მეორადი ბინების ფასები თბილისის უბნების მიხედვით - კვირის პალიტრა

მეორადი ბინების ფასები თბილისის უბნების მიხედვით

"ეკოპალიტრისა" და "ილიაუნი ბიზნეს რევიუს" თანამშრომლობის საფუძველზე, ჩვენი რედაქცია პერიოდულად შემოგთავაზებთ ბიზნესკვლევებს სხვადასხვა თემაზე. ამჯერად კვლევის საგნად შევარჩიეთ თბილისში მეორადი საცხოვრებელი ფართების ფასები უბნების მიხედვით. ასეთ კვლევებს მკითხველი ყოველთვიურად იხილავს.

თბილისში Iliauni Business Review-მ მოაწყო მეორადი ბინების ბაზრის კვლევა უბნების მიხედვით. 27 უბნისთვის დადგინდა საშუალო ფასი 1 კვმ-ზე. აგრეთვე, საშუალო ფასი თბილისის ბაზარზე. კვლევა მოეწყო 1-20 ნოემბერს. თითოეულ უბანზე შეირჩა სამ-სამი ერთეული 1; 1,5; 2; 2,5; 3; 3,5 და 4-ოთახიანი ბინები. კვადრატურისა და ფასის საშუალებით მკვლევრებმა დაადგინეს, რა ღირს საშუალოდ, მაგალითად, 1-ოთახიანი ბინა კონკრეტულ უბანში. ბოლოს გამოიყვანეს მითითებული საშუალო ფასი მთლიანად, თითოეული უბნისთვის.

კვლევის შედეგებით გამოიკვეთა თბილისის უბნების ხუთეული, სადაც 1 კვმ-ზე ყველაზე მაღალი ფასი აღირიცხა: 1) ძველი თბილისი; 2) მთაწმინდა, სოლოლაკი; 3) ვერა; 4) ვაკე; 5) საბურთალო. ხოლო ყველაზე დაბალი ფასების მიხედვით ხუთეული ასე გადანაწილდა: 1) ავჭალა; 2) ლილო; 3) ფონიჭალა; 4) მესამე მასივი; 5) ვაზისუბანი.

წყარო: საქმე.გე, გაზეთი „სიტყვა და საქმე“, უძრავი ქონების სააგენტოები.

თბილისის უბანი  1 კვ.მ.-ის ფასი ($)

1 ძველი თბილისი 999

2 მთაწმინდა, სოლოლაკი 983

3 ვერა 951

4 ვაკე, ბაგები 941

5 საბურთალო 864

6 დიდუბე 855

7 ბახტრიონი, დოლიძე 845

8 ვაჟა-ფშაველას კვარტლები,

ქავთარაძე 827

9 დიღმის მასივი 802

10 ნუცუბიძის პლატო 770

11 ჩუღურეთი 766

12 ნაძალადევი 696

13 ისანი 669

14 ვაშლიჯვარი 663

15 დიდი დიღომი 588

16 მუხიანი 583

17 კრწანისი, ორთაჭალა 582

18 ავლაბარი 581

19 სამგორი 566

20 ვარკეთილი 562

21 გლდანი 559

22 თემქა 535

23 ვაზისუბანი 519

24 მესამე მასივი 510

25 ფონიჭალა 429

26 ლილო 358

27 ავჭალა 355