მოხუცთა თავშესაფარი, სადაც მოხუცებზეც და მიტოვებულ ცხოველებზეც ზრუნავენ
20-11-2017
მოხუცთა თავშესაფარი, სადაც მოხუცებზეც და მიტოვებულ ცხოველებზეც ზრუნავენ

ეს პროგრამა მოხუცთა თავშესაფრის სამედიცინო მომსახურების განყოფილების დირექტორმა, რებეკა ჰემილტონმა შეიმუშავა, რომელიც თავისუფალ დროს ცხოველების თავშესაფარს ეხმარებოდა და კატებს უვლიდა. მან შენიშნა, რომ დიდ სიხარულს განიცდის ვოლონტერული საქმიანობისგან და გადაწყვიტა, ეს სიხარული თავისი მოხუცებისთვის გაეზიარებინა.

7

 

შესაძლოა, ეს ამბავი ვინმეს უცნაურად მოეჩვენოს, მაგრამ ცენტრის დირექტორის, შერონ მერსერის თქმით, არსებობს ემოციები და მოთხოვნილებები, რომლებიც ადამიანს არ ტოვებს, თუნდაც მას დემენცია ან ალცჰეიმერის დაავადება აწუხებდეს.

2

 

„სიყვარულის გაცემისა და მიღების სურვილი რჩება“

 

3

 

ინიციატივა წარმატებული აღმოჩნდა: ფისოებისა და

მოხუცების საერთო მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა.

 

5

 

„კატებმა შესაძლებლობა მოგვცეს, შეგვემსუბუქებინა დაავადება, რომელიც ჩვენს ბინადრებს აწუხებს“.

 

6

 

სიხარული, რომელსაც მოხუცები უმწეო ფისოების მოვლისას განიცდიან, განუზომელია. და ფისოებიც მათი მადლიერნი არიან.

 

8

 

 

 

 

ნინო
23 ნოემბერი 2017 15:36
სითბოთი სავსეა ეს სურათები. რა კარგად მოიფიქრეს ეს ცხოველებთან ურთიერთობა. სიყვარულის მიღება და გაცემა ყველას გვჭირდება.
ფისო-გორი
22 ნოემბერი 2017 10:37
უღრმესი მადლობა სტატიის ავტორს, დადებითი მუხტი მივიღე, რა თბილი და საყვარელი ფოტოებია, გული გამითბა....
QETI
21 ნოემბერი 2017 13:46
მეც არ გამიკვირდა ეს საქარტველოში ხდებათქოოო სათაური რომ წავიკითხე.

რედაქტორის რჩევით