"სანსეტ კვარიათი" – საუკეთესო დასვენება და წარმატებული ბიზნესი - კვირის პალიტრა

"სანსეტ კვარიათი" – საუკეთესო დასვენება და წარმატებული ბიზნესი

ზაფხულის მცხუნვარე დღეებში ყველა ცდილობს ქალაქის ქაოსს თავი დააღწიოს და დასასვენებლად სხვადასხვა მიმართულებით გაემგზავროს, ყველაზე პოპულარული მაინც საზღვაო კურორტია და დასვენებასაც უმრავლესობა შავი ზღვის განახლებულ სანაპირო ზოლზე გეგმავს.

აჭარაში ბოლო წლების განმავლობაში უამრავი რამ შეიცვალა, განახლდა, გახალისდა და გალამაზდა ზღვისპირა დასასვენებელი ადგილები, პოპულარობის მატებასთან ერთად ზღვის ნაპირზე სხვადასხვა ახალმა ნაგებობებმაც მოიყარა თავი და აქტუალური გახდა ბინის შეძენა შავი ზღვის საკურორტო ზონაში, და ძალიან მალე, უკვე მრავალი ტურისტი შავ ზღვაზე არა სტუმრის არამედ ბინის მესაკუთრის სტატუსით ჩავა და გაატარებს ზაფხულის ცხელ დღეებს საკუთარ კომფროტულ სახლში.

თუ ჯერ კიდევ არ გაგიკეთებიათ მნიშვნელოვანი შენაძენი, მაშინ ჩვენ თქვენ ყველაზე ელიტარული  სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი  სახლის, "სანსეტ კვარიათის" შესახებ მოგიყვებით.

"სანსეტ კვარიათი" სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი კომპლექსია, რომელიც მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე, ზღვიდან 50 მეტრში. კვარიათი ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული კურორტია რეგიონში. აქ ნახავთ მთებით შემოსაზღვრულ საოცარ სანაპიროსა და სუფთა ზღვას. "სანსეტ კვარიათის" ყველა ბინას აქვს აივანი საიდანაც იშლება ზღვისა და მთის შესანიშნავი ხედები.

სხვა დეველოპერულ პროექტებისაგან  "სანსეტ კვრიათი" გამორჩეულია იმით, რომ საუკეთესო დასასვენებლ ადგილზე ბინის შეძენასთან ერთად, შემძენი ახდენს თანხის დაბანდებას წარმატებულ ბიზნესში და  იღებს გარანტირებულ მუდმივ შემოსავალს. ეს ყველაფერი რეალურად გამოიხატება შემდეგში: იმ პერიოდში, როდესაც ბინის შემძენი მის მიერ შეძენილი ბინით არ სარგებლობს, სანსეტ კვარიათის მენეჯმენტი ახდენს გაქირავებას და მიღებული შემოსავლის 65%–ს უხდის ბინის მესაკუთრეს. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ყველაზე პატარა ბინის (42 კვ.მ) რომელიც დღეში 150 აშშ დოლარად გაქირავდება, მესაკუთრე ყოველწლიურად მიიღებს 8–9 000 აშშ დოლარს.

"სანსეტ კვარიათი" ნამდვილად არის გამორჩეული სახლი შავი ზღვის სანაპიროზე. ის არის გარანტი მაქსიმალური კომფორტისა  და საუკეთესო დასვენების.

მომხმარებელზე ორიენტირებულმა ჯგუფმა შეძლო მომხმარებელი მოეზიდა არა მარტო საქართველოდან, არამედ სხვადასხვა ქვეყნიდანაც. კომპანიის მიერ სწორად შერჩეული სტრატეგიის პირობებში უცხოური ინვესტიციით ხორციელდება ქვეყნის ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნა და უცხოელი მყიდველების სახით გარანტირებული ტურისტების არსებობა.

გაემართეთ აჭარის ყველაზე ლამაზ რეგიონში, შეიძინეთ ბინა "სანსეტ კვარიათში" და დატკბით საკუთარი სახლიდან ყველაზე ლამაზი დაისის ცქერით.

გულდაწყვეტილს არც მათ დავტოვებთ, ვინც წელს ვერ შეძლებს საკუთარი ნომრის შეძენას აპარტჰოტელში, ჩვენი სასტუმრო მომავალი წლიდან სრული დატვირთვით გიმასპინძლებთ და თქვენ უკვე შეგეძლებათ ნომრების დაჯავშნა და ოთხ ვარსკვლავიანი სერვისის მიღება "სანსეტ კვარიათში" .

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

597 000044

579 000044

წარმატებულ დასვენებას გისურვებთ.

R