მოძრაობის წესების ნაციონალური თავისებურებანი - კვირის პალიტრა

მოძრაობის წესების ნაციონალური თავისებურებანი

საგზაო მოძრაობის უნივერსალური წესები არსებობს, რომლებიც მიღებულია ფაქტობრივად მთელ მსოფლიოში. მაგრამ ყოველ ქვეყანაში თავისი ნაციონალური მახასიათებელია, რომელსაც იცავენ ავტომობილისტები და რომელიც ქვეყნის სტუმრებმა უნდა გაითვალისწინონ. აი, ზოგი მათგანი.

 

 

 

 

 

 

დაარღვიე? გადაიხადე!

 

2

 

ფინეთის საგზაო პატრულის თანამშრომლებს აინტერესებთ არამხოლოდ დარღვევის ფაქტი, არამედ, დამრღვევის შემოსავალიც. საქმე იმაშია, რომ ადგილობრივ გზებზე  ჯარიმის თანხა პირდაპირ კავშირშია მძღოლის ფინანსურ მდგომარეობაზე. მაგალითად, 170 000 ევროს ოდენობით ჯარიმა გამოუწერეს მძღოლს, რომლის წლიურმა შემოსავალმა 7 მლნ ევრო შეადგინა.

 

ნასვამი – ნიშნავს უდანაშაულოს

 

3

 

იმ დროს, როდესაც მთელ მსოფლიოში ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის ტარება აკრძალულია და კანონით ისჯება, ურუგვაიში სიმთვრალე შემარბილებელ გარემოებად ითვლება. რა უნდა მოსთხოვო მთვრალს, არა?

 

შესვლა აკრძალულია

 

4

 

შვეიცარიის პატარა ქალაქ ცერმატში წესიერად არც კი იციან, რა არის გამონაბოლქვი და ბენზინზე მაღალი ფასები. საქმე იმაშია, რომ ქალაქში გამონაბოლქვის მქონე მანქანების შესვლა აკრძალულია. აქ მხოლოდ ველოდიპედებით და ცხენის ეტლზე არის დაშვებული მოძრაობა, ან ელექტრომობილზე.

 

იტალიური ფეშენი

 

5

 

ყველამ კარგად იცის, როგორი ემოციურები არიან იტალიელები, და ეს რაღა თქმა უნდა, მძღოლებზეც ვრცელდება. ამიტომ, აქტიური ჟესტიკულაცია და ”ცხელი” ხასიათი უბრალოდ საშუალებას არ აძლევთ იტალიელ მძღოლებს, ატარონ ღვედი დანიშნულებისამებრ, როგორც ეს მკაცრი კანონითაა გაწერილი. მოხერხებულმა იტალიელებმა გამოსავალი იპოვეს: მძღოლებს მგზნებარედ შეუყვარდათ მაისურები, რომლებზეც ღვედია მიხატული.

 

ტუალეტი ბორბლებზე

 

6

 

სწორედ ასე შეიძლება უწოდო კანონს, რომელიც დიდი ბრიტანეთის მოსახლეობასა და სტუმრებს საშუალებას აძლევს საზოგადოებრივ ადგილებში მოისაქმონ. ერთი პირობით: საკუთარი ავტომობილის უკანა საბურავზე, ამასთან, მარჯვენა ხელი ავტომობილს უნდა მიადოთ. რა თქმა უნდა, კანონი მხოლოდ მამაკაცებს ეხებათ.

 

საფეხმავლო გადასასვლელი

 

7

 

ავსტრალიაში, კოალების ველურ ბუნებში გაქრობის პრობლემა ძალზედ აქტუალური იყო ერთ დროს. საქმე იმაშია, რომ ღამით მძღოლები უბრალოდ ვერ ამჩნევდნენ ცხოველებს, რომლებიც გზაზე გადადიოდნენ. ამიტომაც გადაწყდა, რომ მოეწყოთ მათთვის ერთგვარი გადასასვლელი ხიდები: ორივე მხრიდან ევკალიპტებს შორის გადაჭიმულია  ლიანები. ავარიებმა საგრძნობლად იკლო, კოალებს გადაშენება აღარ ემუქრებათ.