გამოცდილი საშუალებები გაციებისა და გრიპის დროს - კვირის პალიტრა

გამოცდილი საშუალებები გაციებისა და გრიპის დროს

ზამთარში და გაზაფხულზე მატულობს ვირუსული ინფექციების რაოდენობა, მოსახლეობის უმეტესი ნაწილი არ მიმართავს ექიმს უბრალო გაციებისა და გრიპის დროს, ექიმის გამოძახება ხომ ფასიანია...

როგორ მოვიქცეთ, თუ ავადმყოფობა ყელის ტკივილით იწყება, ან ავადმყოფობას თან ახლავს ყელის ტკივილი?

თუ ექიმის გამოძახების საშუალება არ გვაქვს, უნდა მივმართოთ კარგად გამოცდილ საშუალებებს: ბებიების რჩევას - თაფლიანი რძე, კომშის ნახარში, ცხელი ჩაი ჟოლოს მურაბით და, რა თქმა უნდა, ფალიმინტი.

გერმანული პრეპარატი ფალიმინტი შემოწმებულია ათწლეულობით. ეფექტური დამხმარე საშუალება ყელის ტკივილისას ცნობილია ყველასათვის. იგი აწყნარებს ყელს, ხსნის ტკივილს, ამსუბუქებს სუნთქვას.

ფალიმინტი, როგორც მენთოლი, ოღონდ კიდევ უფრო ძლიერად, იწვევს სიგრილის შეგრძნებას პირის ღრუსა და ყელში, ამასთან, არ იწვევს ყელის გამოშრობას. ფალიმინტი იყიდება ყველა აფთიაქში, მისი ფასიც საკმაოდ მისაღებია: კოლოფი, სადაც არის 20 დრაჟე, ღირს 3 ლარი.

რეკომენდებულია მიიღოთ თითო დრაჟე დღე-ღამეში რამდენჯერმე, მისი ნელი გაწუწვნით, მაგრამ არა უმეტეს 10 ცალისა დღე-ღამის განმავლობაში.

ფალიმინტის ვარგისიანობის ვადა არის 5 წელი. ვადის გასვლის თარიღი მითითებულია დასაკეც მუყაოს კოლოფზე და ბლისტერზე. ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ ამ პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება!

ფალიმინტი - გერმანული უმაღლესი ხარისხის პრეპარატია. თუ გაქვთ ანგინა, ფარინგიტი, ლარინგიტი, ასევე მწეველთა კატარი, ფალიმინტი დაგეხმარებათ.

ვინაიდან ფალიმინტს აქვს გამაგრილებელი მოქმედება, იგი გამოიყენება როგორც დამხმარე საშუალება პირის ღრუსა და ყელის დაავადებების სამკურნალოდ ან ამ ორგანოების ინსტრუმენტული გამოკვლევისას.

ფალიმინტი შენახვის განსაკუთრებულ პირობებს არ საჭიროებს, უბრალოდ, უნდა მოათავსოთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.

იკითხეთ ფალიმინტი უახლოეს აფთიაქში,

ახლა უკვე განახლებულ შეფუთვაში.

ნია ოდიშვილი R