მეორადი ბინების ფასები თბილისის უბნების მიხედვით (თებერვალი, 2013) - კვირის პალიტრა

მეორადი ბინების ფასები თბილისის უბნების მიხედვით (თებერვალი, 2013)

კვლევა

"ეკოპალიტრა" და "ილიაუნი ბიზნეს რევიუ" გთავაზობენ თბილისში მეორადი საცხოვრებელი ფართების ფასების მორიგ, თებერვლის ბიზნესკვლევას. ის მოიცავს 27 უბანს და ადგენს ფასს საშუალოდ 1 კვ.მ-ზე, უბნების მიხედვით. აგრეთვე საშუალო ფასს თბილისის ბაზარზე. კვლევების მიზანია, გამოავლინოს თბილისის უბნები, სადაც მეორადი ბინები ყველაზე ძვირი და იაფი ღირს.

"ილიაუნი ბიზნეს რევიუმ" კვლევა 10-15 თებერვალს მოაწყო. დადგინდა საშუალო ფასი 1 კვ.მ-ზე 27 უბნისთვის, რისთვისაც თითოეულ უბანზე შეირჩა სამ-სამი ერთეული 1; 1,5; 2; 2,5; 3; 3,5 და 4-ოთახიანი ბინები. კვადრატურისა და ფასის საშუალებით მკვლევრებმა დაადგინეს, საშუალოდ რა ღირს თითოეული კატეგორიის ბინა ყოველ უბანში. ბოლოს გამოიყვანეს მითითებული საშუალო ფასი მთლიანად უბნებისთვის. თბილისის უბნების ხუთეული, სადაც 1 კვ.მ-ზე ყველაზე მაღალი ფასი აღირიცხა, თებერვალში ასე გამოიყურება: 1. ძველი თბილისი; 2. ვერა; 3. ვაკე, ბაგები; 4. მთაწმინდა, სოლოლაკი; 5 საბურთალო. 2012 წლის იანვრის კლევასთან შედარებით, ხუთეულის შემადგენლობა ან მიმდევრობა არ შეცვლილა. ყველაზე დაბალი ფასების მიხედვით კი უბნების ხუთეული ასე გადანაწილდა: 23. თემქა (19); 24. მუხიანი (23); 25. ფონიჭალა (25); 26. სამგორი (20); 27. ავჭალა (26). წინა კვლევასთან შედარებით, ავჭალა და მესამე მასივი თემქამ და სამგორმა შეცვალეს.

თბილისის უბანი 1 კვ.მ.-ის ფასი ($)

1. ძველი თბილისი 1160 (1327/1087)*

2. ვერა 1106 (1163/840)

3. ვაკე, ბაგები 985 (1019/957)

4. მთაწმინდა, სოლოლაკი 935 (932/981)

5. საბურთალო 925 (854/874)

6. ბახტრიონი, დოლიძე 887 (820/695)

7. დიდუბე 811 (832/576)

8. კრწანისი, ორთაჭალა 809 (747/808)

9. დიღმის მასივი 804 (767/633)

10. ვაჟა-ფშაველას კვარტლები,

ქავთარაძე 796 (806/806)

11. ისანი 737 (700/649)

12. ნუცუბიძის პლატო 683 (670/715)

13. ავლაბარი 674 (558/621)

14. ჩუღურეთი 645 (799/658)

15. ნაძალადევი 612 (595/799)

16. ვაშლიჯვარი 599 (673/596)

17. გლდანი 596 (598/547)

18. დიდი დიღომი 574 (622/557)

19. მესამე მასივი 534 (513/491)

20. ვარკეთილი 509 (523/497)

21. ვაზისუბანი 474 (536/501)

22. ლილო 426 (403/342)

23. თემქა 409 (557/482)

24. მუხიანი 381 (518/496)

25. ფონიჭალა 373 (504/529)

26. სამგორი 338 (548/447)

27. ავჭალა 318 (461/498)

* ფრჩხილებში მითითებულია წინა, 2013 წლის იანვრისა და 2012 წლის დეკემბრის მონაცემები