”თეგეტა თრაქ & ბასმა” საერთაშორისო ტრენინგს უმასპინძლა - კვირის პალიტრა

”თეგეტა თრაქ & ბასმა” საერთაშორისო ტრენინგს უმასპინძლა

გასულ კვირას ჰოლდინგური კომპანია "თეგეტა მოტორსის" სათავო ოფისში, მისი შვილობილი კომპანიის "თეგეტა თრაქ & ბასის" და MAN Truck & Bus AG -ის სასწავლო აკადემიის (MAN Academy) ორგანიზებით, გაიმართება უმსხვილესი გერმანული სატვირთო საავტომობილო კონცერნის MAN-ის ტრენინგი.ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც მსგავსი საინფორმაციო და შემეცნებითი ტრენინგის მოწყობა, გერმანიაში კომპანიის სათავო ოფისის ფარგლებს გასცდა.

საქართველოში გამართულ ტრენინგს 7 სხვადასხვა ქვეყნის: უკრაინის, რუსეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, ბელორუსიის, ყაზახეთის და უზბეკეთის 20 წარმომადგენელი ესწრებოდა. ლექციებს კი გერმანელი სპეციალისტები უძღვებოდნენ. აღსანიშნავია, რომ Truck & Bus AG-ს სამეთვალყურეო საბჭოს წევრის, გაყიდვების და მარკეტინგის დირექტორის დოქტორ ფრენკ ჰილერის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წელს MAN Academy-მ დანერგა რამდენიმე ახალი ტიპის ტრენინგი, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში მოღვაწე პარტნიორი კომპანიების გაყიდვების მენეჯერების პროფესიული უნარ-ჩვევების სრულყოფაზეა ორიენტირებული. Truck & Bus-ის ასეთი სახის ტრენინგები ყოველწლიურად იმართება გერმანიაში, მიუნხენში, კომპანიის სათავო ოფისში. წელს კი ამ ღონისძიების ჩატარება საქართველოში გადაწყდა. "თეგეტა მოტორსის" შვილობილი კომპანია "თეგეტა თრაქ & ბას" უკვე 5 წელია MAN Truck & Bus AG-ს ოფიციალური იმპორტიორია საქართველოში.

KvirisPalitra.Geროგორც კომპანია MAN Truck & Bus AG-ს წარმომადგენლები ამბობენ, საქართველოში ტრენინგის ჩატარება რამდენიმე გარემოებამ განაპირობა: "თეგეტა თრაქ & ბასის" და MAN Truck & Bus-ის წარმატებულმა და გრძელვადიანმა თანამშრომლობამ; კომპანიის სერვისცენტრებმა და ინფრასტრუქტურამ, რომელიც სრულად აკმაყოფილებს მსგავსი ღონისძიების ჩატარებისთვის აუცილებელ საერთაშორისო სტანდარტებს; პარტნიორი კომპანიებისთვის "თეგეტა მოტორსში" დაგროვილი გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობამ და საქართველოს ბაზრის პროგრესულმა ზრდამ.

დავით ჭეიშვილი ("თეგეტა თრაქ & ბასის" გენერალური დირექტორი): "უკვე ხუთი წელია, რაც კომპანია MAN თრუცკ & Bუს AG-ის პარტნიორები ვართ. რა თქმა უნდა, ამ ხუთი წლის განმავლობაში სისტემატურად ვახდენთ ჩვენი თანამშრომლების გადამზადებას და მათი კვალიფიკაციის ამაღლებას, მაგრამ ეს კომპანიის სათავო ოფისში, მიუნხენში ხდებოდა. იმის გათვალისწინებით, რომ დიდი ხნის წარმატებული ურთიერთობა გვაქვს MAN Truck & Bus AG-თან და აღმოსავლეთ ევროპაში, პირველი ევროპული სტანდარტების ინფრასტრუქტურა შევქმენით, კომპანიამ გადაწყვიტა ტრენინგი საქართველოში მოეწყო.

"ასეთი სახის ტრენინგი ძალიან მნიშვნელოვანია და სავალდებულოა ყველა ქვეყანაში კომპანიის წარმომადგენლობის გაყიდვების მენეჯერებისთვის. მოგეხსენებათ, რომ ეკონომიკური კრიზისის შემდეგ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მაღალ ტექნოლოგიებს და ამ ტექნოლოგიების ფინანსურ ანალიზს, მათი შენახვის ხარჯებს. უნდა აღინიშნოს, რომ ამ საკითხს ყოველთვის დიდ ყურადღებას უთმობდნენ განვითარებულ ქვეყნებში, ახლა კი კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა შეიძინა. სწორედ ამ მიმართულებით ხდება ტრენინგზე მენეჯერების გადამზადება, რაც მომხმარებელს მისცემს შესაძლებლობას უკეთ შეიტყოს მათგან, რა დაუჯდება ყოველი კილომეტრის გავლა ჩვენთან შეძენილი ტექნიკით. როდესაც მომხმარებელს ინფორმირებული და მაღალი კვალიფიკაციის მქონე გაყიდვების მენეჯერი ემსახურება, ზუსტად შეუძლია განსაზღვროს, მაგალითად, რა ტიპის, ასაკის და დამატებითი მოწყობილობების მქონე ტექნიკა შეიძინოს."

ჯამშირ კატახარჟაევი (კომპანია "მან ტრაქ & ბას ყაზახეთის" კომერციული დირექტორი): "კომპანია MAN -ისთვის ყოველთვის ყველაზე მთავარი იყო და არის კადრების განათლებისა და გადამზადების საკითხი. მსოფლიო დინამიკურად ვითარდება, უამრავი სიახლე ხდება, ჩნდება ახალი ტექნოლოგიები, რომელსაც პერიოდულად გვაცნობენ ჩვენი კოლეგები მიუნხენიდან. ყველა ტრენინგი, რომელსაც კომპანია MAN Truck & Bus AG ატარებს, ყოველთვის საინტერესო და შემეცნებითია. ასეთ შეხვედრებზე ყოველთვის აღმოაჩენ რაღაც ახალს - როგორ შესთავაზო პროდუქცია მომხმარებელს, როგორ წარადგინო ის ბაზრებზე. ამის შემდეგ, ჩვენ შიდა ტრენინგს ჩავატარებთ ჩვენი თანამშრომლებისთვის, რათა მიღებული ცოდნა მათაც გადავცეთ. აქვე არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ ძალიან თანამედროვე ოფისი აქვს კომპანია "თეგეტა თრაქ & ბასს". ყველაფერი ძალიან კორპორატიულ სტილშია მოწყობილი. ჩვენ, სამწუხაროდ, ასეთი ჯერ არ გვაქვს."

ალექსანდრ ცესარი (კომპანია MAN Truck & Bus AG-ის პოსტსაბჭოთა ქვეყნების წარმომადგენლობის დირექტორი): " MAN Truck & Bus არის კომპანია, რომელსაც მსოფლიოში აქვს განთქმული სახელი, შესაბამისად, ჩვენთვის ასეთი ღონისძიებების ჩატარება ქვეყნებში, სადაც ჩვენ ვმუშაობთ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ეს გვაძლევს შესაძლებლობას კიდევ უფრო მეტი ვუთხრათ ჩვენს პარტნიორებს, არსებულ თუ პოტენციურ კლიენტებს - რა შეგვიძლია შევთავაზოთ, რას წარმოადგენს ჩვენი პროდუქტი და როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ ჩვენს კლიენტებს უფრო წარმატებით აკეთონ თავიანთი ბიზნესი.

"საქართველოში რამდენჯერმე ვარ ნამყოფი, მაგრამ ყოველ ჯერზე ვხედავ, რომ "თეგეტა თრაქ & ბასი" სულ უფრო ვითარდება. ამას კი ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან ვხედავთ, რომ თეგეტა თრაქ & ბასის წყალობით MAN-ის სახელი საქართველოში წარმატებით სარგებლობს."

R