”Soul Kitchen” – ბონ ჯოვის საქველმოქმედო რესტორანი
07-04-2018
”Soul Kitchen” – ბონ ჯოვის საქველმოქმედო რესტორანი
მუსიკალურ სამყაროში ჯონ ბონ ჯოვი ცნობილია როგორც ერთ-ერთი უკეთილშობილესი ადამიანი. ამას ადასტურებს ფაქტი, რომ მან ქალაქ რედ ბენკში (ნიუ ჯერსის შტატი) გახსნა საქველმოქმედო რესტორანი ”Soul Kitchen”, სადაც ფასები ფიქსირებული არ არის.

 

 

 

 

 

2222

 

კლიენტს შეუძლია გადაიხადოს იმდენი, რამდენიც მოესურვება. ამით მომღერალს სურს, უპოვარ ოჯახებს მისცეს საშუალება, მიიღონ ხარისხიანი და ხელმისაწვდომი კვება. პროექტის განსახორციელებლად მომღერალმა თავისი ნიუ იორკული ფეშენებელური ბინა 45 მილიონ დოლარად გაყიდა.

 

3333

 

ასევე აღსანიშნავია, რომ რესტორნის გახსნამდე ბონ ჯოვისა და მის მეუღლე დოროთის

საზოგადოებრივი სასადილო ჰქონდათ, სადაც 2 წლის განმავლობაში უსახლკაროებს უფასოდ უმასპინძლდებოდნენ.

mamulo
10 აპრილი 2018 18:51
ბატონ ბიძინას არ გააგებინოთ თორემ, ხეების თრევის ნაცვლად ასეთი რესტორნების ქსელით მოფენს მთელ საქართველოს. არც საპატრიარქოს გააგებინოთ,თორემ მამაოები ჯიპეს გაყიდიან და ერთ-ორ ასეთ რესტორანს ისინიც გახსნიან.
ქართველი
08 აპრილი 2018 18:04
საქმენმან შენმა გამოგაჩინოსო(შეიძლება ზუსტი არ ვარ) ეს არის კარგი ადამიანი! სულ არ მაინტერესებს. კათოლიკეა, მართლმადიდებელი, პროტესტანტი, იეღოველი თუ მუსულმანი. (იქნებ საერთოდ ურწმუბოა) საქმით. დიდი მორწმუნეა და კეთილი ადამიანია!!!
ლელა
07 აპრილი 2018 19:00
ყოველთვის მესიმპათურებოდა ბონ ჯოვი და მიხარია,არ შევმცდარვარ!

რედაქტორის რჩევით