ქალმა 1-წლიანი შუალედით ორი ბავშვი იშვილა, შემდეგ კი აღმოაჩინა, რომ ისინი ღვიძლი და-ძმა არიან - კვირის პალიტრა

ქალმა 1-წლიანი შუალედით ორი ბავშვი იშვილა, შემდეგ კი აღმოაჩინა, რომ ისინი ღვიძლი და-ძმა არიან

განქორწინების შემდეგ 30 წლის ამერიკელმა კეტი ფეიჯმა გადაწყვიტა კარდინალურად შეეცვალა ცხოვრება – ახალი სახლი შეიძინა, ახალი სამსახური იშოვა, მაგრამ ეს არ აღოჩნდა საკმარისი. ამგვარად, დროთა განმავლობაში მიიღო გადაწყვეტილება, ბავშვი ეშვილა. შემდეგ კიდევ ერთი. აი, რასაც კეტი არ ელოდა, იყო აღმოჩენა, რომ ბავშვები ღვიძლი და-ძმაა.

2

ეს ისტორია იმით დაიწყო, რომ ადგილობრივმა ეკლესიამ კეტის წერილი გამოუგზავნა, სადაც სთავაზობდა ბავშვთა სახლის ბინადრების დამრიგებელი გამხდარიყო. კეტიმ ეს წინადადება გულთან ახლოს მიიტანა და ორგანიზაციის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე გაემართა.

დრო დასჭირდა, რათა კარგად აეწონ-დაეწონა ეს იდეა და როდესაც მომწიფდა, კვლავ დაბრუნდა ბავშვთა სახლში და რამდენიმე ბავშვის დამრიგებელი გახდა. და როდესაც საავადმყოფოდან აქ 4 დღის ბიჭუნა გადმოიყვანეს, მისი თავისთან წაყვანა ითხოვა

3

ადგილობრივი კანონების თანახმად, ბავშვის შვილად აყვანის მსურველებს შეუძლიათ მისი წაყვანა, და თუკი 11 თვის განმავლობაში ბიოლოგიური მშობელი არ გამოჩნდა – მასზე უფლებების მოთხოვნა. „არავინ გამოეხმაურა განცხადებას გაზეთში, არც საავადმყოფოში მოუკითხავს ვინმეს ბიჭუნა“, – ამბობს კეტი.
ამგვარად, როდესაც ბიჭუნას 11 თვე შუუსრულდა, კეტიმ ის ოფიციალურად იშვილა და გრეისონი დაარქვა. სულ რაღაც 2 კვირის შემდეგ კი კეტის იმავე ორგანიზაციიდან კვლავ დაურეკეს და ჰკითხეს, ხომ არ მოისურვებდა კიდევ ერთი მიტოვებული ჩვილის დახმარებას.
4

კეტი ბავშვთა სახლში მივიდა და ახალშობილი გოგონა დაინახა. ისევე როგორც გრეისონი, ეს პატარაც 4 დღის ასაკში მიატოვეს და მის სისხლშიც გრეისონის მსგავსად ნარკოტიკული ნივთიერებების კვალი აღმოაჩინეს. „ამჯერად ყველაფერი სხვაგვარად იყო. ზარიდან უკვე 10 წუთის შემდეგ თავისთავად წამომცდა ფრაზა: ვიცი, გავგიჟდი, მაგრამ ღმერთი მთხოვს, ამ ბავშვს ვუთხრა „კი“.
5

როდესაც გოგონას საბუთებს აფორმებდა, კეტიმ ერთი უცნაური რამ შენიშნა. „ბავშვის სამაჯურზე მისი ბიოლოგიური დედის სახელი ეწერა – უბრალოდ, სახელი, გვარის გარეშე. და ეს ზუსტად ის სახელი იყო, რომელიც გრეისონის სამაჯურზე ეწერა. საავადმყოფოს საბუთები გადავქექე და დავადგინე, რომ დედის დაბადების წელიც ემთხვევა“.
6

კეტიმ მისწერა ორგანიზაციის თანამშრომელს, შესაძლებელია თუ არა, რომ მისი შვილობილი და ეს გოგონა და-ძმა იყვნენ, რაზეც უპასუხეს, რომ ეს სრული სიგიჟეა. და მაშინ კეტიმ გაძლიერებულად დაიწყო ქალის ძიება, რომელმაც გოგონა დატოვა საავადმყოფოში.
7

ამჯერად, მან მოახერხა ქალის პოვნა, ის კვლავ ორსულად იყო. ქალმა აღიარა, რომ ჯერ ბიჭუნა დატოვა საავადმყოფოში, შემდეგ კი გოგონა. თუმცა, ერთი შეხედვითაც ნათელი იყო, რომ გრეისონისა და გოგონას მსგავსება ამ ქალთან აშკარაა.
8

ამ საუბრის შესახებ კეტიმ შვილად აყვანის სამსახურს განუცხადა. მათ მინი-გამოძიება ჩაატარეს და კეტის ვერსია დაამტკიცეს – ბავშვები და-ძმა აღმოჩნდა. როდესაც კეტიმ ამის შესახებ შეიტყო, სამსახურში ცრემლები ვერ შეიკავა.

ამ ისტორიის შემდეგ ერთი წელი გავიდა. ჰანაც კეტის ოფიციალური შვილი გახდა. ბავშვების ბილოგიურმა დედამ კი მესამედ იმშობიარა. კეტიმ გადაწყვიტა, რომ მესამე ბავშვსაც იშვილებს – ოჯახი ერთად უნდა იყოს.