მდიდრებიც ტირიან - ქალაქი-მოჩვენება თურქეთში
მდიდრებიც ტირიან - ქალაქი-მოჩვენება თურქეთში
ამჟამად ეს გახლავთ ქალაქი-მოჩვენება, რომელიც მდიდრების სამოთხედ უნდა ქცეულიყო. დისნეილენდის სტილის სასახლეები ზღაპარს უნდა დამსგავსებოდა.



8

თუმცა, ახლო აღმოსავლეთის მდიდარი ინვესტორებისთვის აშენებული ასობით მინიატურული სასახლე უპატრონოდ არის ჩამწკრივებული თურქეთის ჩრდილოეთ პროვინცია ბოლუში.

2

ახლახან სასამართლოს გადაწყვეტილებით კომპანია Sarot Group ბანკროტად გამოცხადდა 27 მილიონ დოლრიანი
დავალიანების გამო პროექტისთვის Burj Al Babas. სამშენებლო კომპანიის ვებ-საიტის მიხედვით, პროექტი ითვალისწინებდა 732 სასახლის აშენებას, ასევე, აქ უნდა აშენებულიყო თურქული აბანოები, სილამაზისა და ჯანმრთელობის ცენტრები, აუზები, სავაჭრო ცენტრი და მეჩეთი.

3

მიუხედავად იმისა, რომ კლიენტებმა კატარიდან,  ქუვეითიდან, არაბეთის გაერთიანებული საამიროდან და საუდის არაბეთიდან აშენებული 587 ვილიდან 350 უკვე შეიძინეს, ყოველი 400-500 ათას დოლარად,  ეს მაინც არ აღმოჩნდა საკმარისი.
4

„ჩვენ ვერ შევძელით დებიტორული დავალიანების არასაკმარისი თანხის მოძიება 7,5 მილიონი დოლარის ოდენობით, – განაცხადა Sarot Group-ის
ხელმძღვანელმა, მეჰმეთ ემინ იერდელენმა – სასამართლომ ბანკროტად გამოგვაცხადა, თუმცა, ვაპირებთ გადაწყვეტილების გასაჩივრებას“.


5

სასამართლომ კომპანია დაავალდებულა, შეეწყვიტა სამშენებლო სამუშაოები, მაგრამ იერდელენი იმედოვნებს, რომ შეძლებს პრობლემის მოგვარებას და პროექტის დასრულებას. „პროექტი 200 მილიონ დოლარად არის შეფასებული, ჩვენ მხოლოდ 100 ვილის გაყიდვა გვჭირდება ვალების გასასტუმრებლად. მივიჩნევ, რომ ამ კრიზისს 4-5 თვეში დავძლევთ და პროექტს ნაწილობრივ გავხსნით 2019 წელს“. -აცხადებს იერდელენი.

7

იხილეთ ვიდეო


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?