„დიდ თვალებთან“ დაკავშირებული გრანდიოზული სკანდალის ისტორია, ანუ ერთ-ერთი ყველაზე დიდი აფიორა XX საუკუნის ხელოვნებაში
06-02-2019
„დიდ თვალებთან“ დაკავშირებული გრანდიოზული სკანდალის ისტორია, ანუ ერთ-ერთი ყველაზე დიდი აფიორა XX საუკუნის ხელოვნებაში

გასული საუკუნის 50-იან წლებში არსაიდან გაჩენილი და ფერწერაში ახალი მიმდინარეობის გამომგონებელი, პოპ-არტ მხატვარი უოლტერ კინი ათწლეულობის განმავლობაში „თანამედროვე ხელოვნების მეფედ“ იქცა. თითქოსდა, არაფერს შეეძლო მსოფლიო მასშტაბის ხელოვანის მიერ შექმნილი იმპერიის დანგრევა. მაგრამ უეცრად შოკისმომგვრელი ფაქტები ამოტივტივდა და მთელი სამყარო ელოდა პასუხს კითხვაზე: სინამდვილეში ვინ იდგა უცხოპლანეტელების მსგავსი, დიდთვალება სენტიმენტალური ბავშვებისა და ქალების ნახატებს მიღმა.


2

 

მარგარეტ და უოლტერ კინებმა ერთმანეთი 1955 წელს გამოფენაზე გაიცნეს ერთმანეთი და მალევე დაქორწინდნენ. იმ დროისთვის

მარგარეტი უკვე განქორწინებული იყო, ჰყავდა პატარა ქალიშვილი და მხატვრობაც ახალი დაწყებული ჰქონდა. უოლტერი კი ძალიან ნიჭიერი მეწარმე გახლდათ, ამიტომაც, უმალვე გათვალა თავისი სარგებელი ამ ქორწინებიდან. ის აღტაცებას ვერ მალავდა ცოლის ნამუშევრებისადმი და შთააგონებდა ახლების შესაქმნელად.


3

 

უოლტერმა მეუღლის თანხმობით ნახატების გაყიდვა დაიწყო სან ფრანცისკოს ერთ-ერთი

კლუბის შესასვლელთან. ვაჭრობა წარმატებით წარიმართა. მარგომ ჯერ კიდევ არ იცოდა, რა ჩაიფიქრა მისმა ქმარმა და რა აფიორაში აპირებდა ჩათრევას. როდესაც ყველაფერი ნათელი გახდა, მხატვარი გაოგნებული დარჩა: უოლტერი ნახატებს თავის შემოქმედებად ასაღებდა.

 

მარგო ეცადა, დაეცვა საავტორო უფლებები, მაგრამ ქმარმა განაცხადა, რომ აფიორამ მეტისმეტად ღრმად შეტოპა, და თუ სიმართლეს ფარდა აეხდება, სასამართლო პროცესები გარდაუვალი იქნება. დიდ ხანს ცდილობდა, დაერწმუნებინა ცოლი, რომ არ გაეცხადებინა ფსევდო-ავტორობის შესახებ. ერთ-ერთ მიზეზად კი ასახელებდა, რომ ქალს ხელოვნების სფეროში სერიოზულად არ აღიქვამენ და ასე  იქნება მუდამ. მარგარეტი გაჩუმდა.


4

 

60-იანი წლების პირველ ნახევარში მარგოს ნახატები პოპულარობის პიკზე იყო. მისი ქმნილებების რეპროდუქციები მილიონობით ტირაჟით იყიდებოდა, ნახატების გმირებს კი ყველგან გამოსახავდნენ, სადაც შესაძლებელი იყო: კალენდრებზე, ღია ბარათებსა თუ სამზარეულოს წინსაფრებზე. თავად ორიგინალები კი ელვის სისწრაფით იყიდებოდა ძალიან დიდ თანხად. უოლტერ კინზე მაშინ ამბობდნენ: “… ის ჰყიდის ნახატებს. და ნახატების გამოსახულებებს. და ნახატების ღია ბარათებს“. თვითმარქვიამ გადამწყვეტი ფსონი დადო პიარის ხელოვნებაზე და არ წააგო.
მხატვარი კი ყოველდღე 16 საათის განმავლობაში მუშაობდა, აღიარების ზენიტში მყოფი ქმარი კი განზე რომანებითა და ტკბილი ცხოვრებით ტკბებოდა.


5

 

1964 წელს უოლტერმა მარგოს მოსთხოვა, შეექმნა ისეთი არაორდინალური ნახატი, რომელიც მის სახელს მსოფლიო ხელოვნებაში უკვდავყოფდა. მარგოს სხვა არაფერი დარჩენოდა, თუ არა შეექმნა ასეთი შედევრი. ეს გახლდათ უზარმაზარი ტილო სახელწოდებით „ხვალ სამუდამოდ“. მან მსოფლიო ტრაგიზმით განაცვიფრა: სხვადასხვა რასის წარმომადგენელი ბავშვების მთელი კოლონა სევდიანი სახეებითა და დიდრონი თვალებით. ხელოვნებათმცოდნეებმა ნამუშევარი უარყოფითად შეაფასეს. მარგოს ქმარი, რა თქმა უნდა, სასტიკად განრისხდა.


6

 

თანაცხოვრების 10 წლის თავზე მძევალის როლით დაღლილი მარგო უოლტერს გაეყარა და დაჰპირდა, რომ მისთვის ხატვას განაგრძობს. ჰავაის კუნძულებზე გადასახლდა და იეჰოვას მოწმე გახდა. ახალმა ცხოვრებამ საშუალება მისცა, გადაეფასებინა საკუთარი თავი და ხელოვნება.

 

1970 წელს კი მესამედ გათხოვდა. მისი რჩეული მწერალი დენ მაკგუაირი გახდა.

 

1

 

იმავე წელს მარგომ გაბედა და სიმართლე მოუთხო პრესას. გაშმაგებული უოლტერ კინი ყოფილ ცოლს ემუქრებოდა და შეურაცხყოფას აყენებდა.
დაინიშნა სასამართლო პროცესები, მთელი სამყარო მოუთმენლად ელოდა კვანძის გახსნას. მოსამართლემ ყველაზე მარტივ ხერხს მიმართა და ყოფილ მეუღლეებს მოსთხოვა, დაეხატათ ბავშვის სახე დამახასიათებელი თვალებით. რაც შესანიშნავად შეასრულა მარგომ: თავისი ნამუშევრების ავტორობა მხატვარმა პირდაპირ სასამართლო პროცესზე დაამტკიცა – ბავშვის სახე სულ რაღაც 53 წუთში დახატა. უოლტერმა კი ავადმყოფობა მოიმიზეზა და უარი განაცხადა.


8

 

საჩივრის თანახმად, უოლტერ კინს კომპენსაციის სახით 4 მილიონი დოლარი უნდა გადაეხადა. თუმცა, მას მარგოს წინააღმდეგ  20 წლის განმავლობაში საპასუხო საჩივრები შეჰქონდა და მხატვარს ცილისწამებაში ადანაშაულებდა. შედეგად, 1990 წელს ფედერაციულმა სააპელაციო სასამართლომა დანიშნული კომპენსაცია გააუქმა.
მარგარეტ კინმა სასამართლოს გადაწყვეტილება არ გაასაჩივრა. „ფული არ მჭირდება, – განაცხადა მან. – მე მხოლოდ მსურდა, რომ ყველას სცოდნოდა, ვინ არის ნახატების ავტორი. ტყუილში ჩემი თანამონაწილეობა 12 წლის განმავლობაში გრძელდებოდა და ამას ყოველთვის ვინანებ. თუმცა, ამან შესაძლებლობა მომცა, დავაფასო სიმართლე. არც აღიარება, არც ფული და არც სხვა რამ ღირს არაკეთილსინდისიერებად“.


9

 

მას შემდეგ მარგოს ტილოებიდან უკვე აღარ გვიმზერდნენ მელანქოლიური და სევდიანი ქალები და ბავშვები, მათ სახეებზე ღიმილის ნაპერწკალი გაჩნდა.

თანდათანობით მარგოს ნახატებისადმი ინტერესი ჩაქრა.

 

„დიდი თვალებით“ მობეზრებული პუბლიკა ხელოვნებაში ახალ კუმირებს ეძებდა.

 

მხატვრის საუკეთესო ნამუშევრებმა კი აშშ-ისა და მსოფლიოს მრავალი დედაქალაქის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმებში დაიდეს ბინა. აუქციონებზე მარგარეტ კინის „დიდი თვალები“ ასობით ათას დოლარად იყიდება.


10

 

2015 წელს ცნობილმა რეჟისორმა და მულტიპლიკატორმა ტიმ ბარტონმა, მარგარეტ კინის შემოქმედების დიდმა თაყვანისმცემელმა, ფილმი გადაიღო. მარგარეტ კინის ბიოგრაფია სცენარის საფუძველი გახდა. მართლაც საოცარმა ისტორიამ  შთამბეჭდავი და საინტერესო ფილმის შექმნის შესაძლებლობა მისცა.


11

 

მარგარეტი ამჟამად 92 წლისაა, ქმართან ერთად ჩრდილოეთ კაროლინას შტატში ცხოვრობს და ხანდახან ქმნის ნახატებს „დიდი თვალებით“.


12

 

13

 

14

 

15

 

16

 

17

 

18

 

19

 

20

 

21

 

22

ავთო
06 თებერვალი 2019 16:16
აფიორა რაა ამაში?;დ
ქეთი
06 თებერვალი 2019 14:07
ძალიან საინტერესოა, გმადლობთ
თამარ აბაშიძე
29 იანვარი 2019 21:25
მადლობა

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?