მეორადი ბინების ფასები თბილისის უბნების მიხედვით (მარტი, 2013) - კვირის პალიტრა

მეორადი ბინების ფასები თბილისის უბნების მიხედვით (მარტი, 2013)

"ეკოპალიტრა" და "ილიაუნი ბიზნეს რევიუ" განაგრძობენ თბილისში მეორადი საცხოვრებელი ფართების ფასების ბიზნესკვლევების ყოველთვიურად წარმოდგენას. კვლევების მიზანია, გამოავლინოს თბილისის უბნები, სადაც მეორადი ბინები (1 კვმ) ყველაზე ძვირი და ყველაზე იაფი ღირს.

"ილიაუნი ბიზნეს რევიუმ" კვლევა 10-დან 14 მარტამდე მოაწყო. დადგინდა საშუალო ფასი 1 კვმ-ზე 27 უბნისთვის, აგრეთვე, საშუალო ფასი დედაქალაქის მთელი ბაზრისთვის. თითოეულ უბანზე შეირჩა სამ-სამი ერთეული 1; 1,5; 2; 2,5; 3; 3,5 და 4-ოთახიანი ბინები. კვადრატურისა და ფასის საშუალებით მკვლევრებმა დაადგინეს, საშუალოდ რა ღირს თითოეული კატეგორიის ბინა ყოველ უბანში. ბოლოს გამოიყვანეს მითითებული საშუალო ფასი მთლიანად უბნებისთვის.

თბილისის უბნების ხუთეული, სადაც 1 კვმ-ზე ყველაზე მაღალი ფასი აღირიცხა, მარტში ასე გამოიყურება: 1. ვაკე, ბაგები; 2. ძველი თბილისი; 3. მთაწმინდა, სოლოლაკი; 4. ვერა; 5. ბახტრიონი, დოლიძე. 2013 წლის თებერვლის კლევასთან შედარებით, პირველ ადგილზე - ვაკე, ბაგები - მესამედან გადავიდა, ხუთივე ადგილზე უბნები შეიცვალა, ხუთეულიდან კი საბურთალო გავიდა და ადგილი ბახტრიონ-დოლიძეს დაუთმო.

ყველაზე დაბალი ფასების მიხედვით კი უბნების ხუთეული ასე გადანაწილდა: 23. მესამე მასივი (19); 24. ვაზისუბანი (21); 25. ავჭალა (27); 26. ლილო (22); 27. ფონიჭალა (25). ყველა ადგილზე აქაც შეიცვალა უბნები, ხოლო ხუთეულში მხოლოდ ორი უბანი დარჩა - ავჭალა და ფონიჭალა.

თბილისის უბანი 1 კვ.მ.-ის ფასი ($)

1. ვაკე, ბაგები 1079 (985/1019)*

2. ძველი თბილისი 1060 (1160/1327)

3. მთაწმინდა, სოლოლაკი 1028 (935/932)

4. ვერა 986 (1106/1163)

5. ბახტრიონი, დოლიძე 955 (887/820)

6. საბურთალო 924 (925/854)

7. კრწანისი, ორთაჭალა 805 (809/747)

8. დიღმის მასივი 803 (804/767)

9. ჩუღურეთი 789 (645/799)

10. დიდუბე 787 (811/832)

11. ვაჟა-ფშაველას კვარტლები, ქავთარაძე 765 (796/806)

12. ისანი 718 (737/700)

13. ნუცუბიძის პლატო 709 (683/670)

14. ავლაბარი 687 (674/558)

15. ნაძალადევი 670 (612/595)

16. დიდი დიღომი 635 (574/622)

17. გლდანი 613 (596/598)

18. ვაშლიჯვარი 606 (599/673)

19. ვარკეთილი 584 (509/523)

20. თემქა 567 (409/557)

21. მუხიანი 566 (381/518)

22. სამგორი 561 (338/548)

23. მესამე მასივი 539 (534/513)

24. ვაზისუბანი 511 (474/536)

25. ავჭალა 468 (318/461)

26. ლილო 406 (426/403)

27. ფონიჭალა 401 (373/504)

* ფრჩხილებში მითითებულია 2013 წლის თებერვლისა და იანვრის მონაცემები