„თქვენ ვენეცია საპირფარეშოდ აქციეთ!“: Pink Floyd-ის ისტორიული კონცერტი სან-მარკოს მოედანზე - კვირის პალიტრა

„თქვენ ვენეცია საპირფარეშოდ აქციეთ!“: Pink Floyd-ის ისტორიული კონცერტი სან-მარკოს მოედანზე

1989 წლის ივლისში ვენეციაში Pink Floyd-ის დაუვიწყარი კონცერტი ჩატარდა. ქალაქის მმართველობამ  სან-მარკოს მოედანზე კონცერტის გამართვის ნება დართო, ეს კი ვენეციის მთავარი სიმბოლოა, სადაც ქალაქის ყველაზე ცნობილი არქიტექტურული ძეგლებია წარდგენილი. ვენეციელები ამ გადაწყვეტილებამ აღაშფოთა.

 

 

 

 

 

 

 

2

 

3

 

4

 

5

 

 

 

როკ-ჯგუფის გამოსვლის ტრანსლაცია პირდაპირ ეთერში 20-ზე მეტ ქვეყანაში მიმდინარეობდა, მას თითქმის 100 მილიონმა ადამიანმა უყურა ტელევიზორით და ცოცხლად – 200 ათასმა. კონცერტი სულ რაღაც 1,5 ნახევარი გაგძელდა, მის შედეგებს კი ქალაქი კიდევ დიდ ხანს იმკიდა.

 

6

 

 

მუსიკოსები მცურავ სცენაზე გამოდიოდნენ.

 

7

 

კონცერტი ყველასთვის უფასო იყო.

 

8

 

თუნდაც ღამის გასათევი ყველასთვის საკმარისი ყოფილიყო, ეს პრობლემას ვერ გადაწყვეტდა. სპეციალურად კონცერტისთვის ჩამოსულ უამრავ ტურისტს სასტუმროს ფული არ ჰქონდა, ამიტომ პირდაირ ღია მოედანზე ეძინათ.

 

11

 

ვენეციის პოლიცია აპროტესტებდა, რადგან წესრიგის დასაცავად პერსონალი არ ჰყოფნიდა. მაღაზიების მფლობელებმა მაროდიორობის შიშით შესასველელებში ბარიკადები მოაწყვეს.

 

9

 

10

 

Pink Floyd-ის მუსიკოსები დათანხმდნენ გამოსვლისას ხმის ჩაწევას, რათა გამაძლიერებლების ვიბრაციებს არ დაეზიანებინა ვენეციის ძველებური არქიტექტურა. სამწუხაროდ, ჯგუფის თაყვანისმცემლებმა ბევრად მეტი ზიანი მიაყენეს შენობებს: ადიოდნენ სახურავებზე, ასევე, საპირფარეშოდ საამისოდ შეუფერებელ ადგილებს იყენებდნენ.

 

12

 

13

 

15

 

 

კონცერტის შემდეგ ტურისტებმა მოედანზე 300 ტონა ნაგავი დატოვეს. განადგურდა უამრავი განათების ბოძი.

 

16

 

17

 

18

 

 

გამოცემა Independent.uk მაშინ წერდა: „ვენეციური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტის, ჯანი დე მიკელისის ხელმძღვანელობით ვენეციამ Pink Floyd-ის გრანდიუზული კონცერტის გამართვაზე თანხმობა მისცა, რომელმაც სან-მარკო გიგანტურ ტუალეტად აქცია და გამაძლიერებლების ვიბრაციით შენობები დააზიანა. დე მიკელისი ასევე ლობირებდა ვენეციაში გამოფენას Expo 2000 – როგორც ჩანს, გეგმავდა, ქალაქი მინი-დისნეილენდად ექცია“.

 

19

 

20

 

 

გაბრაზებულმა ვენეციელებმა მერიასთან 7-საათიანი მჯდომიარე გაფიცვა მოაწყვეს და გაჰყვიროდნენ: „სულელებო, გადადექით! თქვენ ვენეცია საპირფარეშოდ აქციეთ!“. ბოლოს და ბოლოს, მთელმა სქალაქო საბჭომ მართლაც დატოვა თანამდებობები.