Frescobaldi: ლეგენდარული ტოსკანური მეღვინეების ოჯახი 700-წლიანი ისტორიით
25-10-2020
Frescobaldi: ლეგენდარული ტოსკანური მეღვინეების ოჯახი 700-წლიანი ისტორიით
ფრესკობალდის გვარის ისტორია  1000 წელზე მეტი ხნის წინ დაიწყო, სწორედ მაშინ, როდესაც შუასაუკუნეების ფლორენციაში საბანკო საქმეს ჩაეყარა საფუძველი. ოჯახი რამენიმე ხანში პოლიტიკური და ეკონომიკური სცენის აბსოლუტური ლიდერი გახდა და “ინგლისის სამეფო კარის მიმწოდებლების” საპატიო წოდებაც ერგო.
ფრესკობალდებმა სამუდამოდ ჩაწერეს თავიანთი სახელი ფლორენციის ისტორიაში უხვი არქიტექტურული სამუშაოების შეკვეთების წყალობით: ხიდი სანტა ტრინიტა მდინარე არნოზე და სანტო სპირიტოს ტაძრის მშენებლობა ბრუნელესკის პროექტის მიხედვით. ოჯახის ყველაზე ცნობილ წევრებს განსაკუთრებული როლი ერგოთ: “ახალი ტკბილი
სტილის” პოეტმა, დინო ფრესკობალდიმ სახელი იმით გაითქვა, რომ თავის მეგობარს, გადასახლებაში მყოფ უდიდეს დანტე ალიგიერის “ღვთაებრივი კომედიის” პირველი სიმღერები უპოვნა და დაუბრუნა, რამაც სამუშაოს გაგრძელების საშუალება მისცა პოეტს. ჯეროლამო ფრესკობალდი, ადრეული ბაროკოს ეპოქის კომპოზიტორი, ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან წარმომადგენლად მიიჩნევა, მან არაერთი ცნობილი მუსიკალური ნაწარმოები შექმნა.

original_frescobaldi-video-tp

ოჯახის მიერ მამულ ტენუტა დი კასტილიონიში ღვინის წარმოების შესახებ დოკუმენტებში პირველი ჩანაწერები 1300 წლის დასაწყისს მიეკუთვნება. ფრესკობალდებმა თავიდანვე დაისახეს მიზნად, მათი ღვინო საუკეთესო ხარისხის ყოფილიყო და წარმოეჩინა ის უნიკალური ტერუარი, სადაც დაიბადნენ.  XV საუკუნის დასაწყისში მათი ერთგული თაყვანისმცემლები აღორძინების პერიოდის ისეთი უდიდესი ხელოვანები გახდნენ, როგორებიცაა დონატელო და მიკელოცო მიკელოცი. ასწლეულების შემდეგ მათ ღვინოს უკვე რომის პაპისა და ინგლისის მეფე ჰენრიხ VIII-ს კარზე მიირთმევდნენ.


lucee

ძვირფასი მემკვიდრეობა საუკუნეების განმავლობაში ინახებოდა: ფრესკობალდის ოჯახის მეღვინეობის ფილოსოფია მუდამ ეფუძნებოდა ტრადიციებისადმი ღრმა პატივისცემასა და ამავდროულად ახალი კვლევებისა და ექსპერიმენტებისთვის გახსნილობას.
1855 წელს, თავიანთ მამულებში ნიპოძანოსა და პომინოში, სწორედ ფრესკობალდებმა დარგეს ტოსკანაში პირველებმა  ყურძნის ჯიშები: კაბერნე სოვინიონი, მერლო, პინო ნერო და შარდონე.

img1

1894 წელს პომინოს მამულში იტალიაში პირველი გრავიტაციული მეღვინეობა ააშენეს და პირველებმა შემოიტანეს ცნება “ცალკეული ვენახები”.

Castel-giocondo-apertura-725x545

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ლამბერტო ფრესკობალდიმ ოჯახური საქმიანობის მოდერნიზირება გადაწყვიტა. 50-60-იან წლებში ვიტორიოს, ფერდინანდოსა და ლეონარდოს ხელმძღვანელობით ღვინის მეურნეობა საგრძნობლად გაიზარდა. 1989 წელს ფრესკობალდებმა მონტალჩინოში კასტელ ჯოკონდო  – ბრუნელოს რეგიონის ყველაზე დიდი მამული შეიძინეს, სადაც ცნობილ ბრუნელო დი მონტალჩინოს აწარმოებენ, რომელიც 100%-ით სანჯოვეზესგან შედგება.

luc

1995 წელს მონტალჩინოს მამულში Luce della Vite ახალი პროექტი წამოიწყეს, 2000 წელს კი ფრიულის რეგიონში გრაფ ატემისების მამული შეიძინეს. ოჯახის პროექტებს შორისაა ასევე ბოლგერიში მამულ ორნელაიას მართვა 2005 წლიდან და ულტრათანამედროვე მარნების აშენება მეღვინეობა ამირალიაში 2011 წელს.

aaa

მიუხედავად იმისა, რომ მრავალი წლის განმავლობაში მეურნეობამ რამდენიმე ცვლილება განიცადა,  მფლობელი არასოდეს შეუცვლია – მას დღემდე ფრესკობალდის ოჯახი აკონტროლებს.

Lamberto-Frescobaldi-1-726x400
ლამბერტო ფრესკობალდი

კომპანიის მთავარი ოფისი – პალაცო ფრესკობალდი ფლორენციის საქმიან ნაწილშია განლაგებული. ოჯახი ტოსკანაში 1000 ჰა ვენახებსა და 4000 ჰა მიწას ფლობს, წელიწადში დაახლოებით 7 მილიონ ბოთლს აწარმოებს და მსოფლიოს 60 ქვეყანაში გააქვს ექსპორტზე, კომპანიის შტატი  მაღალი კლასის 160 პროფესიონალისგან შედგება.

Wine barrels stacked in the cellar.

ფრესკობალდის სახლი ავტორიტეტული მწარმოებელია, ოჯახის ღერბი Marchesi de Frescobaldi იტალიური ღვინის ეტიკეტზე – უმაღლესი ხარისხისა და შესანიშნავი გემოს გარანტიაა!

Ristorante & Wine Bar dei Frescobaldi – ერთ-ერთი საუკეთესო ღვინის ბარი მსოფლიოში

frr

რა უფრო მნიშვნელოვანია რესტორანში მაქსიმალური სიამოვნების მისაღებად – კერძისთვის შერჩეული ღვინო თუ პირიქით? და რა უნდა მივიჩნიოთ უმთავრესად და პრინციპულ გადამწყვეტად: ღვინო თუ სამზარეულო? მსოფლიოს დაწესებულებები, რომლებსაც ერთი აბრა Wine Bar აერთიანებს, ამ დილემას ღვინის სასარგებლოდ წყვეტენ.

იტალიაში ბოლო დროს ღვინის ბარების სიმრავლე სამი მიზეზით ამოიხსნება. პირველი – სხვადასხვა ღვინოების მაძიებელი ტურისტების ზღვა, რომლებიც უკმაყოფილო იყვნენ ღვინის მენიუს სიმწირით რესტორნებში. მეორე – ღვინის პრესის აქტივიზირება: მიმოხილვებმა Gambero Rosso, Civilta del Bere და II Mio Vino-ში არამხოლოდ ტურისტებს, არამედ თავად იტალიელებსაც გაუღვიძეს ინტერესი საკუთარი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონის ღვინისადმი. მესამე და ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი – იტალიური ღვინის ხარისხის ამაღლება ბოლო 30 წლის განმავლობაში.

ალტო-ადიჯედან სიცილიამდე მეღვინეებმა თავიანთი ვენახებისა და მარნების განახლება დაიწყეს და მსოფლიო ბაზარზე გასვლაზე იზრუნეს. ამ 30-წლიანი რევოლუციის შედეგი კი გახდა მთელი მსოფლიოს დიდი ინტერესი იტალიური ღვინოებისადმი, ღვინისა და გასტრონომიული ტურიზმი და ღვინის პატარა სამყარო ყოველ ენოთეკაში.

ქიმია, რომელიც ღვინისა და საჭმლის ურთიერთშეხამების საფუძველია – შემოქმედებითი ძიების საწინდარი გახდა  ფრესკობალდების ღვინის ბარში. ფრესკობალდის ოჯახის ფილოსოფია ღვინის ბარისადმი, ისევე როგორც თავად ღვინისადმი, გახლავთ კულტურის, სიამოვნებისა და დახვეწილობის სინთეზი. ღვინის ბარის, ენოთეკისა და რესტორნის გახსნა ძალიან ორგანულად მოხდა – ფრესკობალდის ღვინო ჯერ კიდევ რენესანსის ეპოქიდან კარგად არის ცნობილი ქვეყნის გარეთაც.

aerop

ფრესკობალდის პირველი ღვინის ბარი 1999 წელს რომის ლეონარდო და ვინჩის სახელობის აეროპორტში გაიხსნა საპასპორტო კონტროლის უკან და მალევე გახდა აეროპორტის ყველა მაღაზიისა და Duty Free-ს კონკურენტი. ჭიქა კარგი ღვინო და ხემსი შესანიშნავად განგაწყობს ნებისმიერი ხანგრძლივობის ფრენისკენ.

Fresco-640x458

ცნობილი ფლორენციული მოედანი Piazza della Signoria კიდევ უფრო მიმზდველი გახდა კარგი ღვინის მოყვარულებისთვის. 2002 წელს მიქელანჯელოს დავითის მეზობლად ფრესკობალდის მეორე ღვინის ბარი და რესტორანი გაიხსნა.

nip

მყუდრო სივრცეს ერთმანეთში იყოფენ Frescobaldino – ბარი ღვინის მედიტაციებისთვის და ელეგანტური, მაგრამ ამავდროულად არაფორმალური რესტორანი ტრადიციული ტოსკანური სამზარეულოთი.

castl

უდავოდ, ამ დაწესებულებაში განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ღვინის მენიუ. მასში ფრესკობალდის 50 სახეობის ღვინოა წარმოდგენილი, თანაც ასორტიმენტის 80% – შემოთავაზება ჭიქებით. 10 ევროდ აქ მიიღებთ უდიდეს სიამოვნებას აღიარებული კლასიკით Montesodi Chianti Rufina-ს სახით და  არისტოკრატულ კაბერნეს სახელწოდებით Mormoreto, ორიივე ღვინო Nipozzano-ს მამულიდანაა. 3-6 ევროს დიაპაზონში აქ მშვენიერ არჩევანს შემოგთავაზებენ: Prosecco, Pinot Grigio, Tocai და Chardonnay იტალიის ჩრდილოეთიდან, ასევე გრაპას, უფრო ძლიერი სასმელის მოყვარულებისთვის.


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
როგორ აფსებთ ოპოზიციური პარტიების ბოიკოტს არჩევნების მეორე ტურში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფსებთ ოპოზიციური პარტიების ბოიკოტს არჩევნების მეორე ტურში?
თვის კითხვადი სტატიები