SMB - ახალი შესაძლებლობა მცირე მეწარმეებისთვის - კვირის პალიტრა

SMB - ახალი შესაძლებლობა მცირე მეწარმეებისთვის

ცნობილი გამონათქვამი რომ გავიხსენოთ, მცირე მეწარმეების კვერი ცხვა, ცხვა და... პატარა, მაგრამ გამოცხვაო. მცირე და საშუალო ბიზნესს, ვისაც დღემდე არ შეეძლო საკუთარი ცნობადობის ზრდისთვის ძვირად ღირებული სარეკლამო კამპანია ეწარმოებინა, "პალიტრა მედია" უნიკალურ და, რაც მთავარია, ხელმისაწვდომ შესაძლებლობას სთავაზობს.

აქსიომაა, რომ რეკლამა ვაჭრობის მამოძრავებელია. შესაბამისად, რეკლამის უქონლობა ნიშნავს "უძრავოდ" ვაჭრობასა და შემოსავლის დაკარგვას. მეორე მხრივ კი მომხმარებელს შესაძლოა ჰქონდეს მოთხოვნილება განსაზღვრულ პროდუქტსა და მომსახურებაზე, მაგრამ არ იცოდეს, სად შეუძლია მისი შეძენა ან მიღება. მომხმარებელიც სწორედ იმაში იხდის ფულს, რის შესახებაც ყველაზე ხშირად სმენია. შედეგად, საქართველოში მსხვილ საწარმოებს ბიზნესის ზრდის უკეთესი მაჩვენებლები აქვთ, ვიდრე მცირე საწარმოებს.

როგორც ამბობენ, ყველაფერი გენიალური მარტივია და პირიქით. სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესის საჭიროებების შესწავლა გახდა ბიძგი "პალიტრა მედიისთვის", შეექმნა ისეთი პროდუქტი, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას შეუწყობდა ხელს. იდეით დაინტერესდნენ საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები და მცირე და საშუალო კომპანიებისთვის შეიქმნა პროგრამა SMB-ი, რომლის მიზანი მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ეფექტიანი სარეკლამო/მარკეტინგული კამპანიის შეთავაზებაა.

ამ პროგრამის საშუალებით ბიზნესს, საკუთარი მიზნებიდან გამომდინარე, შეუძლია მიაწოდოს ინფორმაცია და გაზარდოს ცნობადობა ერთდროულად გაზეთის მკითხველებში, რადიოს მსმენელებსა და ინტერნეტმომხმარებლებში, შესაბამისად, გაზარდოს გაყიდვა მინიმალური ძალისხმევითა და დანახარჯით. ეს არის კომპლექსური სარეკლამო პაკეტი, რომელიც მოიცავს რეკლამის განთავსებას სპეციალურ სარეკლამო გამოცემა "ბროწეულში", რომელიც თბილისის მასშტაბით, "კვირის პალიტრასა" და "სიტყვა და საქმესთან" ერთად ყველა მკითხველს მიეწოდება. იმავდროულად, სარეკლამო რგოლის დამზადებასა და ერთი კვირის განმავლობაში დღეში რვაჯერ გაშვებას რადიო "პალიტრაში"; პლუს ყველაზე რეიტინგულ ვებგვერდ ამბები.გე-ზე, სპეციალურ რუბრიკა SMB ბიზნესამბებში ინფორმაციის განთავსებას და რაც მთავარია: სამივე არხით რეკლამის გაშვება, SMB პროგრამის ფარგლებში, მხოლოდ 295 ლარი ჯდება თვეში. ამავე პროგრამის ფარგლებში "პალიტრა მედიაში" კომპანიებს დახმარებას გაუწევენ სარეკლამო ტექსტის შედგენაში, სარეკლამო რგოლის ჩაწერასა და სარეკლამო დიზაინის დამზადებაში - ყოველგვარი დამატებითი გასამრჯელოს გარეშე.

ბევრი გამონათქვამი არსებობს ბიზნესზე და მათ შორის არის ყველაზე ცნობილი - რომ რეკლამა ბიზნესის მამოძრავებელია. მართლაც ასეა. რომ არა რეკლამა, პირველ რიგში, ალბათ კონკურენციისა და შესაბამისად, ეკონომიკის განვითარება შეუძლებელი იქნებოდა. რეკლამა მუდმივად წარმოაჩენს განსაზღვრული პროდუქციისა თუ მომსახურების მახასიათებლებს. ამ უნიკალური პროგრამის საშუალებით მცირე და საშუალო ბიზნესი, ერთი მხრივ, სარგებელს ნახავს და მეორე მხრივ, საკუთარი ძალებს მოსინჯავს ასპარეზზე.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების მხარდაჭერის პროგრამის წარმომადგენლებს შემდეგ ტელეფონის ნომრებზე: 272-52-83; 577-99-21-79

SMB (მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამა) მიმდინარეობს საერთაშორისო ორგანიზაციების USAID-ისა და IREX-ის ფინანსური მხარდაჭერით.