ბრაზილიელმა ტყუპებმა 100 წლის იუბილე სახალისო ფოტოსესიით აღნიშნეს
ტყუპები მარია პიგნატონ პონტინი და პაულინა პიგნატონ პანდოლფი, საუკუნეა, ერთად არიან – 24 მაისს დებმა 100 წლის იუბილე აღნიშნეს და ამასთან დაკავშირებით ბრაზილიის ქალაქ ვიტორიაში ფოტოსესიაში მიიღეს მონაწილეობა.
ფოტოგრაფმა კამილა ლიმამ გადაწყვიტა, ლამაზი და დაუვიწყარი საჩუქარი გაეკეთებინა მათთვის.