თიბისი ბანკის განცხადება კომპანია "ელიტ ელექტრონიქსის " ყოფილი დამფუძნებლის, ანზორ ქოქოლაძის ცილისმწამებლური ბრალდებების საპასუხოდ - კვირის პალიტრა

თიბისი ბანკის განცხადება კომპანია "ელიტ ელექტრონიქსის " ყოფილი დამფუძნებლის, ანზორ ქოქოლაძის ცილისმწამებლური ბრალდებების საპასუხოდ

თიბისი ბანკი, კომპანია "ელიტ ელექტრონიქსის" ყოფილი დამფუძნებლის, ანზორ ქოქოლაძის ცილისმწამებლური ბრალდებების საპასუხოდ აცხადებს:

თიბისი ბანკი არასოდეს ყოფილა და არც ახლა არის წინააღმდეგი სასამართლოს მიერ ელიტ ელექტრონიქსის საკითხის განხილვისა. მიუხედავად იმისა, რომ დღემდე ამ თემამ ყველა სასამართლო ინსტანცია მოიარა, უზენაესი სასამართლოს ჩათვლით, ჩვენ ახალი სასამართლოს მიერ მის ხელახალ განხილვასაც მივესალმებით და აბსოლუტურად მზად ვართ ამისათვის.

უფრო მეტიც, კიდევ ერთხელ, ამჯერად საჯაროდ, ვთავაზობთ ბატონ ანზორს, დამატებით მივმართოთ დამოუკიდებელ არბიტრაჟს და დამოუკიდებელ ჟურნალისტურ გამოძიებას...

თუმცა, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ სინამდვილეში, სამართლიანი სასამართლო და ხელახალი პროცესი თვითონ ქოქოლაძეს არ აძლევს ხელს, რადგან სამართლიანი სასამართლო არასოდეს გაამართლებს ადამიანს, რომელიც არის მატყუარა და მისი მხრიდან თაღლითობის უამრავი ფაქტი არსებობს, თუ როგორ იპარავდა ელიტ ელექტრონიქსიდან თანხებს და "ქაჩავდა" სხვა, მის მიერ წინასწარ სპეციალურად შექმნილ კომპანიებში.

ეს არის ერთერთი მიზეზი, რის გამოც კომპანია გადახდისუუნარობამდე მივიდა. ამის მაგალითია ისიც, რომ ქოქოლაძის ელიტ ელექტრონიქსიდან წასვლისთანავე, მისმა ოჯახმა გაურკვეველი რესურსით ახალი კომპანია "ტექნო ბუმი" დააფუძნდა და ერთბაშად გახსნა რამდენიმე მაღაზია...

ასე რომ, ანზორ ქოქოლაძეს შეუძლია მიმართოს ნებისმიერ სასამართლოს, ნებისმიერ დროს, ასევე ნებისმიერ სხვა გამჭვირვალე, ცივილურ გზას... მაგრამ, პირველ რიგში მოვუწოდებთ მას, შეწყვიტოს ცილისმწამებლური, შეურაცხმყოფელი ბრალდებები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ვიქნებით ის მხარე, რომელიც მასზე ადრე მიმართავს სასამართლოს და ანზორ ქოქოლაძეს, თაღლითობასთან ერთად, თიბისი ბანკის რეპუტაციის შელახვისთვისაც აგებინებს პასუხს.

R