XX საუკუნე ცნობილი მწერლის ჯეკ ლონდონის ფოტოობიექტივში - კვირის პალიტრა

XX საუკუნე ცნობილი მწერლის ჯეკ ლონდონის ფოტოობიექტივში

უმეტესობას, ჯეკ ლონდონის სახელის გაგონებისას, ახსენდება, რომ ის პოპულარული ამერიკელი მწერალი, 50-მდე წიგნის ავტორი იყო. სხვებს კი შესაძლოა გაახსენდეთ, რომ ის მოგზაური და საზოგადო მოღვაწეც იყო.

თუმცა, ცოტა ვინმემ თუ იცის, რომ ჯეკ ლონდონი საკმაოდ პროდუქტიული ფოტოგრაფი გახლდათ. ცხოვრების განმავლობაში მან დაახლოებით 12 ათასი ფოტო გადაღო: ისთ ენდის (ლონდონის აღმოსავლეთი ნაწილი) უსახლკაროთა ყოფისა და რუსეთ-იაპონიის ომის ამსახველი კადრები, წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილის კუნძულების აბორიგენების პორტრეტები და სან ფრანცისკოში მომხდარი მიწისძვრის დამანგრეველი შედეგების კადრები.

თავის ნამუშევრებში ჯეკ ლონდონმა აღქმის ძალა დაანახა და გააშიშვლა ადამიანისადმი თანაგრძნობის, პატივისცემისა და სიყვარულის გრძნობები. 2010 წლამდე, მწერლის ფოტოების უმეტესობა გამოუქვეყნებელი რჩებოდა, სანამ არ გამოიცა ფოტოწიგნი 200 კადრით. მისი ავტორები ჯინ კემპბელ რიზმანი, სარა ეს ჰოდსონი და ფილიპ ადამი გახდნენ.

ჯეკ ლონდონი იმ ეპოქაში ცხოვრობდა, როცა ფოტოგრაფიის ახალი ამბების გაშუქების სახით გამოყენება დაიწყეს. ლონდონი გამჭოლი მზერით აფიქსირებდა ისტორიულ მომენტებს იმ დროს მცხოვრები ადამიანების სახით.

 

2

უაითჩეპელის კვარტალი, სადაც ჯეკ მფატრავი მკვლელობებს სჩადიოდა.

 

3

მამაკაცებს თემზის სანაპიროზე სძინავთ, ლონდონი, 1902 წ.

 

4

უსახლკარო ქალებს სპიტალფილდსის ბაღში სძინავთ, ლონდონი, 1902 წ.

 

5

რიგი საქველმოქმედო ორგანიზაცია „ხსნის არმიის“ უფასო სასაუზმესთან, ლონდონი, 1902 წ.

 

6

პოლიციელი გაზეთის Truth რედაქციასთან ჩაძინებულ მამაკაცს ამოწმებს, ლონდონი, 1902 წ.

 

7

ჯეკ ლონდონს იაპონელი სამხედროები აკავებენ, კორეა, 1904 წ.

 

8

სანტა-როზაში მომხდარი მიწისძვრა, კალიფორნია, 1906 წ.

 

9

მიწისძვრის შედეგად დანგრეული ქუჩა სან ფრანცისკოში, 1906 წ.

 

10

მიწისძვრა სან ფრანცისკოში, 1906 წ.

 

11

სან ფრანცისკო, 1906 წ.

 

12

მარკიზის კუნძულების არქიპელაგის უმსხვილესი კუნძულის ნუკუ-ჰივას აბორიგენები, 1907 წ.

 

13

კორეელი ლტოლვილების ოჯახი იაპონურ ჯარს ემალება, კორეა, 1904 წ.

 

14

გემის S.S. Siberia მგზავრები იაპონიაში მიცურავენ, 1904 წ.

 

15

ამერიკელი მოგზაური და რეჟისორი მარტინ ჯონსონი სოლომონის კუნძულების მცხოვრებთან პოზირებს. ჯონსონი ჯეკ ლონდონის გემის „Snark „ ეკიპაჟის წევრი იყო, რომელიც წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილში მოგზაურობდა. გუადალკანალი, 1908 წ.