არც სმენა და არც ხმა - ყველაზე უნიჭო საოპერო დივას ცხოვრება და კარიერა - კვირის პალიტრა

არც სმენა და არც ხმა - ყველაზე უნიჭო საოპერო დივას ცხოვრება და კარიერა

ფლორენს ფოსტერის ისტორია 1868 წლის 19 ივლისს, პენსილვანიის შტატის ქალაქ უილკს-ბარში დაიწყო. მოსიყვარულე მშობლებმა იზრუნეს, რომ ფლორენსს კარგი განათლება მიეღო, და რა თქმა უნდა, როგორც ყველა გოგონა კარგი ოჯახიდან, ისიც სწავლობდა მუსიკას. არც ხმა ჰქონდა და არც სმენა, თუმცა ეს დიდ პრობლემას არ წარმოადგენდა მისთვის.

 

 

 

 

 

 

1

 

ჯიუტმა ფლორენსმა მშობლებს განუცხადა, რომ საოპერო არტისტი გახდებოდა. ვინაიდან მამამისი რეალისტი და საღად მოაზროვნე ადამიანი იყო, შვილს ურჩია, უარი ეთქვა ამ იდეაზე. მაგრამ ფლორენსი ამან ვერ შეაჩერა და 17 წლის ასაკში ვინმე ფრენკ ტორნტონ ჯენკინსთან, პროფესიით ექიმთან ერთად გაიქცა ფილადელფიაში. მოგვიანებით ექიმი მისი ქმარი გახდა, მაგრამ ქორწინება წარუმატებელი აღმოჩნდა. ფრენკმა მომღერლის ნიჭს ვერ გაუძლო და გაიქცა. განქორწინების შემდეგ ფლორენსი ფილადელფიაში დარჩა და  ფორტეპიანოს მასწავლებლობით ირჩენდა თავს.

რამდენიმე ხნის შემდეგ მის ცხოვრებაში თეატრალური მსახიობი სენტ-კლერ ბეიფილდი გამოჩნდა, რომელმაც მისი მენეჯერობა იკისრა. ეს ურთიერთობა ფლორენსის ცხოვრების ბოლომდე გაგრძელდა.

 

3

 

40 წელს გადაცილებულ ფლორენსს მამა გარდაეცვალა და შთამბეჭდავი მემკვიდრეობა ერგო წილად. სწორედ მამის გარდაცვალება აღმოჩნდა ფატალური ხელოვნების მოყვარულებისთვისაც, რადგან ფულმა ფლორენსს საშუალება მისცა, მომღერლის კარიერა წინ წაეწია. ის საოპერო გაკვეთილებს იღებდა ერთ-ერთი საოპერო დივასგან, რომლის სახელსაც საგულდაგულოდ მალავდა, და ფილადელფიისა და ნიუ იორკის მუსიკალურ წრეებში აქტიურად ტრიალებდა.

როდესაც 60 წლის გახდა, ფლორენსს დედაც გარდაეცვალა და მის ქონებას დამატებითი თანხები შემოემატა.

 

3

ნელნელა, მადამ ჯენკინსი ნიუ იორკში ცნობილი გახდა, წელიწადში ერთხელ დახურულ კონცერტს მართავდა, სადაც მხოლოდ რჩეულებს იწვევდა - მეგობრებს, თაყვანისმცემელებს, კრიტიკოსებსა და კოლეგებს. ხანდახან მსმენელების რაოდენობა 800-ს აღწევდა.

ფლორენსის რეპერტუარი მოცარტის, ვერდის, შტრაუსისა და ბრამსის ნაწარმოებებისგან შედგებოდა, რომლებიც მის ტექნიკურ შესაძლებლობებს აღემატებოდა.

 

5

 

ასევე, საკმაოდ "მიმზიდველი" იყო მისი სასცენო კოსტუმებიც,  სცენაზე "შთაგონების ანგელოზის" ფორმაში გამოდიოდა, მუყაოს ფრთებით ზურგზე.

კრიტიკოსი დანიელი ხაზს უსვამდა მომღერლის ხმის უნიკალურობას და წერდა: "ის კაკანებდა, ხაოდა, ყვიროდა და ვიბრირებდა".

 

7

 

ფლორენსის მუდმივი აკომპანიატორი კოსმე მაკმუნი, თვალცრემლიანი იხსენებდა: "სიმღერის დროს ყველაფერი ავიწყდებოდა, ვერაფერი შეაჩერებდა ამ მომენტში მას. ეგონა, რომ უდიდესი არტისტი იყო".

 

8

მეტროპოლიტენ-ოპერას მენეჯერის დამხმარის მოგონებებიდან: "1943 წელს ტაქსით მგზავრობისას ავარიაში მოჰყვა, რის მერეც აღმოაჩინა, რომ ყველაზე მაღალი ფა ნოტის აღება შეუძლია. იმის ნაცვლად, რომ ტაქსის მძღოლისთვის ეჩივლა, ძვირად ღირებული ჰავანური სიგარა გაუგზავნა საჩუქრად. სიმართლე გითხრათ, ეს ფა ნოტი არავის გაუგია, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს".

ამ დროს კი პუბლიკას  "პური და სანახაობა" სურდა და ფლორენსის კონცერტებზე დიდი ინტერესით დადიოდა. ჯენკინსმა პირველივე ცდიდან ჩაწერა გრამფირფიტა, რომლის მოსმენის შემდეგ განაცხადა, რომ ის გენიალურია.

 

9

მისი კარიერის აპოთეოზი კი გახლდათ კარნეგი-ჰოლში გამოსვლა - ბილეთები რამდენიმე კვირით ადრე გაიყიდა მიუხედავად საომარი მდგომარეობის, კრიზისისა და ბილეთების საკმაოდ მაღალი ფასისა. მქუხარე აპლოდისმენტებმა დარბაზში სიცილიც კი გადაფარა.

ფლორენსი კონცერტის შემდეგ 1 თვეში, 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. მომაკვდავსაც გულწრფელად სწამდა, რომ ის უდიდესი საოპერო მომღერალია, დარბაზში სიცილსა და პრესაში კრიტიკას კი მისი ღვთაებრივი სოპრანოს მოშურნეებს აბრალებდა.

თანამედროვე მკვლევარები ასეთ მდგომარეობას კოგნიტიური აშლილობის ერთ-ერთ სახეობად მიიჩნევენ და მას "დანინგ-კრიუგერის ეფექტი" უწოდეს.

 

13

მადამ ჯენკინსი ნიო იორკელების მეხსიერებაში დიდ ხანს დარჩა. მისი ცხოვრების მოტივების მიხედვით პიესებს დგამენ, ფილმებს იღებენ. 2015 წელს ფრანგული ფილმი "მარგარიტა" გამოვიდა, 2016 წელს კი ამერიკაში უფრო მხიარული ვერსია "ფოსტერ ჯენკინსი" გადაიღეს მერილ სტრიპისა და ჰიუ გრანტის მონაწილეობით.

 

11

 

04743 Florence Foster Jenkins - Photo Nick Wall.NEF