თიბისი ბანკის იპოთეკური სესხი ლარში ყველაზე დაბალ პროცენტში: 10.75%-დან!
10-04-2013
თიბისი ბანკის იპოთეკური სესხი ლარში ყველაზე დაბალ პროცენტში: 10.75%-დან!
დაივიწყეთ ვალუტის კურსის მოულოდნელი ცვალებადობა! დღეიდან თიბისი ბანკი გთავაზობთ იპოთეკურ სესხს ლარში, თანაც ყველაზე დაბალი - 10.75% -იანი განაკვეთით.  

თუ გსურთ ბინის, აგარაკის ან მიწის ნაკვეთის შეძენა, თიბისი ბანკის იპოთეკური სესხი ლარში სწორედ თქვენთვისაა. ეს არის სესხი, რომელსაც არ ახლავს არანაირი სავალუტო რისკი, აქვს ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთი და არის ყველაზე მოსახერხებელი მათთვის, ვისაც შემოსავალი ეროვნულ ვალუტაში აქვს.  

იპოთეკური სესხი ლარში არის თიბისი ბანკისა და ეროვნული ბანკის ერთობლივი
პროდუქტი, რაც ამ სესხის საპროცენტო განაკვეთის სიმცირეს განაპირობებს.

კერძოდ, ამ ტიპის სესხის საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრება ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთისა და თიბისი ბანკის განაკვეთის ჯამის შესაბამისად.

ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთი ყოველთვიურად დგინდება. შესაბამისად, თიბისი ბანკის ლარის იპოთეკური სესხის საპროცენტო განაკვეთი შეიძლება შემცირდეს ან უმნიშნველოდ გაიზარდოს, თუმცა
ის, ზრდის შემთხვევაშიც, მკვეთრად დაბალი იქნება ბაზარზე არსებული იპოთეკური სესხების განაკვეთებთან მიმართებაში.

გახსოვდეთ, რომ თიბისი ბანკის იპოთეკური სესხი ლარში ყველაზე სტაბილური, იაფი და მოსახერხებელი სესხია ქართულ საბანკო სივრცეში!  

ასე რომ, თქვენ აღარ ხართ დამოკიდებული ვალუტის კურსის არასასურველ ცვალებადობაზე, იხდით სესხს იმავე ვალუტაში, რომელშიც გაქვთ შემოსავალი და რაც მთავარია, სარგებლობთ ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით - 10.75 პროცენტი 2013 წლის აპრილის თვისთვის სესხის საუკეთესო განაკვეთია! იჩქარეთ!  

R
...
23 თებერვალი 2017 04:12
Ratom gvjobian turqebi yvelapershi
Mat aqvt grdzel badiani sescebi dzalian umnishvnelo procentshi da xalxs uwyoben xels valis gadaxdashi chventan ki saqartveloshi gatyavebis metodi aris chartuli
edyvard
29 აპრილი 2013 06:37
ხალხო დაბალი გგონიათ ეს პროცენტები გააუბედურე ხალხი ამ მევახშე ბანკებმა ევროპაში გაგზავეთ ბუცხრიკიძე და იქნებ მერე ნამუსმა შეაწუხოს რამდენ პროცენტსი უნდა იყოს იპოთეკური სესხი,ანდა სამომხმარებლო.მე მაგალითდ 14 წელია თბილიში ვმუშაობ მარა დღემდე ბინა ვერ ვიყიდე 350 ლარს ვიხდი ქირაში და ეს ფული გადაყრილია,ბანკები და სახემწიფო ნორმალირად რომ მუშაობდეს ამ ფულთ ხომ ბინას შევიძენდი მარა აქ საქმე გვაქვს გამდიდრების მეთოდთან.

რედაქტორის რჩევით