"დაფიქრდი შენს საქციელზე" - მოქალაქეებმა დაპირებების შეუსრულებლობის გამო მერი რატუშაში გამოკეტეს - კვირის პალიტრა

"დაფიქრდი შენს საქციელზე" - მოქალაქეებმა დაპირებების შეუსრულებლობის გამო მერი რატუშაში გამოკეტეს

წინასაარჩევნო დაპირებების შეუსრულებლობა  ხშირი ამბავია მსოფლიოს ქალაქების მერებისგან. მაგრამ თუ ზოგი მოქალაქე ამას ეგუება, სხვები გადამწყვეტ ქმედებებზე გადადიან. მექსიკელებმა გადაწყვიტეს ამგვარად დაესაჯათ ქალაქის მერი  ჩაკეტეს რატუშაში და გამოსასყიდი მოითხოვეს.

 

 

ალფონსო ერნანდეს მონტიელი, მექსიკური ქალაქის ჩიჩიკილას მერი, პოსტს სულ რაღაც 5 თვის განმავლობაში იკავებდა, მაგრამ ეს დროც საკმარისი აღმოჩნდა ამომრჩევლების რისხვის გამოსაწვევად. საქმე იმაშია, რომ მან უბრალოდ არ შეასრულა წინასაარჩევნო დაპირებები. ადგილობრივებმა განაცხადეს, რომ გულხელდაკრეფილი ჯდომას და ვადის ამოწურვის ლოდინს არ აპირებენ, სანამ მერი განაგრძობს მათ მოტყუებას.

 

2

ჩიჩიკილას მცხოვრებლები მერიის შენობის წინ შეიკრიბნენ, მოაწყვეს მასობრივი პროტესტი, მოითხოვეს, რომ მერმა შეასრულოს ყველა დანაპირები, მათ შორის ქალაქისთვის მნიშვნელოვანი ხიდის აშენება. ერთ მომენტში სიტუაცია გამწვავდა. მოქალაქეებმა პოლიციელები განაიარაღეს და მერი თანმხლებ პირებთან ერთად რატუშაში ჩაკეტეს. მოითხოვეს 10 მილიონი პესო (506 000 დოლარი) გამოსასყიდის სახით, მერის დანაპირებების შესასულებლად.

რამდენიმე საათიანი მოლაპარაკების შედეგად, ერნანდეს მონტიელმა მიიღო გადაწყვეტილება, გადაეხადა 3 მილიონი პესო (152 000 დოლარი) და შეჰპირდა, რომ დანარჩენ თანხას უახლოეს მომავალში გადაიხდიდა. მიუხედავად იმისა, რომ მოქალაქეებს არც მანამდე სჯეროდათ მისი, მაინც გაათავისუფლეს მერი.

 

4

 

რამდენიმე დღეში მექსიკის მთავრობის გენერალურმა სამდივნომ უარი განაცხადა რაიმე სახის გადასახადზე იმ მოტივით, რომ მოქალაქეებმა ნებაყოფილობით გაათავისუფლეს მერი. განცხადებაში ასევე ნათქვამი იყო, რომ ხალხს ხელისუფლებისგან ფული კი არა, მერისგან დაპირებების შესრულება უნდა მოეთხოვა. მიუხედავად ყველაფრისა, ხელისუფლებამ გამოსასყიდის მიღების მიზნით ადამიანის  გამტაცებლების წინააღმდეგ არავითარი ზომები არ მიუღია.