ლაქტაციდი - ის, რაც ყველა ქალს სჭირდება - კვირის პალიტრა

ლაქტაციდი - ის, რაც ყველა ქალს სჭირდება

ჰიგიენა ბერძნული სიტყვაა და ზოგადად გულისხმობს ჯანმრთელობასთან და მის პრევენციასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა ერთობლიობას და სისტემას. ადამიანები ცდილობენ, სისუფთავესთან დაკავშირებული ღონისძიებები ბავშვებს თავიდანვე ჩაუნერგონ პირადი ჰიგიენის უნარების სახით.

ინტიმური ჰიგიენა  სისუფთავის ნორმატივების მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია, თუმცა მასზე ღია საუბარს, საკითხის დელიკატურობიდან გამომდინარე, გარდა ექიმთა საზოგადოებისა, აშკარად გაურბიან. ამ თვალსაზრისით, უფრო მეტ ყურადღებას იმსახურებს ქალის ინტიმური ჰიგიენა - ქალის გენიტალიების ანატომიურად ინფექციების მიმართ მიდრეკილების გამო. და არა მარტო... ქალს ფუნქციურად რეპროდუქციული სისტემა უფრო დატვირთული აქვს - ქალს აქვს მენსტრუალური ციკლი, ის ორსულდება, მშობიარობს, ქალი მელოგინეა და ბოლოს და ბოლოს, ქალი ქალია - მომხიბვლელი, ლამაზი, მიმზიდველი, სასურველი.

რატომ გახდა ინტიმური ჰიგიენა დღეს განსაკუთრებით  აქტუალური? შეიცვალა სქესობრივი ქცევა - მომატებული სქესობრივი აქტიურობა, სქესობრივი პარტნიორის ცვლა, ის თავისებურებებია, რომლებიც ცხოვრებამ მოიტანა. ასევე "დამნაშავეა" მოდის გარკვეული გამოძახილი, მჭიდრო, მოუხერხებელი და სინთეტური ტანსაცმელი. ექიმ-გინეკოლოგებს შორის გამოკითხვამ წარმოაჩინა არასაკმარისი ჰიგიენის პრობლემაც. ქალების უმრავლესობამ არც კი იცის გენიტალიების სწორად მოვლის წესები, უმეტესობა დღემდე ჩვეულებრივი საპნის მომხმარებელია. დადგენილია, რომ საპონი ინტიმური ტერიტორიების მტერია! ამას მისი ქიმიური შემადგენლობა და ქსოვილებზე ზეგავლენა განაპირობებს.

ლაქტაციდი არის მსოფლიოში ქალის უპირველესი დასაბანი საშუალება, რომელიც შეიცავს რძის ექსტრაქტებს და ჩვეულებრივი საპნისგან განსხვავებით ინარჩუნებს ბუნებრივ ინტიმურ ბალანსს და უზრუნველყოფს არა მხოლოდ სისუფთავეს, არამედ დაცვას გაღიზიანებისგან, უსიამოვნო სუნისგან და ტოვებს სისუფთავის, თვითდაჯერებულობის, სიახლის შეგრძნებას. ლაქტაციდი არის ქალის გარეგანი დასაბანი საშუალება ფრანგული  ფარმაცევტული  კომპანია "სანოფი-ავენტის"-ისგან, რომელიც შეიცავს რძის მჟავას და რძის შრატს (ლაცტოსერუმ), გამოიყენება ყოველდღიური ინტიმური ჰიგიენისთვის. ასევე გამოიყენება როგორც დამხმარე საშუალება გარეთა სასქესო ორგანოების ინფექციების დროს.

ლაქტაციდი არის:

*ქალის ყოველდღიური ჰიგიენა

*უზრუნველყოფს სისუფთავის ხანგრძლივ შეგრძნებას

*თავიდან აცილებს გაღიზიანებას, წვის შეგრძნებას, უსიამოვნო სუნს, ინფექციების, მენსტრუალური ციკლის, ორსულობის, მშობიარობის შემდეგ

*ხელს უშლის  და არ იწვევს სიმშრალეს

*არის ჰიპოალერგიული

*მოწოდებულია გინეკოლოგების მიერ

*მოსახერხებელია ორსულებისათვის

*შეიძლება გამოვიყენოთ ჩვილებში, ბავშვებში

იკითხეთ აფთიაქებში

მაკა გეგეჭკორი

მედიცინის დოქტორი,

ექიმი-რეპროდუქტოლოგი

ი.ჟორდანიას სახ. ადამიანის რეპროდუქციის ს/კ ინსტიტუტი R