ინგა ნიჟარაძე - "მედალპიას" მსოფლიო პატენტი და თბილისში ქართველ ექიმთან ჩამოსული უცხოელი პაციენტები - კვირის პალიტრა

ინგა ნიჟარაძე - "მედალპიას" მსოფლიო პატენტი და თბილისში ქართველ ექიმთან ჩამოსული უცხოელი პაციენტები

ჩვენი საზოგადოება ინგა ნიჟარაძეს ძალიან კარგად იცნობს, მის შესახებ ქართული პრესა არაერთხელ წერდა, ალბათ, ამიტომაც ინტერესი მის მიმართ დღითი დღე იზრდება.ის მალამოები, რომლებიც ქალბატონი ინგას მიერ დაარსებულ "მედალპიაში" იქმნება, ნამდვილ სასწაულებს ახდენს -  არჩენს იმ დაავადებებს, რომელთა წინაშეც ხშირად მედიცინაც კი უძლურია. ამ დაავადებების ჩამონათვალი კი საკმაოდ ვრცელია - ძვლებისა და ხრტილოვანი სტრუქტურების, კუნთის უჯრედების აღდგენა, კოქსართროზი, მენისკი და გაწყვეტილი იოგები; მალამო, რომელიც უკვალოდ აქრობს სტრიებს, "ნაწოლებს", ნაიარევს. ინგა ნიჟარაძის მიერ, ბუნებრივ კომპონენტებზე შექმნილი უნიკალური მალამოს წყალობით  ინგა ნიჟარაძე ახდენს მოდუნებული კუნთების აღდგენას, დაკიდებული მკერდის და დუნდულების აწევას. ინგა ნიჟარაძე ხშირად იღებს მონაწილეობას საერთაშორისო კონფერენციებში, ის სულ ახლახან დაბრუნდა ინგლისიდან, სადაც მიწვეული იყო მსოფლიოს ცნობილ ექიმთა  სიმპოზიუმზე.

თბილისში ძალიან პოპულარულია ინგა ნიჟარაძის მიერ დამზადებული სრულიად უნიკალური სახის მალამო, რომელიც იწვევს სახის გაახალგაზრდავებას, ცვლის ბოტოქსს, მეზოთერაპიას, "ოქროს ძაფებს", ეს  არის პლასტიკური ქირურგიის რეალური და უსაფრთხო ალტერნატივა 21-ე საუკუნეში. ეს მალამო ერთი თვის ვადით მოხმარების შედეგად სახის კუნთს უბრუნებს ტურგორს, კუნთის აღდგენის ხარჯზე ხდება სახის კანის გაახალგაზრავება, მალამო არის აბსოლუტურად უსაფრთხო, არ შეიცავს ჰორმონებს. ამასთან ერთად ქალბატონმა ინგამ შექმნა მალამო, რომლითაც ძალიან მარტივად და უსაფრთხოდაა შესაძლებელი ფანტასტიკური რუჯის მიღება.

KvirisPalitra.Ge- ქალბატონო ინგა, რამდენადაც ცნობილია, თქვენი მალამოები ძალიან ბევრ დაავადებას კურნავს, თუ შეგიძლიათ მოგვიყევით, რისგან მზადდება ისინი?

- უკვე ათეულ წელზე მეტია, რაც ჩემი საქმიანობა დაკავშირებულია ალპური ზონის სოფელ უშგულთან, მცენარეები, რომელთა მეშვეობითაც ჩემი მალამოები მზადდება, სვანეთში იზრდება, თუმცა მცენარეთა გარკვეული სახეობები ალპური ზონის სხვა რეგიონებიდანაც ჩამომაქვს, სწორედ აქედან გაჩნდა "მედალპია", რაც “ალპების მედიცინას ნიშნავს. დღეს "მედალპია" არის ბრენდი, ინტელექტუალური საკუთრება, რომელმაც უკვე მოიპოვა ევროპული პატენტი და საქმიანობა ევროპის მასშტაბით შემიძლია.

- თქვენთან ჩამოდიან სამკურნალოდ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მე თავად ვნახე ამერიკიდან ჩამოსული ახალგაზრდა. როგორც წესი, ქართველი პაციენტები თავად მიდიან უცხოეთში სამკურნალოდ, თქვენ როგორ  მოახერხეთ ამ ტენდენციის შეცვლა?

- ამაში განსაკუთრებული საიდუმ- ლო”ნამდვილად არ არის, მე მიყვარს ჩემი საქმე, პაციენტების მრავალრიცხოვნება კი იმ შედეგებით არის გამოწვეული, რაც სახეზე გვაქვს. ამ ახალგაზრდა მამაკაცმა ამერიკაში 150 ათასი დოლარი დახარჯა, გაიკეთა სამი ქირურგიული ოპერაცია მოტეხილ კოჭ-წვივის სახსარზე, მაგრამ მისი მდგომარეობა არათუ გამოკეთდა, პირიქით, ხეიბარი დარჩა. ის პირველად ორი წლის წინ ჩამოვიდა თბილისში, მასთან საკმაოდ დიდი ხანი მომიწია მუშაობამ, შეიძლება ითქვას, რომ ახალი სახსარი "გამოვძერწეთ", დღეს ნოკა უკვე ხელჯოხების გარეშე  დადის და თავს ძალიან ბედნიერად გრძნობს.

ინგა ნიჟარაძის პაციენტთა შორის ძალიან ბევრი ცნობილი ქართველია, მათ შორის იყო რამაზ ჩხიკვაძე, მკურნალობის კურსი წარმატებით გაიარეს ნანი ბრეგვაძემ, გია ბურჯანაძემ, ანი გიუნტერმა და აჩიკო სოლოღაშვილმა. ქალბატონ ინგას უამრავი მადლიერი ადამიანი ჰყავს, ჩვენ მათი შთაბეჭდილებების ნაწილს შემდეგ ნომრებში შემოგთავაზებთ.

მის: ვაჟა-ფშაველას II კვ,

მე-14 კორპუსი.

კონსულტაციისთვის დარეკეთ

წინასწარ ტელ: 5-99-55-68-71;

231-66-58; 599-07-70-00 www.medalpia.ge

R