მეზიმ ფორტე საუკეთესოა - კვირის პალიტრა

მეზიმ ფორტე საუკეთესოა

ყოველდღიურად სულ უფრო მეტი და მეტი ადამიანი მიირთმევს ჯანმრთელობისათვის საზიანო საკვებს. განსაკუთრებით არასრულფასოვნად იკვებებიან ის ადამიანები, რომლებსაც მთელი დღის განმავლობაში სამსახურში ან სასწავლებელში ყოფნა უწევთ.

სხვადასხვა სახის საკვები დანამატები: გემოს გამაძლიერებლები, კონსერვანტები და კვების რეჟიმის დარღვევა იწვევს კუჭნაწლავის პრობლემების მომატებას მოსახლეობაში.

სრულიად ბუნებრივია, რომ ძნელად ასათვისებელი ბოსტნეულის, ცხიმიანი ან უჩვეულო საკვების მიღებისას ხშირია არასასიამოვნო შეგრძნებები და სიმძიმე, რომელიც საგრძნობლად მოქმედებს  განწყობაზე.

პრეპარატი - მეზიმ ფორტე, რომელიც საჭმლის მომნელებელი ფერმენტების იდეალურ ბალანსს წარმოადგენს, ნატურალური, უსაფრთხო და მაღალეფექტური საშუალებაა საჭმლის მონელებასთან დაკავშირებული პრობლემების მოსაგვარებლად.

რეკომენდებულია მეზიმ ფორტეს 1-2 შემოგარსული ტაბლეტის მიღება ჭამამდე, საკვების სახეობის და საჭმლის მონელების დარღვევის სიმძიმის ხარისხის მიხედვით საჭიროა კიდევ 2-4 შემოგარსული ტაბლეტის მიღება საკვების მიღების დროსაც.

შეიძლება პრეპარატ მეზიმ ფორტეს რეკომენდებულ დოზაზე უფრო მაღალი დოზებით მიღება. სახიფათო შედეგები არ არის სავარაუდო.

მიიღება მთლიანად საკვების მიღების დროს საკმარისი რაოდენობის სითხის (წყლის ან წვენის) მიყოლებით.

მეზიმ ფორტეს ხანგრძლივი და რეგულარული მიღების შემთხვევაშიც კი კუჭქვეშა ჯირკვლის ფუნქციის დარღვევისას გვერდითი მოვლენები ან გართულებები ნაკლებად სავარაუდოა.

ასევე არსებობს უფრო ძლიერი მეზიმ ფორტე 10000.

მეზიმ ფორტე 10000-ის დანიშნული დოზა დამოკიდებულია საჭმლის მომნელებელი ფერმენტების დეფიციტის დონეზე თორმეტგოჯა ნაწლავში და შეირჩევა ინდივიდუალურად.

ძნელად ასათვისებელი ბოსტნეულის, ცხიმიანი ან უჩვეულო საკვების მიღების შემთხვევაში, ჩვეულებრივ რეკომენდებულია 1-2 ტაბლეტი საკვების ერთ მიღებაზე.

საჭმლის მონელების დარღვევისას რეკომენდებული დოზა შეადგენს 2-4 ტაბლეტს საკვების მიღებაზე.

პრეპარატი გაიცემა ურეცეპტოდ.

მეზიმ ფორტე გაგიადვილებთ საჭმლის მონელებას, მოგიხსნით სიმძიმის შეგრძნებას, დაგიბრუნებთ ცხოვრების ხალისს!

ნია ოდიშვილი

R