საჭირო ინფორმაცია - კვირის პალიტრა

საჭირო ინფორმაცია

ბაკურიანის სასტუმროში,  სადაც ჩვენი ოჯახი წელს ისვენებდა, ჩატარდა ექიმთა კონფერენცია. თემა, რომელმაც მიიპყრო ჩემი ყურადღება და დამაინტერესა, იყო "ხველა ბავშვებსა და მოზრდილებში". ბევრი საინტერესო რამ გავიგე, რაც აქამდე არ ვიცოდი და სიამოვნებით გაგიზიარებთ ამ საინტერესო ინფორმაციას.

აღმოჩნდა, რომ ყინვის დროს, როცა ჰაერის ტემპერატურა 0 გრადუსზე დაბლა ეცემა, გრიპით დაავადების საშიშროება ნაკლებია. მაგრამ როგორც კი თბება, ვირუსები აქტიურდებიან და მატულობს ჰაერით გადამდები სასუნთქი გზების დაავადებები, რომელთაც თან ახლავს ხველა, სურდო და ხშირად სიცხეც კი.

სამწუხაროდ, გრიპი აირწვეთოვანი ინფექციაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ჰაერით გადადის და მისგან ბოლომდე თავის დაცვა ძნელია.

ავად გახდომის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, დანიშნულებისთვის სასურველია მიმართოთ ექიმს. თუ ექიმთან მისვლის ან ექიმის გამოძახების საშუალება არ გაქვთ და ამასთან, გახველებთ, მაშინ აუცილებლად უნდა იცოდეთ, რომ ხველა არსებობს ორი სახის: მშრალი და პროდუქტიული, ანუ სველი, რომელსაც თან ახლავს ნახველი.

როგორ უნდა გავარჩიოთ მშრალი ხველა პროდუქტიული, ანუ სველი ხველისგან?

პროდუქტიულ ხველას ყოველთვის თან ახლავს ნახველი. არსებობს ამოსახველებელი საშუალებები, რომელიც გაგიადვილებთ ამოხველებას, რაც თავისთავად შეამცირებს და გააქრობს ხველას.

ბაკურიანის კონფერენციაზე ყურადღება დაეთმო გერმანულ პრეპარატს სახელწოდებით ფლავამედი. ფლავამედი ამოსახველებელი საშუალებაა ორმაგი მოქმედებით: იგი ათხიერებს ნახველს და ხელს უწყობს მის გამოდევნას ორგანიზმიდან. ფლავამედი გერმანული წარმოებისაა და მომხმარებლისთვის საკმაოდ მისაღები ფასი აქვს. ამასთან, აღმოჩნდა, რომ ფლავამედი არ შეიცავს გლუკოზას, არ შეიცავს ალკოჰოლს და დამზადებულია საღებავების გარეშე.

დღესდღეობით აფთიაქებში წარმოდგენილია ფლავამედის უკვე 3 ფორმა: სიროფი, ტაბლეტები და შუშხუნა ტაბლეტები.

მოზრდილებისთვის და ბავშვებში 12 წლის ასაკიდან გამოიყენება ფლავამედის შუშხუნა ტაბლეტები. შუშხუნა ტაბლეტი არის ყველაზე თანამედროვე სამკურნალო ფორმა, ფლავამედის შუშხუნა ტაბლეტში აქტიური ნივთიერების - ამბროქსოლის საკმაოდ მაღალი კონცენტრაციაა. შუშხუნა ტაბლეტის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ იგი სწრაფად იხსნება წყალში, უმალ შეიწოვება ორგანიზმში, რაც განაპირობებს მის სწრაფ მოქმედებას. წყალში გახსნისას ფლავამედის შუშხუნა ტაბლეტს ალუბლის გემო აქვს, იგი საკმაოდ სასიამოვნო დასალევია.

მე თავად დამჭირდა ხველის წამალი, გამახსენდა ბაკურიანში ექიმებმა რომ მირჩიეს ფლავამედი სველი ხველისას, რადგანაც ნახველიანი ხველა მქონდა, წავედი აფთიაქში და ვიყიდე ფლავამედის შუშხუნა ტაბლეტების კოლოფი. ნამდვილად სასიამოვნო დასალევი აღმოჩნდა, 3 დღე ვსვი დღეში 3-ჯერ ფლავამედის ნახევარი ტაბლეტი და შვება ვიგრძენი. დროზე მოვუსწარი და არ გამირთულდა. ფლავამედის შუშხუნა ტაბლეტების კოლოფის ფასი აფთიაქებში საშუალოდ 5 ლარია, კოლოფში 10 ტაბლეტია.

არის, ასევე, ფლავამედის პატარა ზომის ტაბლეტები, ჩვეულებრივ ტაბლეტზე ბევრად პატარა ზომისაა, რაც დასალევად საკმაოდ მოსახერხებელია.

ფლავამედის ტაბლეტების ფასი კიდევ უფრო დაბალია შუშხუნა ტაბლეტებთან შედარებით, კოლოფი მიახლოებით 4 ლარი ღირს და 20 ტაბლეტისგან შედგება.

ბავშვებისთვის არის ფლავამედის სიროფი, ჟოლოს არომატით. ფლავამედის სიროფი არის გლუკოზის, ალკოჰოლისა და საღებავების გარეშე, კოლოფში არის, ასევე, სპეციალური საზომი კოვზი, ფასი - 5 ლარამდე.  ფლავამედის სიროფი გამოიყენება ბავშვებში 2 წლის ასაკიდან, 2 წლამდე ბავშვებში - ექიმის დანიშნულებით.

ფლავამედი - იდეალურია ფასით და ხარისხის გარანტიით. ყოველთვის მიაგნებ შენთვის სასურველ ფორმას, იდეალურია მთელი ოჯახისთვის.

R ნია ოდიშვილი, მარტი 2012 წ.