14 წლის პოლონელი გოგონას უკანასკნელი ფოტო ოსვენციმში
14 წლის პოლონელი გოგონას უკანასკნელი ფოტო ოსვენციმში
ჩესლავა კვოკა (Czeslawa Kwoka) პოლონელი გოგონა, 14 წლის.
1943 წლის 18 თებერვალს გარდაიცვალა გულში ფენოლის ინექციისგან, სიკვდილის ბანაკ ოსვენციმში. ეს ფოტო სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე პატიმარმა ვილჰელმ ბრასემ გადაუღო, რომელიც ჩესლავას ჯალათის - ნაცისტი ქალის წინააღმდეგ აძლევდა ჩვენებას. ქალმა გოგონას ფოტოს გადაღებამდე სახეში ძლიერ გაარტყა, რაზეც ტუჩზე ჰემატომა მოწმობს.

ფოტოზე შეშინებული ბავშვის სახეს ვხედავთ, რომელმაც რამდენიმე დღის წინ დედა დაკარგა. ის ერთ-ერთია იმ 250 000 არასრულწლოვანთაგან, რომლებიც ოსვენციმ-ბირკენაუში სიკვდილით დასაჯეს.

ფოტო, თავდაპირველად შავ-თეთრი, ოსვენციმის მემორიალში ინახებოდა, ის ბრაზილიელმა პროფესიონალმა ფოტოგრაფმა ანა ამარალმა გააფერადა, რომელზეც ჩესლავას ფოტომ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ქალმა გადაწყვიტა, სურათი ყველასთვის ხელმისაწვდომი გაეხადა, რათა ადამიანებმა ფაშიზმის საშინელებები არ დაივიწყონ.
სალი
26 ივნისი 2021 13:26
ღმერთო, ადამიანის სისასტიკეს საზღვარი არა აქვს!!!
საბრალო ბავშვი, გაქვავებული აქვს თვალები!
თანაც ერთ-ერთი იმ 250000-ს შორისო, ღმერთო!
giorgi
10 ოქტომბერი 2020 16:54
რა დააშავა ამ ბავშვმა, ინექციით რომ გაისტუმრეს? ანდა, საცემი სხვა ვერ ნახეს? ვვარაუდობ, დედის სიკვდილის ფონზე იმ ფაშისტ ქალს უთხრა, ვინც იყო იგი და სად იყო მისი ადგილი...

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები