სკანდინავიელ ლამაზმანთა დინასტიის მარგალიტი: ნენა ფონ შლებრიუგე – უმა თურმანის დედა
17-06-2017
სკანდინავიელ ლამაზმანთა დინასტიის მარგალიტი: ნენა ფონ შლებრიუგე – უმა თურმანის დედა
ამ სკანდინავიელი ლამაზმანის სახელი შესაძლოა არ გეცნოთ, მაგრამ მის ნაკვთებში თავისი ქალიშვილის, უმა თურმანის ნაკვთებს აუცილებლად ამოიცნობთ. ნენა ფონ შლებრიუგე 60-იანი წლების საკმაოდ ცნობილი მოდელი გახლდათ, მისი სიმპათიური სახე არაერთხელ გამოჩენილა ჟურნალებში Vogue და Harper’s Bazaar.

 

 

 

 

 

 

1

 

1941 წელს მეხიკოში შვედი ბირგიტ ჰომლსვისტისა და გერმანელი არისტოკრატის, ბარონ ფრიდრიხ კარლ ფონ შლებრიუგეს ოჯახში ქალიშვილი, ბრიგიტ კაროლინი დაიბადა.

 

2

 

გოგონას  დედისგან არაჩვეულებრივი გარეგნობა ერგო, მამისგან კი – არისტოკრატული შარმი.

 

3

 

ნენას დედა, ბირგიტი, სახელოვანი მოქანდაკის აქსელ ებეს ცნობილი

ქმნილებისთვის ”ჩახუტება” პოზირებდა ახალგაზრდობაში. ქანდაკება დღემდე ეგებება გემებს სკანდინავიური ნახევარკუნძულის ერთ-ერთ პორტში, პატარა კონცხზე.

 

4

 

1955 წელს, Vogue-ში მომუშავე ფოტოგრაფი, ნორმან პარკინსონი თავის საქმეებზე სტოკჰოლმში გაემგზავრა, სა

დაც 14 წლის ნენა შენიშნა. სწორედ ეს შეხვედრა გახდა ახალგაზრდა ლამაზმანის სამოდელო კარიერის საწყისი. 2 წლის შემდეგ ნენა ლონდონში გადავიდა საცხოვრებლად და მაღალი მოდის სამყაროში სერიოზული კარიერით დაკავდა.

 

 

5

 

გოგონას წარმოუდგენელი წარმატება ელოდა – მას მალევე ნიუ იორკის სამოდელო სააგენტოში Ford კონტრაქტის გაფორმება შესთავაზეს.

 

 

10

 

12

 

ნენამ სიამოვნებით მიიღო წინადადება და სხვა კონტინენტზე გაემგზავრა, სადაც ჟურნალებთან Vogue და Harper’s Bazaar დაიწყო თანამშრომლობა. გოგონას იმ დროის საუკეთესო ფოტოგრაფები იღებდნენ – რიჩარდ ავედონი, უილიამ კლაინი, ბერტ შტერნი და ნორმან პარკინსონი.

 

6

 

ფოტოგრაფები ნენას არისტოკრატულობას, დახვეწილობასა და შარმს მომგებიანად იყენებდნენ – სასახლეების უმდიდრეს ინტერიერებში იღებდნენ ლამაზ სამოსებში. გოგონას არისტოკრატული გარგნობა ამ ყველაფერს ბუნებრივად ერწყმოდა.

 

7

 

9

 

 

ნენას დახვეწილი სილამაზე თანამედროვეობის უამრავ ფოტოგრაფსა თუ მხატვარს შთააგონებდა. ამბობენ, რომ  სალვადორ დალის მუზაც გახდა, რომელმაც 1963 წელს ლამაზმანი ექიმ-ფსიქიატრს, ტიმოთი ლირის გააცნო.

 

8

 

1 წლის შემდეგ ტიმოთი და ნენე  მილიარდერ უილიამ ჰიჩკოკის მდიდრულ ვილაში დაქორწინდნენ.

 

 

11

 

ქორწინებამ მხოლოდ 1 წელიწადს გასტანა. 2 წლის შემდეგ კი ნენე საოცრად ექსტრავაგანტულ ადამიანს – რობერტ თურმანს გაჰყვა ცოლად. რობერტი  პირველი ამერიკელი იყო, რომელიც თვით დალაი ლამამ აღკვეცა ბერად.

 

15

 

 

წყვილი დღემდე ჰარმონიულად ცხოვრობს, მათ ოთხი შვილი ჰყავთ, ერთ-ერთი  – ცნობილი მსახიობი უმა თურმანი გახლავთ, რომელიც ძალიან ჰგავს დედას.

 

13

 

უმა 1970 წელს დაიბადა. მისი სახელი ”ნეტარების გამზიარებელს” ნიშნავს. ნენამ შვილების დაბადების შემდეგ სამოდელო კარიერა დაასრულა და მეუღლის იდეებს იზიარებდა – ბუდიზმის აქტიურ პოპულარიზაციას ეწეოდა შტატებში და დიპლომირებული ფსიქოლოგიც გახდა.

 

 

16

 

დღეს ნენა ტიბეტური მედიცინის Menla Mountain Retreat აღმასრულებელი დირექტორია, ამაყობს  წარმატებული და ნიჭიერი შვილებით, და კვლავაც რჩება ისეთივე არისტოკრატ-ლამაზმანად და უბრალოდ ბედნიერ ქალად.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თვის კითხვადი სტატიები