ჰაროლდ ეჯერტონი – ”უხილავი” სამყაროს აღმბეჭდავი ფოტოხელოვანი - კვირის პალიტრა

ჰაროლდ ეჯერტონი – ”უხილავი” სამყაროს აღმბეჭდავი ფოტოხელოვანი

ჰაროლდ ეჯერტონის ფოტოები მეცნიერების, ფოტოგრაფიისა და ხელოვნების ნიმუშების საოცარი სინთეზია.

წამის მეათასედში უამრავი მოვლენა შეიძლება მოხდეს. მაგალითად ჩვენ ვერ ვასწრებთ გასროლილი ტყვიისთვის თვალის მიდევნებას და ვერც იმ პაწაწინა შხეფებს ვამჩნევთ, რომელიც წყლის წვეთის წყალში ჩავარდნისას წარმოიქმნება.

 

 

 

 

 

 

 

 

ჰაროლდ ეჯერტონმა კი თავისი სიცოცხლე უხილავი სამყაროს შესწავლას მიუძღვნა. სტრობოსკოპიული და ზესწრაფი ფოტოგრაფიის დახმარებით მან უხილავი, ხილულად აქცია.

.

.

სტრობოსკოპი ახალგაზრდა ჰაროლდმა, პირველად მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ფაკულტეტზე სწავლისას გამოიყენა. 1931 წელს კი ფოტოაპარატისთვის ელექტროსანათი შეიძინა და წამების შეჩერებას შეუდგა.

 

 

მერე შრომა დაუფასდა და მშობლიურმა უნივერსიტეტმა გამოფენა მოუწყო, სახელწოდებით – “დაინახე უხილავი”, სადაც მისი 50-მდე ფოტო გამოიფინა. ხალხი გაოცებული უმზერდა მიზნისკენ მიმართულ ტყვიას, ფოთლიდან ჩამოცურებულ ცვარს, გაშეშებულ ფოტოზე აღბეჭდილ მოძრავ კადრებს. ეჯერტონის ფოტოებით მეცნიერებიც დაინტერესდნენ.

კომპოზიციისადმი განსაკუთრებულმა მიდგომამ  და კადრებზე აღბეჭდილმა დინამიკამ ეჯერტონის ფოტოებს “ხელოვნების ნიმუშის” სტატუსი მიაკუთვნა.