოხერხებულ საქციელს.