"ჩემი ყრუ-მუნჯობის მადლიერი ვარ" - გაიცანით განსაკუთრებული ტოპ-მოდელი ნაილ დი მარკო - კვირის პალიტრა

"ჩემი ყრუ-მუნჯობის მადლიერი ვარ" - გაიცანით განსაკუთრებული ტოპ-მოდელი ნაილ დი მარკო

სამოდელო ბიზნესი გახლავთ სფერო, რომელიც არ სცნობს შეზღუდვებს ასაკის, კანის ფერის ან თვალის ჭრილის მიხედვით. ეს პერსონაჟების ერთგვარი გალერეაა, რომლებმაც შეძლეს მიეღოთ თავიანთი თანდაყოლილი თავისებურება და "გაეყიდათ" კიდეც იგი. ნაილ დიმარკოს ცხოვრება ამ ჰოპოთეზის მტკიცებულებაა.

 

 

 

 

 

1

 

ნაილ დიმარკო - ამერიკელი მსახიობი და მოდელი, ასევე პოპულარული შოუს "ტოპ-მოდელი ამერიკულად 22 სეზონი" გამარჯვებულია. ნაილი მართლაც საოცარი ადამიანია, რომელმაც მთელ მსოფლიოს დაუმტკიცა, რომ მიუხედავად გარკვეული თავისებურებისა, შესაძლებელია სრულფასოვანი ცხოვრება და ჯანმრთელი ადამიანებისთვის კონკურენციის გაწევაც კი. ნაილი უამრავი თავდაუჯერებელი ადამიანისთვის შთაგონებად იქცა და დაანახა, რომ მხოლოდ საკუთარი ძალების რწმენას შეუძლია ნამდვილად გამოავლინოს ნიჭი და მოგიტანოს წარმატება.

 

4

 

შეუდარებელი ტაირა ბენქსის ნებიერა 1989 წლის 8 მაისში, ნიუ იორკში, ქვინსში დაიბადა. ის, რომ ბიჭუნა ყრუ-მუნჯია, უკვე თავიდანვე ცხადი იყო, რადგან მისი ნათესავებით რამდენიმე თაობას სუსტი სმენა ჰქონდა. მიუხედავად ამისა, ოჯახი მუდამ მეგობრული იყო და სიცოცხლისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულებით გამოირჩეოდა. ნაილი ოჯახში ერთადერთი შვილი არ არის, მას უფროსი ძმა და ტყულისცალი ჰყავს, სახელად ნიკო, რომელიც ჟღალთმიანია და საერთოდ არ ჰგავს ძმას.

 

2

 

ოჯახის წყალობით, ბიჭმა არ დაკარგა ცხოვრებისეული ოპტიმიზმი და ყრუ-მუნჯობას ნაკლად არ მიიჩნევს. სკოლის დამთავრების შემდეგ, ნაილმა წარმატებით ჩააბარა ვაშინგტონის გალოდეტის უნივერსიტეტში, მათემატიკის ფაკულტეტზე.

 

6

 

უმაღლესი სასწავლებლის დასრულების შემდეგ, ნაილი მათემატიკის სფეროს სპეციალისტი გახდა და ასევე შესაძლებლობა აქვს, მის სასწავლო დაწესეულებებში ასწავლოს.

 

7

დედასთან ერთად

 

ნაილი თავის მშობლიურ ენად ამსლენს (ამერიკული ჟესტების ენა) მიიჩნევს. გარდა ამისა, ის გახლავთ აპლიკაციის The ASL კრეატიული თანამშრომელი და სახე, რომლის მეშვეობითაც ცდილობს ჟესტების ენის პოპულარიზაციას. საერთო ენის არამხოლოდ ყრუ-მუნჯებთან გამოსანახად, მან ტუჩების მოძრაობით წაკითხვა ისწავლა და არავერბალურ კომუნიკაციას დაეუფლა.