"თვითმფრინავი ორად გაიპო და... " - ავიაკატასტროფისას 3000-მეტრის სიმაღლიდან ვარდნისას გადარჩენილი გოგონას ამბავი - კვირის პალიტრა

"თვითმფრინავი ორად გაიპო და... " - ავიაკატასტროფისას 3000-მეტრის სიმაღლიდან ვარდნისას გადარჩენილი გოგონას ამბავი

იულიანე კიოპკე 1954 წელს ლიმაში დაიბადა. გოგონას სურდა, მშობლების გზას დადგომოდა და ზოოლოგი გამხდარიყო, 1971 წელს კი მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე უჩვეულო თავგადასავლის მონაწილე გახდა.

 

 

3

 

ის თვითმფრინავის ავარიის დროს  3000-მეტრის სიმაღლიდან თავისუფალი ვარდნისას გადარჩა. მაგრამ ისტორია ამით არ დასრულებულა. ამაზონის ჯუნგლები მას 10-დღიან მარტოობას, გამოცდასა და გადარჩენისთვის ბრძოლას უმზადებდა. იულიანე სადღაც ტყეში, ლიმასა და პუკალპას შორის აღმოჩნდა, ძლიერი ტვინის შერყევა მიიღო, მუხლის მყესი გაწყვეტილი ჰქონდა,  ლავიწის მოტეხილობა, შეშუპების გამო მხოლოდ ერთი თვალით ხედავდა ბუნდოვნად. Lockheed L-188 Electra-ს უკანასკნელი ფრენის დროს 92-დან 77 მგზავრი ადგილზე დაიღუპა. 14 ადამიანი გადარჩა, მაგრამ სერიოზული ტრავმების შედეგად ყველა დაიღუპა. მათი ნეშტები 15 კვ კილომეტრის ფართობზე მიმოიფანტა. თვითფრინავის ნამსვრევების ჰაერიდან შენიშვნა ამაზონის ტყეებში ვერ მოხერხდა.

4

 

აეროპორტი ხორხე ჩავესი (ლიმა, პერუ). 1971 წლის 24 დეკემბერი. მარია და მისი ქალიშვილი იულიანე თვითმფინავში ჩასხდომას ელოდნენ, რომელიც ქალაქ პუკალპაში მიფრინავდა.

 

5

 

"ძალიან კმაყოფილი ვიყავი, გამოსაშვებ კლასს ვამთავრებდი და ახლა უკვე შემეძლო, მამა მომენახულებინა ახალ სამსახურში. ის დამპირდა, რომ ერთად გამოვიკვლევდით ანდების სხვადასხვა მწერებს: 20-სანტიმეტრიან ტარაკნებს, ტროპიკულ ჭიანჭველებს და პეპლების ახალ სახეობებს. მიხაროდა, რომ 3 თვის განმავლობაში მშობლებთან ერთად მომიწევდა ყოფნა ბიოსადგურზე, სადაც მათ კვლევების ახალი პროგრამა მიჰყავდათ ბუნების ისტორიაში, სან მარკოსის დიდ ეროვნულ უნივერსიტეტში."

რეისმა დაიგვიანა, ეს კომპანიისთვის LANSA ჩვეული ამბავი იყო. ცოტა რეისს ასრულებდა, სამიდან 2 თვითმფრინავი დაკარგა, უსაფრთხოების ნორმებს კი გაჭირვებით იცავდა.

"მახსოვს ეფექტური და ძალიან ახლო პეიზაჟი, ღრუბლებს მიღმა ჯუნგლებს ვხედავდი. ტყის უხვი სიმწვანის გამო შეუძლებელი იყო დადგენა, რა სიმაღლეზე მივფრინავთ. ყველაფერი ჰარმონიული და ლამაზი იყო და ჩემი დამდეგი არდადეგების სასიხარულო შეგრძნებებს შეეფერებოდა. დედაჩემს ჩემი ხელი ეჭირა. მასთან და ამ შესანიშნავ ხედებთან ერთად თავს ბედნიერად გვრძნობდი".

6

 

ფრენა 50 წუთს უნდა გაგრძელებულიყო და უკვე 30 წუთში ცა ღრუბლებით დაიფარა.

"ღრუბლები ნელ-ნელა ნაცრისფერი ხდებოდა. თვითმფრინავის მოძრაობა საქანელას დაემსგავსა. უაზრმაზარი ქარბუქი დაიწყო, ცა გაშავდა. რაც შეიძლება სწრაფად ლიმაში უნდა დავბრუნებულიყავით, ან კურსი შეგვეცვალა, მაგრამ ვინაიდან შობა დგებოდა, ყველას სურდა, ახლობლებთან მალე აღმოჩენილიყო. ასევე ფიქრობდა პილოტიც და ცდილობდა, რადაც არ უნდა დაჯდომოდა, ეფრინა ამ ქარბუქში და ჭექა-ქუხილში. მაგრამ შეძლებდა კი თვითმფრინავი ამის ატანას? საშინლად ინჯღრეოდა და ნივთები ბარგის თაროებიდან სცვიოდა. დედას ხელი ძლიერ მოვუჭირე.

მოულოდნელად, სალონში ძრავის გროტესკული ხმა შემოვიდა. საშინელ ჭრიალსა და სტვენაში პილოტის ხმა მოისმა: "გატყობინებთ, რომ საჰაერო ტალღების ზონა, რომელშიც მივფრინავთ, ძლიერი ჭექა-ქუხილით არის გამოწვეული. შეიკარით ღვედები…"

სალონმა თითქოს შვებით ამოისუნთქა და თვითმფრინავის მოძრაობებს უკვე უფრო მშვიდად აღიქვამდა. გაშეშებული ვუყურებდი ძრავას, თითქოს მასში ვპოულობდი ხსნას. დედაჩემის გაყინული ხელი გასცემდა მის მღელვარებას. ჩემი მოგზაურობა მთელი ცხოვრების მთავარ თავგადასავლად იქცა, როდესაც დამაბრმავებელმა სინათლემ პროპელერში გაიარა. თვითმფრინავი ერთ წამში გასკდა, ნაწილებად დაიშალა და ვარდნა დაიწყო".

 

7

 

მომხდარის მიზეზი ჭექა-ქუხილის დროს კომერციული ავიაციის ეკიპაჟის ტიპიურ ქმედებებს შეესაბამება. პილოტმა საშუალო სიმაღლე აიღო, ღრუბლიანობას რომ შეწინააღმდეგებოდა და ასეთი ცის პირობებში ასაფრენი ბილიკის დანახვა შეძლებოდა. ასეთ შემთხვევებში, ჰაერის ძლიერ ნაკადს შუეძლია წონასწორობა დააკარგინოს თვითმფრინავს, რაც შემდგომში მის მსხვრევას იწვევს, შესაძლოა, მასალების დაბალი ხარისხის გამო, რისგანაც Lockheed L-188 Electra იყო აწყობილი.

"თვითმფრინავი ორად გაიპო, ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს რბოლაში ვიღებ მონაწლეობას. თვითმფრინავის კუდის ნაწილში ვიჯექი, თავბრუ მეხვეოდა. დედაჩემმა იძულებით გამიშვა ხელი, რათა უკვე არასოდეს შემხებოდა. ღია სივრცეში გადმოვვარდი. ტურბინების საშინელი ხმა, რომელიც სულ უფრო შორიდან ისმოდა, საწვავის საზიზღარი სუნი და სიცოცხლესთან გამომშვიდობების დრო, ხელს არ მიშლიდა რაღაც უცნაური ზეიმი შემეგრძნო. თავისუფალი ვარდნის 3000 მეტრი მელოდა, სანამ მწვანე ხალიჩაზე დავეცი. უცებ, ჩემს ირგვლივ საოცარმა სიჩუმემ დაისადგურა. თვითმფრინავი გაქრა. ალბათ, ჯერ უგონოდ ვიყავი, შემდეგ კი აზრზე მოვედი. ვერტმფრენივით ვტრიალებდი ჰაერში, შესაძლოა, ამან შეანელა ვარდნა. გარდა ამისა, ის ადგილი, სადაც დავეცი, სქლად იყო დაფარული მცენარეებით, რამაც დარტყმის ძალა შეამცირა".

8

კადრი მხატვრული ფილმიდან

 

სავარძლის ქვეშ გამეღვიძა, და დაიწყო ახალი მოგზაურობა, ამჯერად, ჯოჯოხეთში. ეს ყველაფერი ღამის კოშმარად მეჩვენებოდა, კვლავ მეძინებოდა ცოტა ხნით. ავარიიდან მომდევნო დღის მეორე ნახევარი და პირველი ღამე თითქმის უგონოდ გავატარე, იქ სადაც "დავეშვი". როდესაც ვირწმუნე, რომ გონზე ვარ, რეალობამ დამთრგუნა. ხეებზე რკინები, სავარძლები, ტანსაცმელი და ჩემოდნები ეკიდა, ყველაფერი ტყეში იყო მიმოფანტული. მარტო აღმოვჩნდი, სრულიად მარტო და დაბნეული. 17 წლის ვიყავი.

დრო მჭირდებოდა ფიზიკურად და გონებრივად აზრზე მოსასვლელად. დაყრუებულმა და დასუსტებულმა, დავასკვენი, რომ დიდი ჭრილობები არ მქონდა, მუხლი და ლავიწი  ძლიერ მტკიოდა, ფეხზე და თვალზე ჭრილობა მქონდა. ამან ხელი არ შემიშალა, მომეხსნა ღვედი და ფეხზე დავმდგარიყავი. დედაჩემს დავუწყე ძებნა , მაგრამ ვერ ვიპოვნე. 3 გვამი აღმოვაჩინე, რომლებიც 3-ადგილიან სავარძელზე იყვნენ მიბმული. თავით დაენარცხნენ მიწაზე, ფეხები მაღლა ჰქონდათ აშვერილი. არ ვიცოდი, რა მომემოქმედებინა. ცოტათი დამშვიდებულმა, ჯოხის დახმარებით მათი დათვალიერება შევძელი და მივხვდი, რომ მათ შორის დედაჩემი არ არის – ის არასოდეს იღებავდა ფრჩხილებს".

მარია კიოპკე ვარდნას გადაურჩა, მაგრამ ტრავმების შედეგად რამდენიმე დღეში დაიღუპა.

"არავის შეუძლია იმ აუტანელი ტკივილის წარმოდგენა, რაც მე მაშინ განვიცადე. არჩევანის წინაშე დავდექი: არ უნდა გადამერჩინა თავი, ან ბედს მივნდობოდი. რატომ მხვდა წილად, მაინცდამაინც მე, ასეთი მწარე გამოცდილება მიმეღო? რატომ არის ასეთ შემთხვევებში გადარჩენა უფრო მტკივნეული, ვიდრე ჰაერში სიკვდილი? ეს კითხვები მიტრიალებდა თავში, და მე არ ვჩქარობდი, ჩემში მამაჩემის ხმა გამეგონა. არ ვჩქარობდი, გამეხსენებინა მისი ალერსი, მისი სურნელი,  მისდამი უზარმაზარი მიჯაჭვულობა, მისი წარმოუდგენელი სიმამაცე, როდესაც ფეხით იმოგზაურა რესიფიდან (ბრაზილია) ლიმაში (პერუ), მთელი წლის განმავლობაში. როდესაც ეს ყველაფერი გამახსენდა, თავს ასე მარტოდ უკვე არ ვგრძნობდი.

ვიცოდი, როგორ უყვარდა მამას ბუნება, მასთან ერთად ვსწავლობდი უამრავი არსების ცხოვრებასა და ჩვევებს, რომლებიც ახლა გარს მეხვია. ბიოლოგიური კვლევების სადგურზე წელიწადნახევრის გატარების შემდეგ, ეს ადგილი ძალიან უცნაურადაც არ მეჩვენებოდა. შემეძლო ტარანტულის ხმის იმიტირება. ვაკვირდებოდი ახალ ფრინველებს 2 თუ 3 თვის წინ, უცნობ მწერებს ვაგროვებდი. თითქმის შინ ვიგრძენი თავი და მამაჩემი ვახშმად მელოდა.

რაღაც ნაყოფი და საჭმლის ნარჩენები შევჭამე, რომლებიც მიმოფანტულ ნივთებში ვიპოვე, და ტრაგედიის ადგილი დავტოვე, როდესაც მტაცებლების მოახლოება ვიგრძენი. მამაჩემისგან ვიცოდი, რომ წყლის უახლოესი სათავე უნდა მეპოვნა მსგავს შემთხვევებში, რათა მის ნაკადს გავყოლოდი და დახმარება მეძიებინა. მაშინ არ ვიცოდი, რომ უახლოეს დასახლებულ პუნქტამდე 600 კილომეტრი მაშორებდა, და ეს ძალიან კარგი იყო, რადგან სხვაგვარად, იმედს დავკარგავდი. პირველი ღამის დადგომამდე პატარა წყარო ვიპოვე, რომელმაც წყურვილი მომიკლა და სწორი გზის პოვნის იმედი მომცა. მეორე ღამე რაღაც ორმოში გავატარე, სადაც წვიმისგან თავი დავიფარე.

26 დეკემბერი. კარამელი და ნამცხვრები დამიმთავრდა, რომლებიც ნივთების ნარჩენებში ვიპოვე. მეტი არაფერი მიჭამია ტყეში. გამახსენდა, მამაჩემი რომ მყვებოდა, როგორ მოიწამლა რაღაც ველური შხამიანი ნაყოფისგან. შიმშილის იგნორირებას ვახდენდი. ვაგრძელებდი გზას წყლის მიმართულებით.

პირველ დღეებში ვერტმფრენებისა და თვითმფრინავების ხმა მესმოდა, რომლებიც ლაინერის ნამსხვრევებსა და გარდაცვლილებს ეძებდნენ, მაგრამ არაფრით შემეძლო, ხმა მიმეწვდინა. ავარიიდან 1 კვირაში მათ ძიება შეწყვიტეს.

2 დღის შემდეგ კვლავ განვაგრძობდი გზას. თითქოს არაფერი იცვლებოდა პეიზაჟსა და ხმებში, გარდა ჩემი სუნთქვისა და ფრინველის უჩვეულო გალობის გარდა. ამ ფრინველის ხმა გამოვარჩიე, რომლიც უხვწყლიანი მდინარეების პირას ბინადრობს ტყეებში. Uirapur – ლამაზი ფრინველი, რომელიც გამთენიისას და მზის ჩასვლისას გალობს ახალი ბუდის აშენებისას და ირგვლივ სხვა ფრინველების ხმებს ახშობს. დიდი მდინარე სადღაც ახლოს უნდა ყოფილიყო.

1 იანვარი. მდინარე უკვე ახლოს იყო. რეპტილიები და ცხოველები ახლა შეიძლებოდა ჩემგან ძალიან ახლოს ყოფილიყვნენ, ისევე, როგორც ადამიანის აღმოჩენის შანსი. ამ დღეს გავცურე, თავი დინებას მივანდე, ვცდილობდი, წყალში ღია ჭრილობები არ ჩამეფლო, პირანიებისთვის ბანკეტი რომ არ მომეწყო.  ფეხები ძალიან დამისუსტდა, ვერ დავდიოდი და წონასწორობას ვერ ვიკავებდი. ღონგამოცლილი, წყლის პირას, ქვიშაზე მივესვენე. თავს ძილის უფლება მივეცი. გაღვიძებულმა ნაპირზე ძველი ნავი შევნიშნე. ნუთუ ეს კვლავ სიზმარი იყო? ხომ არ მძინავს? რეალობას სიზმრისგან უკვე ვეღარ ვარჩევდი.

ნავთან ბილიკი შევნიშნე ნაპირისკენ – ამოჭრილი კიბეები, რომლებსაც 3 მეტრის სიმაღლეზე აჰყავდი. ფაქტობრივად, ძალა აღარ დამრჩა, ამიტომ რამდენიმე საათი გავიდა, სანამ ნაპირზე შევძელი მიხოხვა. იქაურობა ნაჭრით იყო გადაფარებული ზემოდან, რის ქვეშაც ღამე გავატარე. ეს გახლდათ ერთადერთი ღამე, როდესაც ასეა თუ ისე, მშვიდად დაძინება შევძელი. ჩემი მარტოობა და სულში სიცარიელე ირეოდა მოგონებებში და სიზმრებში, რეალობა ფანტაზიებს ერწყმოდა. ჩემი მშობლების ხმები ჩამესმოდა, ეს ტანჯვასა და დაღლილობას მიმსუბუქებდა, სანამ ვიბრძოდი იმისათვის,  მეპოვნა სხვაობა ბუნების ხმებსა და შინაგან ხმებს შორის…

მომდევნო დღეს ძლიერი წვიმა დაიწყო, ამ ადგილას საღამომდე დავრჩი.

1972 წლის 2 იანვარი. ანგელოზების ხმა კვლავ გაისმა. მაგრამ ეს უკვე ადამიანების ხმები იყო. ეს გახლდათ სამი მონადირე, რომლებმაც შემთხვევით აღმომაჩინეს. როგორც მოგვიანებით შევიტყვე, ეს იყო წარმოუდგენელი დამთხვევა, რადგან მონადირეები ამ მარშრუტს ყოველ 3 კვირაში ერთხელ გადიოდნენ, ამ დღეს კი არ აპირებდნენ ამ გზით გავლას.

თავიდან ძალიან შეშინდნენ, მაგრამ როცა დაინახეს, რომ მოძრაობაც კი არ შემიძლია, თავიდან ბოლომდე სველი დაგლეჯილი ტანსაცმელი მაცვია, წყლის ქალღმერთი ვეგონეთ – მითოლოგიური არსება ადგილობრივი ინდიელების ლეგენდებიდან. ისე მექცეოდნენ, როგორც ქალღმერთს, პირველადი დახმარება აღმომიჩინეს, გამათბეს, მაჭამეს… ნავთის მეშვეობით კანიდან მწერების ლარვა ამომაცილეს. მათ ნავზე 10-საათიანი ცურვის შემდეგ ადგილს სახელქოდებით ტურნავისტა მივაღწიეთ, სადაც ანტიბიოტიკების პირველი ინიექცია გამიკეთეს და 70-ზე მეტი ჭია ამომაცალეს, რომლებიც კანქვეშ ბუდობდნენ. იქ შევხვდი მამას. ეს გახლდათ ცრემლებითა და ემოციებით აღსავსე შეხვედრა. მადლიერი ვარ ბედისწერის, ღმერთის!"

იულიანემ უბედური შემთხვევის ადგილის ზუსტი დეტალები მისცა სამხედრო და სამოქალაქო პატრულს, რომლებმაც ამის წყალობით შეძლეს თვითმფრინავის ნარჩენებისა და გარდაცვლილთა გვამების აღმოჩენა.

9

 

იულიანე კიოპკეს ამბავმა მსოფლიოს ყველა ცნობილი გამოცემა მოიარა: ლაიფი, შტერნი და მთელი სამხრეთ ამერიკა აღწერდა გოგონას ოდისეას. იულიანა ცნობილი გახდა, როგორც გოგონა-საოცრება. მას პერუს მედიასაშუალებები დასდევდა, ასობით კეთილ წერილს იღებდა უცნობი ადამიანებისგან. "ზოგი წერილი, უბრალოდ, იულიანეს სახელზე იყო – "იულიანეს, პერუ", მაგრამ ისინი მუდამ პოულობდნენ ადრესატს".

 

10

 

მოგვიანებით, იულიანე გერმანიაში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც სწავლა განაგრძო და ბიოლოგიური მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი მიიღო. ამჟამად, ის კარგი რეპუტაციის მქონე ბიოლოგია და ღამურების შესწავლაზე სპეციალიზდება. ყველა მოლოდინის მიუხედავად, ქალს ფრენის შიში არ გასჩენია.

 

11

 

1974-1975 წლებში ამერიკელულ-იტალიური ფილმი "Miracles Still Happen" (საოცრებები ჯერ კიდევ ხდება) გადაიღეს. მრავალი წლის შემდეგ, ცნობილმა გერმანელმა რეჟისორმა ვერნერ ჰერცოგმა, 2000 წელს დოკუმენტური ფილი "იმედის ფრთები" წარადგინა, რომელიც იულიანეს თავგადასავალს აღწერს. საინტერესოა, რომ თავად ვენრენი 40 წლის წინ ამ რეისით გაფრენისგან იღბალმა იხსნა…