ავა გარდნერი - "მსოფლიოს ყველაზე ლამაზი ცხოველი"
07-02-2018
ავა გარდნერი -  "მსოფლიოს ყველაზე ლამაზი ცხოველი"
ავა ლავინია გარდნერი ჩრდილოეთ კაროლინის პატარა ქალაქ ბრაბთაუნში 1922 წელს, შობის ღამეს დაიბადა. გოგონა ჯონას და მოლი გარდნრერის 7 შვილებიდან ყველაზე უმცროსი იყო. ღარიბი ფერმერების ოჯახი თავს ბამბისა და თამბაქოს მოყვანით ირჩენდა. გარდნერების წინაპრები ინგლისელი, შოტლანდიელი და ირლანდიელი ემიგრანტები იყვნენ, ასევე ტუსკარორის ტომის ინდიელები. გაუნათლებელი, ღატაკი და მეტისმეტად მორწმუნე ოჯახი შვილებს სიმკაცრეში ზრდიდა. ერთადერთი წიგნი ბიბლია გახლდათ, ერთადერთი გართობა კი - ფსალმუნების გალობა.

 

 

 

 

 

 

1

 

დიდი დეპრესიის დროს გარდნერები გაკოტრდნენ, ფერმის გაყიდვამ და

ქალაქში გადასვლამ მოუწიათ, სადაც დროებითი სამსახურებით ირჩენდნენ თავს. როდესაც ავა 13 წლის იყო, მამა ბრონქიტით გარდაიცვალა, დედა კი, რომელიც ადრეც დიდი სიმკაცრით გამოირჩეოდა ქალიშვილების მიმართ, საბოლოოდ შეიშალა რელიგიის ნიადაგზე და გაუთავებლად ემუქრებოდა საშინელი დასჯით წვრილმანი შეცდომების გამო. ავას, როგორც კარგად აღზრდილ გოგონას, ეკრძალებოდა თავისი სილამაზის
ხაზგასმა, მკვეთრი სამოსის ტარება და კოსმეტიკის გამოყენება, ასევე, თავი უნდა აერიდებინა მამაკაცების მიერ გამოჩენილი ყურადღებისთვის. მისი სილამაზის გათვალისწინებით, ეს მეტისმეტად რთული ამოცანა გახლდათ.

 

 

2

 

ნორჩი ავას ერთადერთი შვება კინემატოგრაფი იყო, სადაც გოგონა გარბოდა მშვენიერ პრინცზე საოცნებოდ. მას არ სურდა კინოვარკსვლავობა – მისი იმედების მწვერვალი სანდო და მოსიყვარულე მამაკაცზე გათხოვება იყო, რომელსაც სტაბილური შემოსავალი ექნებოდა. როგორც კი სკოლა დაამთავრა, ავა პატარა ქალაქ უილსონში გაემგზავრა და მდივნის კურსებზე ჩაეწერა. თუმცა, დედის ჩაგონებები არ დავიწყებია. მეგობრები იხსენებდნენ, რომ მის გარდნერი ნერვიული და ეჭვიანი იყო, მწარე ენა ჰქონდა და მტკიცედ სწამდა, რომ ბედნიერების მოსაპოვებლად ერთადერთი გზა არსებობს – არ მისცე ვიგინდარებს უფლება, კაბის ქვეშ შეგიძვრნენ.

 

 

3

 

 

როდესაც ავას 18 შეუსრულდა, ნიუ იორკში მცხოვრებმა  დამ ბეატრისმა თავისთან მიიწვია. ბეატრისს ფოტოგრაფი ქმარი ჰყავდა, რომელმაც უსაქმურობისგან რამდენიმე ფოტო გადაუღო ცოლის დას. შედეგი იმდენად კარგი აღმოჩნდა, რომ ავას ფოტო ფოტოსტუდიის ვიტრინაზე მოხვდა. შემდეგ კი ყველაფერი ზღაპრის მსგავსად მოხდა: ვიტრინის ფოტოკინოკომპანია MGM-ის აგენტმა შენიშნა და უკვე რამდენიმე დღეში ავა კინოსინჯებზე მიიწვიეს.

 

 

4

 

 

ამბობენ, როდესაც MGM-ის ხელმძღვანელმა ლუის მაიერმა ავას სინჯები ნახა, წარმოთქვა: „თამაშის აზრზე არ არის. არ იცის საუბარი. არაფერი იცის, ის შეუდარებელია!“ მაიერმა იცოდა, რასაც ამბობდა: მაღალი, მოხდენილი, თეთრი კანითა და მუქი თმით, კატის მსგავსი მწვანე თვალებითა და მაღალი ყვრიმალებით, რომლებიც ინდიელებისგან ერგო მემკვიდრეობით, პანტერისა და ქალღმერთის ნაზავი ფორმებით, ავა თითქოს კინოეკრანისთვის სპეციალურად იყო შექმნილი. მას 8-წლიანი კონტრაქტი შესთავაზეს. პირველივე წელს 3 ფილმში გადაიღეს, ერთ-ერთი ფილმის – „ბავშვები ბროდვეიზე“ – გადაღებისას ავა მიკი რუნიმ შენიშნა.

 

5

 

მიკი MGM-ის ერთ-ერთი კაშკაშა ვარსკვლავი იყო. კინემატოგრაფში 6 წლის ასაკში მოხვდა და უკვე 20 წლისთვის რამდენიმე ათეულ ფილმში გადაიღეს. სახელი გაითქვა, როგორც ჯუდი გარლანდის საუკეთესო პარტნიორმა და მიიღო სპეციალური „უმცროსი“ ოსკარი – საპატიო პრიზი „კინოეკრანებზე სიყრმის სულის შეტანისთვის, და მოზარდების როლის შესრულების სახით სხვა მსახიობებისთვის მაღალი ზღვარის დაწესებისთვის“ – რის მერეც „ტკბილ ცცხოვრებას“ მიეჩვია. ახალგაზრდა ლამაზმანმა მისი ყურადღება უმალვე მიიპყრო, მიკიმ ყველა წესის დაცვით შეტევა დაიწყო, გოგონას წერილებს, ლამაზ თაიგულებსა და ძვირფას საჩუქრებს უგზავნიდა, მაგრამ მკაცრი ავა კოცნის უფლებასაც არ აძლევდა, პაემნებზე კი დასთან ერთად დადიოდა.

 

8

 

 

მიკიმ, რომელიც არ იყო გოგონებისგან უარს მიჩვეული, თავი საერთოდ დაკარგა და დღეში რამდენჯერმე სთხოვდა ავას ხელს. ავა კი მხოლოდ პასუხობდა: „რუნი, ხომ არ გაგიჟდი!“. MGM-ის ბოსები ამას ეთანხმებოდნენ: ვარსკვლავმა, რომლის აუდიტორიასაც მასზე მეოცნებე მილიონობით გოგონა შეადგენს, ახლა ცოლი რომ შეირთოს – დაუშვებელია! მაგრამ რუნი შეუპოვარი იყო: ან ავაზე დაქორწინების ნებას დართავენ, ან თამაშს შეწყვეტს! ბოლოს და ბოლოს, მოახერხა ავასა და სტუდიის ხელმძღვანელობის დარწმუნება. კომპრომისზე შეთანხმდნენ: ჩუმ ქორწილს გადაიხდიან, მზითევზე კი სტუდია იზრუნებს.

 

10

 

 

ავა გარდნერი მისის რუნი 1942 წლის 10 იანვარს გახდა. ქორწინების პირველ ღამეს მიკიმ აღმოაჩინა, რომ მისი ცოლი ქალიშვილია, რის შესახებაც მთელ ჰოლივუდს სიამაყით მოახსენა. დილით გოლფის სათამაშოდ გაემართა და გვიან ღამემდე არ დაბრუნებულა შინ. შემდგომ ავა იხსენებდა, რომ თაფლობის თვეში MGM-ის სარეკლამო აგენტებს უფრო ხშირად ხედავდა, ვიდრე მეუღლეს. ასეც ცხოვრობდნენ: მიკი გადაღებებზე, წვეულებებზე და გოლფის მოედნებზე იკარგებოდა, ავა კი შინ იჯდა და მოწყენილობისგან ყმუოდა. მორიგი ნერვული შეტევის შემდეგ ავამ განქორწინებაზე შეიტანა საბუთები.
11

 

განქორწინების შემდეგ მან უარი თქვა ალიმენტებზე, დაუბრუნა მიკის თითქმის ყველა საჩუქარი და მხოლოდ ავტომობილი დაიტოვა. ერთადერთი სარგებელი, რაც ქორწინებიდან მიიღო, გახლდათ ის, რომ ავა ბოლოს და ბოლოს რეჟისორებმა შენიშნეს. გარდნერი თავით გადაეშვა სამუშაოში – თუმცა, მას მცირე და ერთმანეთის მსგავს როლებს სთავაზობდნენ: საბედისწერო ლამაზმანი მინიმუმი ტანსაცმლითა და ჭკუით, „ბიუსტჰალტერების საკიდი“, როგორც თავად ავა ამბობდა.
ხანმოკლე და არაფრისმომცემი რომანები ერთიმეორეს ენაცვლებოდა, სანამ მის ცხოვრებაში ჰოვარდ ჰიუზი – მილიარდერი, კინომრეწველი და აშშ-ის ქალური სილამაზის მთავარი დამფასებელი გამოჩნდა. ჰიუზმა გარდნერი ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე ელეგანტურ ქალად აქცია: უნივერმაღში შეძენილი იაფფასიანი კაბები გლამურული სამოსით შეიცვალა. ავა ამბობდა: „ის კარგი და გამგებიანი მეგობარია. უბრალოდ, წარმოიდგინეთ: ღილაკს აჭერს – და ჩემს განკარგულებაში თვითმფრინავია, ჰოპ! – და აპარტამენტები სასტუმროში. თუ მარტო ყოფნა მსურს, უმალვე ქრება. ჰოვარდი – ბედნიერი ბილეთია ჩემისთანა გოგონასთვის, ზარმაცი სამხრეთელისთვის“.

 

12

 

თუმცა, ყველაფერი ასე მარტივად როდი იყო: ჰიუზი ლამზმანების მთელ კოლექციას ფლობდა, ყოველ მათგანზე პათოლოგიურად ეჭვიანობდა და ვერ იტანდა, როცა წინააღმდეგობას უწევდნენ. ავამ კი სულ ახლახან შეიგრძნო თავისუფლების გემო. გასაკვირიც არ არის, რომ მათ შორის კამათი მალევე დაიწყო. ერთხელ, ჰიუზმა ავასთან მამაკაცი შენიშნა, რის გამოც სახეში გაარტყა, ავამ კი საპასუხოდ მძიმე შანდალი ჩაარტყა თავში. ცოლს დაცვა გამოუყო, ავა კი მის ჯინაზე საყვარლებს იცვლიდა. ჩხუბობდნენ, შორდებოდნენ, მერე კვლავ რიგდებოდნენ, სიყვარულს უხსნიდნენ ერთმანეთს… ასე გარძელდა ათი წელი, სანამ ვნება ნელ-ნელა მეგობრობაში არ გადაიზარდა.

 

13

 

1945 წელს ავამ ცნობილი კლარნეტისტი და ჯაზ-ორკესტრის ხელმძღვანელი არტი შოუ გაიცნო. არტი ინტელექტუალი და ლამაზი ქალების მოყვარული გახლდათ. იმ მომენტისთვის უკვე მეოთხედ იყო დაქორწინებული. ავა მისმა განათლებამ უმალვე მონუსხა და  დაუფიქრებლად დათანხმდა ცოლობაზე. შოუ მას წიგნების კითხვას აიძულებდა, ფსიქოანალიზის კურსებზე ჩაწერა და საუნივერსიტეტო ლექციებზეც გზავნიდა. 10 თვეში ავა გაიქცა: „არტისთან ცხოვრება ისეთი მოსაწყენია – კოლეჯში სწავლის მსგავსი. ამიტომ, ჯობია თავად წავიდე, სანამ გამრიცხავენ“.

 

Hollywood, Los Angeles, California, USA --- Original caption: 10/19/1945-Hollywood, CA: Actress Ava Gardner, former wife of Mickey Rooney, is seen with her new husband, bandleader Arite Shaw, shortly before their surprise marriage in Hollywood. It was the fourth marriage for Shaw. --- Image by © Bettmann/CORBIS

მეორე ქორწინების დანგრევის შემდეგ ავა ძლიერ შეიცვალა. მისი ერთ-ერთი მეგობარი იხსენებდა: „ავა უკვე აღარ ენდობოდა მამაკაცებს და თითქოსდა სამაგიეროს გადახდას ცდილობდა: ერთი ღამის გატარების შემდეგ გარბოდა. მისი რომანები ხანმოკლე იყო. ეს არ ჯდებოდა ავას სტილში, რომელიც ჰოლივუდში მხოლოდ ერთადერთი ოცნებით ჩამოვიდა – გაეცნო კარგი მამაკაცი და ხანგრძლივად და ბედნიერად ეცხოვრა მასთან“. იცვლიდა მამაკაცებს, ღამეებს ბარებში ატარებდა, ხელი ჩაიქნია კარიერასა და პირად ცხოვრებაზე. სტუდია დაიღალა მისი უმსგავსო საქციელებით, ავას სამსახურიდან დათხოვნა ემუქრებოდა.
16

 

ყველაფერი ერთმა შემთხვევამ გადაწყვიტა: ჰემინგუეის ნაწარმოების მიხედვით გადასაღები ფილმისთვის „მკვლელები“ დიდ ხანს ვერ პოულობდნენ მთავარ გმირ ქალს, სანამ რეჟისორმა რობერტ სიოდმიკმა ავა გარდნერი შემთხვევით არ შენიშნა. ფილმმა პრემია „ედგარი“ აიღო, ავა კი „წლის ყველაზე წარმატებულ დებიუტანტად“ აღიარეს. ამ როლმა გარდნერი ვარსკვლავად აქცია, რის მერეც როლების შემოთავაზებები არ წყდებოდა, და ყოველ ფილმში გარდნერს პარტნიორთან რომანი ჰქონდა: კლარკ გეიბლი, რობერტ ტეილორი, მომავალი პრეზიდენტის კენედის სიძე პიტერ ლოუფორდი, ჰოვარდ დაფი…

 

ამ უკანასკნელთან რომანი 2 წელს გაგრძელდა და ამ დროის განმავლობაში წყვილი გაუთავებლად ჩხუბობდა და რიგდებოდა. „შეეძლო, ერთ მომენტში მომხიბვლელი ყოფილიყო, მეორე წამს კი აუტანელი. პირველივე ღამის შემდეგ თავბრუ დამეხვა“ – იხსენებდა დაფი. და კიდევ ჰიუზი, რომელთანაც ავას კავშირი არ გაუწყვეტია, მაფიოზი ჯონი სტომპანტო, ასევე ათობით მსახიობი, მოკრივე და უბრალოდ უსახელო მამაკაცები ერთი ღამით! სწორედ ამიტომაც უწოდეს ავას „ჰოლივუდის ყველაზე სექსუალური ცხოველი“, კაზანოვა კაბაში და სექს-ქალღმერთი.

 

18

ბერტ ლანკასტერთან

 

19

გრეგორი პეკთან

 

20

რობერტ ტეილორთან

 

21

 

1950 წელს ავა გარდნერის ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო: ის ფრენკ სინატრას შეხვდა. თუმცა, მათ უფრო ადრე გაიცნეს ერთმანეთი, როდესაც ფრენკს ავას მეგობართან, ლანა ტერნერთან ჰქონდა რომანი. მაშინ ერთმანეთი სასტიკად არ მოეწონათ: ავამ ფრენკი ქედმაღალ ხეპრედ მონათლა, ფრეკმა კი გადაწყვიტა, რომ ავას დიდი წარმოდგენა აქვს საკუთარ თავზე. პირველი პაემნის შემდეგ, ფრენკი აღფრთოვანებული დარჩა: „როგორც კი ერთად აღმოვჩნდით, თავი დავკარგე, თითქოს რაღაც ჩამიყარა ჭიქაში…“ მას მერე ისინი ცდილობდნენ, ერთი წამითაც არ დაშორებულიყვნენ.

 

22

 

მადრიდში ავა მის კინოპარტნიორს, ტორეადორ მარიო კაბრეს თავდავიწყებით შეუყვარდა: მთელი ღამე მის ფანჯრებს ქვეშ სერენადებს უმღერდა, დღისით კი წამითაც არ შორდებოდა. სტუდიამ დაუყოვნებლივ ისარგებლა ამით, რათა ფრენკისა და ავას კავშირისგან ყურადღება გადაეტანა. ყველა გაზეთი გარდნერისა და კაბრეს სიყვარულზე წერდა. გაცოფებული სინატრა მადრიდში ჩაფრინდა, ავას ბრილიანტის კოლიე გადასცა და საშინელი სკანდალი მოუწყო.

 

 


რამდენიმე კვირაში ისინი ინგლისის დედოფალს წარუდგინეს. ამერიკაში დაბრუნებულმა ჰფრენკმა ოფიციალურად განაცხადა, რომ განქორწინდება და ავა გარდნერზე იქორწინებს. 1951 წლის 31 ოქტომბერს
სინატრა, ბოლოს და ბოლოს, თავისუფალი გახდა, ზუსტად ერთ კვირაში კი ფილადელფიაში ავა გარდნერისა და ფრენკ სინატრას მოკრძალებული ქორწილი გაიმართა. თუმცა, ეს ქორწილი ორი დღით ადრე კინაღამ ჩაიშალა: ავამ რესტორანში ერთ გოგონაზე იეჭვიანა, ფრენკს ნიშნობის ბეჭედი მიუგდო, მოგვიანებით კი ფრენკმა ჰიუზის ნაჩუქარი ოქროს სამაჯური გადაუგდო. მხოლოდ მეგობრების ჩარევით დაშოშმინდა შეყვარებულების ჩხუბი.

 

23

 

24

 

როდესაც ერთად მსგავსი ფეთქებადი ხასიათის მქონე ადამიანები ცხოვრობენ, მათ მშვიდი ცხოვრება ვერ ეღირსებათ. ავას და ფრენკს არ შეუძლიათ ერთად ცხოვრება – ისევე, როგორც უერთმანეთოდ. სკანდალები და შერიგებები ერთმანეთს ენაცვლებოდა. ყველაზე მეტად კი ფრენკს ის აღიზიანებდა, რომ დიდების მწვერვალზე მყოფი მეუღლე მასზე მეტ ფულს შოულობდა. ავა, როგორც შეეძლო, ხელს უწყობდა ქმარს, ეხმარებოდა როლების მოძიებაში, პრესაში სტატიების ორგანიზებას აწყობდა.

 

25

 

იმ დროისთვის ავა გარდნერის რეპუტაცია, როგორც მსახიობისა, უმაღლეს დონეზე იყო. მას კინემატოგრაფის ყველაზე ლამაზ და სასურველ ქალად მიიჩნევდნენ. აკოპირებდნენ გარდნერის კაბებსა და ვარცხნილობებს. ავამ თავისი ზეგავლენით ისარგებლა და ფრენკს საუკეთესო საჩუქარი გაუკეთა: როლი ფილმში From Here to Eternity, რომელზეც ის ოცნებობდა, რეჟისორი კი სინატრას სინჯებზე მიწვევაზეც კი უარს ამბობდა. მხოლოდ ავამ შეძლო მისი აზრის შეცვლა. ფრენკმა ამ როლისთვის ოსკარი აიღო. ფილმისთვის „მოგამბო“ ნომინირებულმა ავამ კი ნორჩ ოდრი ჰეფბერნთან წააგო.
29

 

ამ მომენტიდან ქორწინებამ ნგრევა დაიწყო. თანაც, ავას ნაყოფი მოსცილდა, რის გამოც დეპრესიაში ჩავარდა – მას ძალიან სურდა დედობა. მრავალი წლის შემდეგ ავა იხსენებდა: „საკუთარ თავზეც კი არ შეგვეძლო ზრუნვა, შვილზე როგორ ვიზრუნებდით?“. სინატრას კარიერა სულ უფრო წინ მიიწევდა. მას გადაღებებზე იწვევდნენ, დაუბრუნდა ხმა – თუმცა მისი შესრულების მანერა შეიცვალა და უფრო ზრდასრული გახდა. დაუბრუნდა უწინდებურ ჩვევებს – ვისკის, წვეულებებსა და ქალებს, რომელთა შორის იყვნენ მერილინ მონრო, ვარიეტეს მოცეკვავეები და პოლიტიკოსების ცოლები. ამასთან, ავას უწყობდა ეჭვიანობის სცენებს და დეტექტივიც კი დაიქირავა მის სათვალთვალოდ.

 

31

 

თავისუფლების მოყვარულ ავას ეს აცოფებდა. დაიღალა ფრენკისგან და სიხარულით თანხმდებოდა გადაღებებზე მისგან შორს. როდესაც ფილმში „ფეხშიშველი გრაფინია“ გადასაღებად რომში მიემგზავრებოდა, ფრენკი თვითმკვლელობის ზღვარზე იყო, მაგრამ თანდათანობით მიხვდა, რომ ავას უკვე ვერ დაიბრუნებს. მისმა მეგობარმა ერთხელ შენიშნა: „ავამ ფრენკს სენტიმენტალური სიმღერების მღერა ასწავლა უიღბლო სიყვარულზე. ის მისი ცხოვრების უდიდესი სიყვარული იყო, და მაინც დაკარგა“. როდესაც ავას დაშორდა, ფრენკმა სიმღერა I’m a Fool to Want You დაწერა, ჩაწერის დროს მხოლოდ ერთხელ შეძლო ემღერა, შემდეგ აქვითინდა და სტუდიიდან გავარდა.

 

32

 

1955 წლის დეკემბერში ავა ესპანეთში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც პატარა დასახლება მორახელაში შეიძინა სახლი. გარდნერი იმედოვნებდა, რომ კაშკაშა და მხიარული ესპანეთი  მარტოობისგან იხსნის. კორიდებს ესწრებოდა, ღამეებს იაფფასიან ტავერნებში ატარებდა და მამაკაცებს ხელთათმანებივით იცვლიდა. ჭორები მოსდიოდა ფრენკის გაუთავებელი რომანების შესახებ – კიმ ნოვაკი, გრეის კელი, ჯუდი გარლანდი და ურიცხვი დამწყები მსახიობი, რომლებიც ძალიან ჰგავდნენ ავას. „ფრენკისთვის ორიგინალი მიუწვდომელია, ამიტომ კმაყოფილდება ფერმკრთალი კოპიებით“ – ამბობდა ავა.

 

33

 

3 წლის განმავლობაში ვერ გადაწყვიტეს საბოლოოდ დაშორება, მხოლოდ 1957 წელს მოხდა ოფიციალური განქორწინება. ოფიციალური პროცედურის დასრულების შემდეგ ფრენკმა წვეულება მოაწყო, სადაც ავას ყველა ფოტო დახია, მაგრამ უკვე რამდენიმე წუთში იატაკზე ხოხავდა, ნაფლეთებს აგროვებდა და ტიროდა იმის გამო, რომ ერთი ფრაგმენტი ვერ იპოვა. კურიერმა, რომელმაც ეს ფრაგმენტი შემთხვევით აღმოაჩინა, ჯილდოდ ოქროს საათი მიიღო.

ავა ბევრს სვამდა და სისულელეებს სჩადიოდა: ხან სოფლის გზებზე მაღალ სიჩქარეზე ატარებდა თავის მერსედესს, ორჯერ ავარიაშიც კი მოხვდა, ერთხელ კი ტორეადორის როლის მორგება სცადა. მისმა მეგობარმა ტორერომ ვერ შეძლო ავას გადარწმუნება, საქმე კი იმით დასრულდა, რომ ხარმა ლოყა დაუზიანა. ავა შოკში ჩავარდა. მეორე დღესვე ლონდონში გაფრინდა ერთ-ერთ საუკეთესო პლასტიკურ ქირურგთან. რამდენიმე ოპერაციის შემდეგ იარა თითქმის შეუმჩნეველი გახდა, ავა კი ვერ მშვიდდებოდა და დარწმუნებული იყო, რომ მისი სილამაზე სამუდამოდ დაიღუპა.

 

 

35

 

დიდი ხნის განმავლობაში კარჩაკეტილ ცხოვრებას ეწეოდა მადრიდის პატარა ბინაში, სანამ კვლავ არ დაიწყო ხმაურიანი წვეულებების მოწყობა, რომლებზეც მთელი მადრიდი საუბრობდა. მაგრამ მალე ესეც მობეზრდა. ავა ინგლისში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც იშვიათად თანხმდებოდა გადაღებებზე. ნატიფი სამოსი ტრიკოტაჟის ფართო სვიტერებმა და დაბალქუსლიანმა ფეხსაცმელება ჩაანაცვლა. ჟურნალისტებთან ერთხელ განაცხადა: „რა მოსაწყენია, იყო კინოვარსკვლავი! ამას მხოლოდ ფულის გამო ვაკეთებ. გგონიათ, კინოს რაიმე გამეგება?“.
34

 

თითქმის არ იღებდა სტუმრებს, ცოტა ვინმესთან ურთიერთობდა, გამონაკლისს მხოლოდ… ფრენკ სინატრასთვის უშვებდა. ისინი იშვიათად ხვდებოდნენ, მაგრამ ხშირად საუბრობდნენ ტელეფონით. როდესაც 1966 წელს ფრენკმა მია ფეროუზე დაქორწინება გადაწყვიტა, ავას დაურეკა. ავა ატირდა, მაგრამ მეორე დღეს, როცა მოკლეთმიან ფეროუს ფოტოს ათვალიერებდა, წაკბენით აღნიშნა: „ყოველთვის ვიცოდი, რომ ფრენკი ერთხელაც ბიჭთან აღმოჩნდება ლოგინში!“ ერთ წვეულებაზე ერთად შემთხვევით აღმოჩენის დროს, ავამ მიას უთხრა: „შენ ის ბავშვი ხარ, რომელიც მე და ფრენკს არასოდეს გვყოლია და არც  გვეყოლება“. მიასთან დაშორების შემდეგ ფრენკი კვლავ ავასთან ეძებდა ნუგეშს.

 

36

 

მშვიდი ოჯახური ცხოვრება სინატრას მხოლოდ 1976 წელს ეღირსა, როდესაც ბარბარა მარქსზე დაქორწინდა. ბარბარა უშუალო, მოსიყვარულე, მომთმენი და ეჭვიანი გახლდათ. მან ფრენკის სახლიდან ავას ყველა ფოტო გაიტანა, მოაშორა ბაღიდან ავას ქანდაკება, რომელიც უცვლელად იდგა 20 წლის განმავლობაში, და საკმაოდ მწვავედ აღიქვამდა მეუღლის მასთან შეხვედრებს. მიუხედავად ამისა, ფრენკი ხშირად ჩადიოდა ლონდონში ავასთან. ორი, უკვე დაბერებული ვარსკვლავი ბუხართან ჩუმად ისხდა…
37

 

ბოლო წლებში ავას ფილტვების პრობლემა გაუჩნდა, გულის შეტევის შემდეგ კი საწოლს მიეჯაჭვა. ფრენკმა მის მკურნალობაზე ასობით ათასი დოლარი დახარჯა, სანამ 1990 წელს ავა პნევმონიით არ გარდაიცვალა. მისი უკანასკნელი სიტყვები გახლდათ: „როგორ დავიღალე!“.

 

38

 

სინატრას ქალიშვილი იხსენებდა, რომ როდესაც ფრენკმა ავას სიკვდილის შესახებ შეიტყო, აქვითინდა და დიდ ხანს ვერ წყნარდებოდა. მან ავას ანდერძის მიხედვით ყველა ხარჯი საკუთარ თავზე აიღო, ჩრდილოეთ კაროლინაში მისი დასაფლავების ორგანიზება მოაწყო, თუმცა, ცერემონიაზე არ გამოცხადებულა. ამბობენ, რომ მისი ლიმუზინი სასაფლაოს შესასვლელთან რამდენიმე საათის განმავლობაში იდგა, მაგრამ სინატრა მანქანიდან ვერ გადმოვიდა. მის მიერ გამოგზავნილ თაიგულზე ეწერა: „მთელი სიყვარულით, ფრენსისი“.

nona
09 თებერვალი 2018 18:36
liana გეთანხმებით!
liana
09 თებერვალი 2018 09:46
ამხელა სტატიაში დავიჯერო "შიშველი მახასთვის" ორიოდე სიტყვა არ მოიძებნა? ან იქნებ ავტორმა არ იცის ამ ფილმის შესახებ,ფილმისა რომელიც ეძღვნებოდა ცნობილ ესპანელ მხატვარს ფრანცისკ გოიას და ავა გარდნერი ასრულებდა მთავარ როლს.(ჰერცოგინია ალბას)

რედაქტორის რჩევით