მეორადი ბინების ფასები თბილისის უბნების მიხედვით (იანვარი, 2013) - კვირის პალიტრა

მეორადი ბინების ფასები თბილისის უბნების მიხედვით (იანვარი, 2013)

კვლევა

"ეკოპალიტრა" და "ილიაუნი ბიზნეს რევიუ" განაგრძობენ თბილისში მეორადი საცხოვრებელი ფართების ფასების ბიზნესკვლევების ყოველთვიურად წარმოდგენას. კვლევების მიზანია, გამოავლინოს თბილისის უბნები, სადაც მეორადი ბინები ყველაზე ძვირი და იაფი ღირს.

"ილიაუნი ბიზნეს რევიუმ" კვლევა 3-17 იანვარს მოაწყო. დადგინდა საშუალო ფასი 1 კვმ-ზე 27 უბნისთვის, აგრეთვე, საშუალო ფასი დედაქალაქის მთელი ბაზრისთვის. თითოეულ უბანზე შეირჩა სამ-სამი ერთეული 1; 1,5; 2; 2,5; 3; 3,5 და 4-ოთახიანი ბინები. კვადრატურისა და ფასის საშუალებით მკვლევრებმა დაადგინეს, საშუალოდ რა ღირს თითოეული კატეგორიის ბინა ყოველ უბანში. ბოლოს გამოიყვანეს მითითებული საშუალო ფასი მთლიანად უბნებისთვის.

თბილისის უბნების ხუთეული, სადაც 1 კვმ-ზე ყველაზე მაღალი ფასი აღირიცხა, იანვარში ასე გამოიყურება: 1. ძველი თბილისი; 2. ვერა; 3. ვაკე, ბაგები; 4. მთაწმინდა, სოლოლაკი; 5. საბურთალო. 2012 წლის დეკემბრის კლევასთან შედარებით, ლიდერი და ხუთეულის შემადგენლობა არ შეცვლილა, შეიცვალა მხოლოდ მიმდევრობა. ყველაზე დაბალი ფასების მიხედვით კი უბნების ხუთეული ასე გადანაწილდა: 23. მუხიანი (23); 24. მესამე მასივი (24); 25. ფონიჭალა (19); 26. ავჭალა (21) ; 27. ლილო (27). ამ ხუთეულში, დეკემბრისგან განსხვავებით, შევიდა ფონიჭალა და ავჭალა, ხოლო მესამე მასივმა და თემქამ ზემოთ აინაცვლეს.

თბილისის უბანი  1 კვ.მ.-ის ფასი ($)

1 ძველი თბილისი 1327 (1087)*

2 ვერა 1163 (840)

3 ვაკე, ბაგები 1019 (957)

4 მთაწმინდა, სოლოლაკი 932 (981)

5 საბურთალო 854 (874)

6 დიდუბე 832 (576)

7 ბახტრიონი, დოლიძე 820 (695)

8 ვაჟა-ფშაველას კვარტლები,

ქავთარაძე 806 (806)

9 ჩუღურეთი 799 (658)

10 დიღმის მასივი 767 (633)

11 კრწანისი, ორთაჭალა 747 (808)

12 ისანი 700 (649)

13 ვაშლიჯვარი 673 (596)

14 ნუცუბიძის პლატო 670 (715)

15 დიდი დიღომი 622 (557)

16 გლდანი 598 (547)

17 ნაძალადევი 595 (799)

18 ავლაბარი 558 (621)

19 თემქა 557 (482)

20 სამგორი 548 (447)

21 ვაზისუბანი 536 (501)

22 ვარკეთილი 523 (497)

23 მუხიანი 518 (496)

24 მესამე მასივი 513 (491)

25 ფონიჭალა 504 (529)

26 ავჭალა 461 (498)

27 ლილო 403 (342)

* ფრჩხილებში მითითებულია წინა, 2012 წლის დეკემბრის მონაცემები