რატომ არ ჰყავთ იაპონურ სკოლებში დამლაგებლები: ამომავალი მზის ქვეყნის განათლების უნიკალური სისტემის თავისებურებანი - კვირის პალიტრა

რატომ არ ჰყავთ იაპონურ სკოლებში დამლაგებლები: ამომავალი მზის ქვეყნის განათლების უნიკალური სისტემის თავისებურებანი

იაპონელებს უამრავი თავისებურება გამოარჩევთ, ბავშვების აღზდის მეთოდიც არ წარმოადგენს გამონაკლისს და ძალიან განსხვავდება ევროპულისგან. სრულიად შესაძლებელია, რომ სწორედ ეს ფაქტი ხდის იაპონიას მსოფლიოს ერთ-ერთ წარმატებულ და განვითარებულ ქვეყნად. მოგითხრობთ იაპონიის განათლების უნიკალური სისტემის რამდენიმე საინტერესო ფაქტის შესახებ.

 

ჯერ მანერები – მერე ცოდნა

 

2

 

იაპონელი მოსწავლეები გამოცდებს მე-4 კლასამდე არ აბარებენ (სანამ 10 წელი არ შეუსრულდებათ), მხოლოდ მცირე დამოუკიდებელ წერას ასრულებენ. მიიჩნევა, რომ პირველი 3 წელი აკადემიური ცოდნების მიღება მთავარი არ არის. აქცენტი აღზრდაზე კეთდება, ბავშვებს ადამიანებისა და ცხოველების პატივისცემას, დიდსულოვნებას, თანაგრძნობას, თვითკონტროლსა და ბუნებისადმი ფაქიზ მოპყრობას ასწავლიან.

 

სწავლა 1 აპრილს იწყება

 

3

 

როდესაც უმეტესობა ქვეყნებში სწავლის პროცესი სრულდება, იაპონელები სწავლის დაწყებას 1 აპრილს აღნიშნავენ. წლის დასაწყისი ერთ-ერთ ულამაზეს მოვლენას – საკურას ყვავილობას ემთხვევა. ამგვარად, ბავშვებს ამაღლებულ განწყობას უქმნიან. აკადემიური წელი სამი ტრიმესტრისგან შედგება: 1 აპრილიდან 20 ივლისამდე, 1 სექტემბრიდან 26 დეკემბრამდე და 7 იანვრიდან 25 მარტამდე. მოსწავლეები ზაფხულის არდადეგებზე 6 კვირის განმავლობაში, ხოლო ზამთარში და გაზაფხულზე 2-2 კვირით ისვენებენ.

 

იაპონურ სკოლებში დამლაგებლები არ ჰყავთ, ბავშვები თავად ალაგებენ

 

4

 

თითოეული კლასი მორიგეობით ალაგებს კაბინეტებს, დერეფნებს და ტუალეტებსაც კი. ამგვარად, მოსწავლეები ნაადრევი ასაკიდანვე სწავლობენ კოლექტივში მუშაობას და ერთმანეთის დახმარებას.

 

13

 

თანაც, მას მერე, რაც დიდ შრომასა და დროს ჩადებენ ამ საქმეში,  დანაგვიანების სურვილი არ გაუჩნდებათ. ეს მათ საკუთარი და სხვისი შრომისადმი პატივისცემას, ასევე, გარემოს მოფრთხილებას ასწავლის.

 

 

სკოლებში მხოლოდ სტანდარტიზირებულ სადილებს ამზადებენ, რომლებსაც ბავშვები საკლასო ოთახში ერთად მიირთმევენ

 

5

 

დაწყებით და საშუალო სკოლებში ბავშვებისთვის სპეციალურ ლანჩებს ამზადებენ, რომლებსაც არამხოლოდ მზარეულები, არამედ, სამედიცინო მუშაკები შეიმუშავებენ, რათა საკვები მაქსიმალურად სასარგებლო და ჯანსაღი იყოს. თანაკლასელები მასწავლებლებთან ერთად კლასებში სადილობენ. ამგვარ არაფორმალურ ვითარებაში მათ კეთილგანწყობილი ურთიერთობები უყალიბდებათ.

 

დიდი პოპულარობით სარგებლობს დამატებითი განათლება

 

6

 

დაწყებით კლასებში ბავშვები მოსამზადებელ და კერძო სკოლებში იწყებენ სიარულს, რათა ჯერ კარგ საშუალო, შემდეგ უმაღლეს სკოლაში მოხვდნენ. გაკვეთილები ასეთ ადგილებში საღამოობით ტარდება, და იაპონიისთვის ტიპიური მოვლენაა, როცა 21:00 საათზე საზოგადოებრივი ტრანსპორტი ბავშვებით ივსება, რომლებიც მეცადინეობიდან შინ ბრუნდებიან. ისინი კვირაობით და არდადეგებზეც მეცადინეობენ, იმის გათვალისწინებით, რომ საშუალოდ სასკოლო დღე 6-დან 8 საათამდე გრძელდება. გასაკვირიც არ არის, რომ სტატისტიკის მიხედვით იაპონიაში მეორე წელს ჩარჩენილები თითქმის არ არის.

 

გარდა ჩვეულებრივი გაკვეთლებისა, ბავშვებს იაპონური კალიგრაფიისა და პოეზიის გაკვეთლები უტარდებათ

 

7

 

იაპონური კალიგრაფიის, ანუ შოდოს პრინციპი ძალიან მარტივია. ბამბუკის ფუნჯს მელანში აწობენ და ბრინჯის ქაღალდზე იეროგლიფებს ხატავენ. იაპონიაში შოდო ჩვეულებრივ ფერწერაზე არანაკლებ ფასობს. ჰაიკუ – ეროვნული პოეზიის ფორმაა, რომელიც ლაკონურად წარმოაჩენს ადამიანსა და ბუნებას როგორც ერთ მთლიანს. ორივე საგანი აღმოსავლური ესთეტიკის ერთ-ერთ პრინციპს ასახავს – მარტივისა და ნატიფის შეფარდებას. ეს გაკვეთილები ბავშვებს თავიანთი მრავალსაუკუნოვანი კულტურის სიყვარულსა და პატივისცემას ასწავლის.

 

ყველა სკოლამ ფორმა უნდა ატაროს

 

8

 

საშუალო სკოლიდან დაწყებული, ყოველი მოსწავლე ვალდებულია ატაროს ფორმა. უამრავ სკოლას საკუთარი ფორმა აქვს. ეს წესი მოუწოდებს დისციპლინისკენ, რადგან თავად სამოსი სამუშაო განწყობას ქმნის. ასევე, ერთნაირი ფორმა ეხმარება თანაკლასელების გამთლიანებაში.

 

გაკვეთლების დასწრების პროცენტი 99,99%-ს შეადგენს

 

9

 

რთული წარმოსადგენია ერთი ადამიანიც კი, რომელსაც სკოლა ერთხელაც არ გაუცდენია, აქ კი მთლიანი ერია… ასევე, იაპონელი ბავშვები თითქმის არასდროს აგვიანებენ გაკვეთილებზე. მოსწავლეების 91% უსმენს მასწავლებელს. სხვა რომელი ქვეყანა დაიკვეხნის მსგავსი სტატისტიკით?

 

ერთი გამოსაშვები გამოცდის შედეგები გადამწყვეტია

 

10

 

მაღალი კლასების დამთავრებისას, მოსწავლეები წერენ ერთ ტესტს, რომელიც სწყვეტს, მოხვდებიან თუ არა უმაღლეს სასწავლებელში. მოსწავლეს მხოლოდ ერთი დაწესებულების არჩევა შეუძლია, და თუ როგორი იქნება ის, განსაზღვრავს მომავალი ხელფასის ოდენობასა და მთლიანად ცხოვრების დონეს. ამასთან, კონკურენცია ძალიან მაღალია: მოსწავლეების 76% განაგრძობს სკოლის შემდეგ სწავლას. სწორედ ამიტომ, იაპონიაში პოპულარულია ისეთი გამოთქმა, როგორიცაა „საგამოცდო ჯოჯოხეთი“.

 

საუნივერსიტეტო წლები – ცხოვრების საუკეთესო არდადეგები

 

11

 

გასაკვირიც არ არის, რომ მრავალწლიანი შეუჩერებელი მომზადებისა და „საგამოცდო ჯოჯოხეთის“ გავლის შემდეგ, იაპონელებს მცირე შესვენება სურთ. ეს დრო სწორედ საუნივერსიტეტო წლებს უკავშირდება და ყოველი იაპონელის ცხოვრებაში ყველაზე უდარდელ და მსუბუქ პერიოდად მიიჩნევა. შესანიშნავი დასვენებაა მუშაობის დაწყებამდე, რომლის მიმართაც თითოეულ იაპონელს ბავშვობიდან  ასწავლიან არამხოლოდ პასუხისმგებლობით, არამედ უდიდესი სიყვარულით მიუდგეს, როგორც  ცხოვრების მთავარ საქმეს.