საქართველოს ბანკების სავალუტო პოლიტიკა - კვირის პალიტრა

საქართველოს ბანკების სავალუტო პოლიტიკა

კვლევა

ბაზარზე მოქმედი 14 ბანკის სავალუტო პოლიტიკა ერთი თვის განმავლობაში, 10 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ეკონომიკური კვლევებისა და კონსულტაციების ცენტრის მკვლევრებმა შეისწავლეს „ილიაუნი ბიზნეს რევიუს“ ფორმატში. მიზანი იყო იმის დადგენა, რომელი ბანკი სთავაზობდა მომხმარებელს მეტად და ნაკლებად ხელსაყრელ პირობებს ოთხი ვალუტის - ამერიკული დოლარის, ევროს, გირვანქა სტერლინგისა და რუსული რუბლის გაცვლისას. კვლევაში თითოეული ბანკის საშუალო მაჩვენებელი დაანგარიშებულია მათი ყოველდღიური კურსის დაჯამებისა და საშუალოს გამოყვანის გზით.

ქვემოთ მოცემულია ბანკების ხუთეულები, სადაც მომხმარებლისთვის ყველაზე მეტად და ყველაზე ნაკლებად ხელსაყრელია მითითებული ვალუტის ყიდვა და გაყიდვა (ლარი შესაბამისი ვალუტის 1 ერთეულზე).

აშშ დოლარი / ყიდვა ბანკის მიერ

მეტად ხელსაყრელი მომხმარებლისთვის

1) ხალიკ ბანკი 1.6568

2) კორსტანდარტ ბანკი 1.6512

3) პრივატ ბანკი და VTB ბანკი 1.6496

4) BTA ბანკი 1.6489

5) პროგრეს ბანკი 1.6488

ნაკლებად ხელსაყრელი მომხმარებლისთვის

1) TBC ბანკი 1.6419

2) საქართველოს ბანკი 1.6421

3) ბაზის ბანკი 1.6434

4) ბანკი რესპუბლიკა 1.6442

5) ბანკი ქართუ 1.6458

აშშ დოლარი / გაყიდვა ბანკის მიერ

მეტად ხელსაყრელი მომხმარებლისთვის

1) პროგრეს ბანკი 1.6696

2) ხალიკ ბანკი 1.6701

3) პრივატ ბანკი 1.6706

4) BTA ბანკი 1.6725

5) ლიბერთი ბანკი 1.6727

ნაკლებად ხელსაყრელი მომხმარებლისთვის

1) საქართველოს ბანკი 1.6821

2) TBC ბანკი 1.6819

3) ბანკი რესპუბლიკა 1.6808

4) ბაზის ბანკი 1.6776

5) ბანკი ქართუ 1.677

ევრო / ყიდვა ბანკის მიერ

მეტად ხელსაყრელი მომხმარებლისთვის

1)  BTA ბანკი 2.1181

2) ხალიკ ბანკი 2.1174

3) პროკრედიტ ბანკი 2.1134

4) ქართუ ბანკი და პროგრეს ბანკი 2.1122

5) პრივატ ბანკი 2.1074

ნაკლებად ხელსაყრელი მომხმარებლისთვის

1) ბაზის ბანკი 2.0898

2) საქართველოს ბანკი 2.0946

3) ბანკი რესპუბლიკა 2.0962

4) VTB ბანკი 2.103

5) ლიბერთი ბანკი 2.104

ევრო / გაყიდვა ბანკის მიერ

მეტად ხელსაყრელი მომხმარებლისთვის

1) BTA ბანკი 2.1698

2) ბანკი ქართუ 2.172

3) ხალიკ ბანკი 2.1726

4) VTB ბანკი 2.173

5) პრივატ ბანკი 2.1742

ნაკლებად ხელსაყრელი მომხმარებლისთვის

1) საქართველოს ბანკი 2.1946

2) ბაზის ბანკი 2.1911

3) პროგრეს ბანკი 2.185

4) ბანკი რესპუბლიკა 2.1842

5) TBC ბანკი 2.1839

გირვანქა სტერლინგი / ყიდვა ბანკის მიერ

მეტად ხელსაყრელი მომხმარებლისთვის

1) ხალიკ ბანკი 2.6264

2) BTA ბანკი 2.6242

3) TBC ბანკი 2.6083

4) კორსტანდარტ ბანკი 2.6078

5) ბანკი ქართუ 2.6044

ნაკლებად ხელსაყრელი მომხმარებლისთვის

1) ბაზის ბანკი 2.5912

2) საქართველოს ბანკი 2.598

3) VTB ბანკი 2.5996

4) პროგრეს ბანკი 2.6

5) პრივატ ბანკი 2.6004

გირვანქა სტერლინგი / გაყიდვა ბანკის მიერ

მეტად ხელსაყრელი მომხმარებლისთვის [ზრდადი]

1) პრივატ ბანკი 2.6816

2) BTA ბანკი 2.6888

3) პროგრეს ბანკი 2.7

4) კორსტანდარტ ბანკი 2.7052

5) VTB ბანკი 2.706

ნაკლებად ხელსაყრელი მომხმარებლისთვის [კლებადი]

1) ბაზის ბანკი 2.7222

2) ბანკი რესპუბლიკა 2.7217

3) საქართველოს ბანკი 2.7158

4) ბანკი ქართუ 2.7106

5) TBC ბანკი 2.7083

რუსული რუბლი / ყიდვა ბანკის მიერ

მეტად ხელსაყრელი მომხმარებლისთვის

1) TBC ბანკი 0.05194

2) VTB ბანკი 0.0519

3) ლიბერთი ბანკი 0.05071

4) ბაზის ბანკი 0.0507

5) პროკრედიტ ბანკი 0.05066

ნაკლებად ხელსაყრელი მომხმარებლისთვის

1) ხალიკ ბანკი 0.04

2) ბანკი ქართუ  0.0472

3) პროგრეს ბანკი და BTA ბანკი 0.048

4) კორსტანდარტ ბანკი 0.04836

5) ბანკი რესპუბლიკა 0.05015

რუსული რუბლი / გაყიდვა ბანკის მიერ

მეტად ხელსაყრელი მომხმარებლისთვის

1) BTA ბანკი 0.054

2) პრივატ ბანკი 0.05452

3) TBC ბანკი 0.05494

4) საქართველოს ბანკი 0.05498

5) VTB ბანკი 0.05492

ნაკლებად ხელსაყრელი მომხმარებლისთვის

1) ხალიკ ბანკი 0.06

2) კორსტანდარტ ბანკი 0.05944

3) პროკრედიტ ბანკი 0.05676

4) ბაზის ბანკი 0.0558

5) ბანკი რესპუბლიკა 0.05

ბანკების სავალუტო პოლიტიკის დეტალურმა შესწავლამ რამდენიმე შედეგი გამოკვეთა. მაგალითად, ხალიკ ბანკი სამი ვალუტის შემთხვევაში ხვდებოდა მეტად ხელსაყრელ ბანკთა სიაში როგორც შეძენისას, ისე გაყიდვისას, რუსული რუბლის შემთხვევაში კი ის ნაკლებად არახელსაყრელ ბანკთა ხუთეულის პირველ ადგილზე განთავსდა - როგორც შეძენისას, ისე გაყიდვისას.

TBC ბანკი მეტად ხელსაყრელ ბანკთა ხუთეულში მხოლოდ რუსული რუბლის გაყიდვისას აღმოჩნდა, მაშინ როცა დანარჩენი სამი ვალუტის გაყიდვისას ნაკლებად ხელსაყრელ ბანკთა შორისაა. ყიდვისას კი TBC ბანკი მხოლოდ ერთხელ, აშშ დოლარისთვის მოხვდა ნაკლებად არახელსაყრელ ობიექტთა სიაში.

ოთხივე ვალუტისთვის ნაკლებად ხელსაყრელ ბანკთა შორის ერთადერთი ბაზის ბანკი აღმოჩნდა. კვლევაში ჩართული თოთხმეტი ბანკიდან ვალუტათა გაცვლითი კურსების სტაბილურობა ყველაზე ხშირად პროგრეს ბანკმა გამოავლინა, როგორც ყიდვისას, ისე გაყიდვისას. ხოლო ხალიკ ბანკისა და BTA ბანკისთვის ეს თითო-თითოჯერ გამოდგა სამართლიანი, რუსული რუბლის გაყიდვის დროს.

არჩევანი მომხმარებლისთვის, შეიძლება ითქვას, მრავალფეროვანია. ყოველ შემთხვევაში, არსებობს ბანკები, სადაც მას უფრო ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღება შეუძლია. მიუხედავად იმისა, რომ ბანკების სავალუტო კურსებს შორის სხვაობა არსებითი არ არის.