არ იტირო, ჯულიეტა!
29-01-2019
არ იტირო, ჯულიეტა!
სტერეოტიპულ იტალიურ ოჯახში ქალმა პასტის მომზადება უნდა იცოდეს, წელი ვიწრო, ხოლო მკრედი ისეთი უნდა ჰქონდეს, ერთდროულად სამი ბავშვი: მატეო, ბრუნო და ფელიცია გამოკვებოს, რიმინის ჩამოფცქვნილ აივანზე გატანილ სველ სარეცხს ერთი დაფერთხვით უნდა აშრობდეს და საწებლიანი ქვაბების ხმაურში ჰპოვოს ჭეშმარიტი სიამოვნება.

 
ანა-ჯულიეტა არ იყო სტერეოტიპული იტალიელი ქალი. დიდ იმედებს ოჯახი მის დაოჯახებაზე არ ამყარებდა. აბა, ვის დააინტერესებდა ქალი, რომელიც სამყაროს დაკარგული ლეკვის თვალებით უმზერდა და მსოფლიო სევდა დაჰქონდა თან?
 
2
 
ანა-ჯულიეტას ცხოვრება სულ სხვა სცენარით განვითარდა, როდესაც ორი კვირის გაცნობილ სცენარისტ, ფედერიკო ფელინის გაჰყვა ცოლად.
 
ეს ბედისწერა იყოო, იტყვის მეუღლის შესახებ ფედერიკო ფელინი. ბედისწერას მიაწერეს ჯულიეტას უშვილობაც და ერთად გადაწყვიტეს,
რომ ამიერიდან მათი შვილები ის ფილმები იქნებოდა, რომელსაც ერთად გადაიღებდნენ. ისეთი შეგრძნება რჩებოდა, რომ ამ ორის ცხოვრებაც ფილმის სცენარი იყო, თავგადასავლებით, და გამოგონილი ისტორიებით, ქვეყნების შესახებ, რომლებიც არასოდეს ენახათ.
 
3
 
-გახსოვს, ჯულიეტა, რა კარგი იყო ავსტრალია?
-კი, მახსოვს, საოცარი სატაცური მივირთვით! – დაუფიქრებლად პასუხობდა ჯულიეტა და ეღიმებოდა. იმ ვახშამზე მოწვეულთაგან, მხოლოდ ვიწრო წრემ იცოდა, რომ ისინი ავსტრალიაში არასოდეს ყოფილან.
 
Julie Andrews and Federico Fellini
 
1993 წელს ოსკარის დაჯილდოების ცერემონიაზე ფელინიმ სცენიდან მიმართა მეუღლეს: ნუ ტირი, ჯულიეტა, არ გინდა ცრემლები!
 
რამოდენიმე ხნის შემდეგ ფედერიკო ფელინი გარადიცვალა. მალე გარდაიცვალა ჯულიეტა მაზინაც.
 
5
 
ფედერიკოს და ჯულიეტას საფლავის ქვაზე ტონინო გუერას ეპიტაფიაა ამოტვიფრული : ჯულიეტა, ახლა შენ შეგიძლია იტირო.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, როგორ ჩატარდა 19 მაისის შუალედური არჩევნები?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, როგორ ჩატარდა 19 მაისის შუალედური არჩევნები?