ადამიანების მასობრივი გაუჩინარების მისტიკური შემთხვევები, რომლებიც დღემდე საიდუმლოდ რჩება
ადამიანების მასობრივი გაუჩინარების მისტიკური შემთხვევები, რომლებიც დღემდე საიდუმლოდ რჩება
ნებისმიერი დანაშაული კვალს ტოვებს – ამ ცნებას მსოფლიოს კრიმინალისტები და გამომძიებლები არ ეთანხმებიან. არ შეიძლება, ადამიანი, ასე უბრალოდ გაქრეს, კიდევ უფრო შეუძლებელია, ასეთი რამ რამდენიმე ადამიანს დაემართოს. ან, იქნებ, შესაძლებელია?

 

 

 

 

 

ესკიმოსური სოფელი ანგიკუნის ტბაზე


 

 

2

 

უკვე 80 წელი გავიდა, მეცნიერებმა კი დღემდე ვერ იპოვეს ახსნა, თუ როგორ გაქრნენ მთელი სოფლის მცხოვრებლები 1930 წელს კანადაში. ანგიკუნი – ასეთ სახელწოდებას ატარებდა არამხოლოდ ტბა, არამედ, მეთევზეების სოფელი მის მახლობად, სადაც 2000 ინუიტი ცხვრობდა.

 

3

 

ეს ადგილი

You must have Flash Player installed in order to see this player.
მიმზიდველი იყო მონადირეებისა და მეთევზეებისთვის. მიუხედავად იმისა,
რომ ანგიკუნიმდე მიღწევა ადვილი არ ყოფილა, მაინც ჩნდებოდნენ მამაცი ადამიანები, რომელთა შორის გახლდათ მონადირე სახელად ჯო ლაბელი. ის ხშირად სტუმრობდა აქაურობას, ნადირობის შემდეგ კი ინუიტების სოფელში უყვარდა გაჩერება დასასვენებლად.

 

1930 წლის 12 ნოემბერს, ლაბელმა ვერ მოახერხა ძველ ნაცნობებთან შეხვედრა. იმ დღეს ძალიან ციოდა, მონადირე ძლიერ გაიყინა და წამებს ითვლიდა, სანამ სოფლამდე მიაღწევდა. ბოლოს და ბოლოს გამოჩნდა იგლუები, მაგრამ ჯომ შენიშნა, რომ ირგვლივ საეჭვო სიცარიელეა.  პირველივე საცხოვრებელში შევიდა,  სახლში არავინ იყო, მაგრამ გარემო თითქოს მეტყველებდა, რომ ოჯახმა  რამდენიმე წუთის წინ დატოვა აქაურობა: ცეცხლზე ქვაბი თუხთუხებდა, ყველა ნივთი თავის ადგილზე იყო.

ჯომ მთელი სოფელი მოიარა, მაგრამ ვერავინ იპოვა. იგლუებში თბილი ტანსაცმელი, იარაღი და საკვები პროდუქტები ხელუხლებელი იყო.

თოვლზე ადამიანის ნაფეხურები არ შენარჩუნდა, მიუხედავად მშვიდი ამინდისა. შეშინებული მონადირე უახლესი ტელეგრაფისკენ გაემართა და პოლიცია გამოიძახა.

 

4

 

პოლიციამ საშინელი რამ აღმოაჩინა: ადგილობრივი სასაფლაო განადგურებული იყო – საფლავები ამოთხრილი, გვამები კი გამქრალი. სოფლის მახლობლად მკვდარი ძაღლები იპოვეს. ესკიმოსები თავიანთ ძაღლებს მარჩენალებად მიიჩნევდნენ და არავითარ შემთხვევაში არ მოკლავდნენ.

 

სად გაქრნენ ესკომოსები და  რატომ მიყარეს ასე უპატრონოდ ყველაფერი, დღემდე გამოცანად რჩება.

 

ფლანანის კუნძულის შუქურა

 

5

 

ფლანანი – მცირე არქიპელაგია შოტლანდიის მალხლობლად. ერთ-ერთ პატარა კუნძულზე 23-მეტრიანი შუქურაა აღმართული. დღეს კუნძულები

უკაცრიელია: მას შემდეგ, რაც შუქურამ ავტომატურად დაიწყო მუშაობა, ზედამხედველების საჭიროება უკვე აღარ არის.

 

6

 

გასული საუკუნის დასაწყისში კი აქ მუდმივად დარაჯობდა 3 ზედამხედველი, კიდევ ერთი სანაპიროს სადგურზე იმყოფებდა. იდუმალი შემთხვევის დროს ზედამხედველის მოადგილე ჯეიმს დუკატი, პირველი დამხმარე თომას მარშალი და ასისტენტი დონალდ მაკართური მორიგეობდნენ. მთავარი ზედამხედველი ჯოზეფ მური შემდგომში ამბობდა, რომ ყველაფერი ჩვეულებრივად იყო 3 კვირით ადრე, როდესაც შუქურა დატოვა.

 

მაშ ასე, 1900 წლის 15 დეკემბერს გემიდან „არქტორი“ შეტყობინება მოვიდა: ეკიპაჟი აცხადებდა, რომ შუქურიდან არავითარი სიგნალი არ მოდიოდა. სამწუხაროდ, ხელისუფლებამ ამას დიდი მნიშვნელობა არ მიანიჭა, რეისი, რომელიც 20 დეკემბერს შუქურისკენ უნდა გამგზავრებულიყო, გადადეს უამინდობის გამო. ჯოზეფ მურმა და მისმა ჯგუფმა მხოლოდ 26 დეკემბერს მიაღწია შუქურამდე, მაგრამ მათ არავინ დახვდა. ყველა კარი ჩაკეტილი იყო, ლოგინები დაულაგებელი, საათი კი გაჩერებული.

საოცარია,მაგრამ შუქურის ლამფები შესანიშნავად იყო გაწმენდილი, მასში საკმარისი საწვავი იყო, ზედამხედველების წყალგაუმტარი ლაბადები კი საკიდზე ეკიდა. ერთადერთი უცნაური რამ კი სამზარეულოს გადაბრუნებული მაგიდა იყო. და, რა თქმა უნდა, ადამიანების გაქრობა.

გაოგნებული მური ჟურნალში ჩანაწერებს კითხულობდა:

 

12 დეკემბერი. დღე. ძლიერი ჩრდილო-დასავლეთის ქარი. ზღვა მძვინვარებს. არასოდეს მინახავს მსგავსი შტორმი.

12 დეკემბერი. შუაღამე. შტორმი კვლავ მძვინვარებს. გარეთ გასვლა შეუძლებელია. გავლელმა გემმა სიგნალი ვერ გაიგონა და ისე ახლოს ჩაგვიარა, რომ კაიუტების შუქიც კი ჩანდა. დუკატი გაღიზიანებულია. მაკართური ტირის.

13 დეკემბერი. შუადღე. შტორმი მთელი ღამის განმავლობაში არ გაჩერებულა. ნაცრისფერი დღის შუქი. დუკატი და მაკართური ტირიან და ლოცულობენ.

14 დეკემბერი. გამოსავალი არ არის. ყველანი ვლოცულობთ.

15 დეკემბერი. შტორმი დასრულდა. ზღვა მშვიდია. ღმერთმა გვიხსნა.

 

ამ ჩანაწერების უცნაურობა იმაშ მდგომარეობდა, რომ ამ დღეებში ფლანანის მიდამოებში ამინდი, რა თქმა უნდა, კარგი არ იყო, მაგრამ შტორმი მხოლოდ 16 დეკემბერს, დილით დაიწყო, როდესაც შუქურა უკვე დღე-ღამის განმავლობაში არ ანათებდა. დუკატი და მაკართური კი გამოცდილი და მამაცი მეზღვაურები იყვნენ, რომლებც შტორმის დროს არასოდეს ლოცულობდნენ და მით უმეტეს, არ ტიროდნენ.

 

 

7

 

კუნძულის საგულდაგულო დათვალიერება უშედეგოდ დასრულდა. ოფიციალური ვერსიის თანახმად, ზედამხედველები უჩვეულოდ ძლიერი შტორმის მსხვერპლნი გახდნენ. მაგრამ ამ ვერსიას არავინ დაუჯერა.

მკითხველის კომენტარი (1)
nino
14 ივლისი 2017 16:29
რა საინტერესოა, რამე დოკუმენტური ფილმებიც იქნება ალბათ ამ ისტორიებზე ან უფრო ვრცელი მასალა
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.
რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები